ორქიდეის ფესვის ლპობა

გარეგნულად ორქიდეის ფესვები მუქდება, შავდება ან ყავისფერდება. ამის მიზეზია-არასაკმარისი განათება - ეს ძირითადი მიზეზია ორქიდეის ფესვის ლპობის. იმისთვის, რომ გავიგოთ, რატომ დაიწყო ფესვმა ლპობა, უნდა ვიცოდეთ, როგორ იწოვს წყალს ფესვი. ეპიფიტური ორქიდეის ფესვების აგებულება მსგავსია სხვა ჩვეულებრივი მცენარეებისა, მხოლოდ მისი ფესვის ზედა ფენა შედგება მკვდარი უჯრედებისგან. მას ველამენი ჰქვია. ფესვის ბეწვები, რითაც ხდება წყლის შეწოვა სხვა მცენარეებში, ეპიფიტებს არ აქვთ. წყალი ამ ფენაში თავისით შედის, კაპილარებით, მცენარის დაუხმარებლად. ველამენის ფენებში წყალი თანდათან გადაადგილდება და აღწევს მომდევნო ფენას - ეგზოდერმას, აქ იწყებს ორქიდეა აქტიურობას - იწყებს წყლის აქტიურ შეწოვას ჯერ ფესვის შუაგულისკენ ,მერე კი ზემოთ, ფოთლებისკენ. იმისთვის, რომ წყალი ველამენის მკვდარი უჯრედებიდან გადაადგილდეს, ესაჭიროება ძალა, რომელიც უბიძგებს მას შიგნითკენ, ეს ძალა მხოლოდ განათების გარკვეული პირობებით წარმოიქმნება.

ფესვების კვდომა ხშირად ხდება ნოემბერ-მარტის პერიოდში იმიტომ, რომ განათების ნაკლებობაა, წვიმს, თოვს, მზე იშვიათად გამოიხედავს ღრუბლებიდან, სულ 1-2 სთ ით. დღე ხანმოკლეა. შეადარეთ ჩვენი ზამთრის მზე და დღის ხანგრძლივობა ტროპიკულს, სადაც მზე მთელი 12 თვე თანაბრად ანათებს და ორქიდეა მუდამ ზრდის პროცესშია - ახალი ფესვები, ფოთლები, საყვავილე ღერო, როცა ფოთოლს მზე ხვდება, ფოთლიდან

ფესვებს გადაეცემა სიგნალი წყლის შეწოვის გაძლიერებაზე - ანუ ის ძალა, რითაც წყალი ველამენიდან მოძრაობს ფესვის შიგნით და ზემოთ. თუ მზე ცოტა ხნით ხვდება ფოთოლს, წყალი ველამენში გუბდება და ელოდება, როდის გამოიხედავს მზე. ამ მოლოდინში წყლის ნაწილი ორთქლდება, ნაწილი კი რჩება და ცვლის რა ველამენის უჯრედების სტრუქტურას, იწვევს მათ დაშლას - ფესვი ლპება. კარგი განათების პირობებში ორქიდეის გაზრდა წყლიან ჭიქაშიც შესაძლებელია. მისი ფესვები მხოლოდ სიბერის გამო მოკვდება ბუნებრივად, რადგან სიგნალს ფესვები ფოთლებიდან მუდმივად მიიღებს.

-ფესვების სოკოვანი დაავადებები - საკმაოდ ბევრი სოკო ცხოვრობს ორქიდეების გვერდით და სანამ მათი რაოდენობა მცირეა, ზიანს არ აყენებს მცენარეს. განათების ნაკლებობა იწვევს წყლის შეწოვის შემცირებას,თუ ამ დროს მცენარეს ისევ კარგად მოვრწყავთ, წყალი გროვდება ველამენში და არ შეიწოვება,რამდენიმე დღე ასე თუ გაგრძელდა, იქმნება საუკეთესო პირობები სოკოს გამრავლებისთვის. ზოგი სახეობისთვის 6 საათიც საკმარისია, რომ ფესვების „ჭამა“ დაიწყოს. მერე გადადიან ღეროზე და ფოთლებზე. ასე, რომ ფესვები დააზინეს სოკოებმა, მაგრამ დამნაშავე სინათლის ნაკლებობაა. ცოტაა ისეთი სოკოები, რომლებიც მრავლდება ფესვებში კარგი განათების პირობებში,. ისინი უფრო მეტ შემთხვევაში ფოთლებზე პარაზიტობენ.

-ზედმეტი ტენიანობა - ესეც განათების ნაკლებობიდან გამომდინარეობს,არ ვარგა მცენარის ხშირი და უხვად მორწყვა, თუ მცენარე არასაკმარისადაა განათებული. ფესვები ასე წყალს არ შეიწოვენ.

-სუბსტრატის გამკვრივება -სუბსტრატი არაა მუდმივი. დროთა განმავლობაში იგი იშლება, კარგავს სასარგებლო თვისებას - ჰაერგამტარობას.იტკეპნება და ჰაერი ფესვებამდე აღარ მიდის,რაც მათი დახრჩობის მიზეზი ხდება. ცუდი განათების პირობებში ყველაფერი გასაგებია - ნაკლებია ჰაერი, ნაკლები წყალი ორთქლდება, სუბსტრატსი დარჩენილი კი იწვევს ლპობას, სოკოები და წყალმცენარეები მრავლდება და სუბსტრატი კიდევ უფრო მკვრივდება.

-მეტად კონცენტრირებული სასუქის გამოყენება -ბევრი ორქიდეის ფესვი მგრძნობიარეა სასუქში შემავალი კალიუმის და ფოსფორის ნაერთებზე. მათი მაღალი კონცენტრაციით გამოყენება ფესვების სწრაფ დაზიანებას იწვევს. დამწვარი ფესვები ხმება, ნორმალურად წყლის შეწოვა არ ხდება, სველ სუბსტრატში ყოფნის გამო ჯირჯვდება და ლპება.

-ფესვების მექანიკური დაზიანება-გადარგვისას ხშირად ფესვები ზიანდება მექანიკურად, შემთხვევით ან განზრახ. ანუ ვაჭრით დაზიანებულ აგილებს. დარჩენილი ჭრილობები ორქიდეის ლპობის მიზეზი შეიძლება გახდეს, რადგან ასეთი ადგილებიდან

არ ხდება წყლის შეწოვა, სველი სუბსტრატი კი მას ალპობს. ლპობა თანდათან ვრცელდება ფესვის მთელ სიგრძეზე და საბოლოოდ კვდება.

-ორქიდეის მავნებლები სუბსტრატში - ბევრი მავნებელი, რომელიც სუბსტრატში ცხოვრობს, ორქიდეის ფესვებს ჭამს. მაგ. ლოკოკინა. ამავე დროს სუბსტრატის სწრაფ გამკვრივებასაც იწვევს.

მკურნალობის მეთოდები: ორქიდეა, რომელსაც ფესვებში პრობლემა აქვს, ცუდად მაგრდება სუბსტრატში, ყანყალებს ქოთანში, ფოთლები უყვითლდება, უჭკნება და ხმება. თუ ერთი ნიშანი მაინც შენიშნეთ, აუცილებლად უნდა ამოიღოთ ქოთნიდან და დაათვალიეროთ ფესვები, გაურეცხოთ, მოაშოროთ დამპალი და გამხმარი ფესვი.ზოგჯერ ძნელი გასარჩევია დამპალი,მკვდარი ფესვის გარჩევა საღისგან. ცოცხალი ფესვები ყოველთვის მკვრივია შეხებით, ახალი ფესვები მშრალ მდგომარეობაში ღია ფერისაა, სველი კი მწვანე. ძველი ფესვები კი ღია-ყავისფერი.დამპალ ფესვებს მუქი ყავისფერი ან თითქმის შავი ფერი აქვთ, შეხებისას ცარილი, სლიპინა, მოჭერით კი წყალი გადმოსდით, ფესვს კანი ადვილად სძვრება და შიგა ძაფისებრი გული მოუჩანს. თუ ფესვის მხოლოდ ნაწილია დაზიანებული, მას ვაჭრით საღ ქსოვილამდე.და გადანაჭერის დეზინფექცია ხდება გააქტიურებული ნახშირის ფხვნილის დაყრით, ან დარიჩინით, გოგირდით ან კიდევ ანტისეპტიკით, რომელიც არ შეიცავს სპირტს. არ შეიძლება არაყის, იოდის ან ბრილიანტის მწვანის გამოყენება. მათში არსებული სპირტი ფესვის კაპილარებით შეიწოვება, ადის ზემოთ და აშრობს შიგნიდან, რასაც ხშირად მთელი ფესვის გახმობა მოსდევს. მცენარესთან მუშაობამდე და შემდეგ საჭიროა ინსტრუმენტების დეზინფექცია სპირტით ან ალზე გადატარებით.

თუ ფესვი ძირთან ახლოსაა დაზიანებული, მთელი ფესვი უნდა მოცილდეს, ეს 95 % შემთხვევაში სოკოთი დაზიანების შედეგია და იგი მალე საღ ფესვებზეც გადავა. გარდა ამისა, ფესვის ძირის დაზიანებისას წყალი გარედან ველამენის კაპილარებში ჩერდება და ზემოთ არარ ადის, გარკვეული დროის შემდეგ ეს ფესვი მაინც მოკვდება, თუნდაც მისი დაზიანების მიზეზი არ იყოს სოკო. პროფილაქტიკისთვის ფესვებს 10-15წთ ალბობენ ძლიერ განზავებულ ფუნგიციდში. შემდეგი ქმედება უკვე დამოკიდებულია იმაზე, რამდენი საღი ფესვი დარჩა მცენარეს, თუ ერთი მაინც არის საღი, 5-6სმ სიგრძის, ორქიდეა უნდა ჩაირგოს პატარა და ვიწრო ქოთანში და დაიდგას ნათელ, თბილ ადგილზე დაახლ 20 გრ ზე. მხოლოდ არა პირდაპირი მზის სხივების ქვეშ და ჩვეულებრივ მოირწყოს, როდესაც სუბსტრატი კარგად გამოშრება,თუ საღი ფესვები საერთოდ არ დარჩა, მაშინ ვიქცევით სხვაგვარად.

08 June 0 318
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно