ყავის ხეს ხშირად სახლის პირობებში ზრდიან

მის სამშობლოდ ითვლება ეთიოპია. იგი ევროპაშიც შეიტანეს, სადაც ოთახის კულტურად მშვენივრად იზრდება. ყავის ოჯახი 40 სახეობას მოიცავს. მათგან საუკეთესოა არაბული, მაღალი, კონგოლეზური.

მცენარეს არც ისე პატარა ხორციანი მომწვანო ფერის ფოთოლი და თეთრი პატარა ყვავილი აქვს შეკრული ქოლგა ყვავილედად, სადაც 75 მდე ყვავილია თავმოყრილი.ყვავილი გამოაქვს ერთწლიან ტოტებზე. ნაყოფი თავიდან მოყვითალოა, მწიფე კი წითელი ფერისაა, შიგ 2 თესლია ტყუპად. დამწიფებულ ნაყოფს ქერქი აქვს, შიგ კი მომჟავო -მოტკბო რბილობი.

სახლში ეს მცენარე კარგად წმენდს ჰაერს. აუმჯობესებს ადამიანის ენერგეტიკულ შესაძლებლობებს, ხსნის სტრესს და ნერვულ სისტემას აჯანსაღებს.

სახეობები - სახლის პირობებში ხშირად ზრდიან არაბულ ყავას. იგი კომპაქტური მცენარეა ელიფსური მუქი ზეთისხილისფერი ფოთლებით ყვავილედი პატარაა, 2 სმ დიამეტრის, თუმცა მისი ზომა გაზრდის პირობებზეა დამოკიდებული. ყვავილი მალე ჭკნება - რამდენიმე საათში, მაგრამ მორიგეობით იშლება. მოყვავილების ადგილზე კი ნაყოფი მწიფდება - დამტვერვიდან 8 თვეში. ფორმით იგი პარკოსნებს ჰგავს.

ჯუჯა ყავა - ნანა - იზრდება 85სმ მდე. უხვად ყვავილობს და მსხმოიარობს. კარგად ემორჩლება გასხვლას.

ლიბერიული ყავა - მისი მწიფე ნაყოფი ალისფერი ან ნარინჯისფერია. ფოთოლი გრძელი- 40სმ მდე. მცენარის სიმაღლეს არეგულირებენ გასხვლით.

მოვლა - ყავის ხე ვერ იტანს ორპირს, ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას. სწორი მოვლის პირობებში დატკბებით ყავით მთელი წლის განმავლობაში.

განათება სჭირდება მკვეთრი, გაბნეული. კარგად გრძნობს თავს სამხრეთ მხარეზე. მცენარეს ხშირად სჭირდება სუფთა ჰაერი, ამიტომ ოთახს ხშირად ანიავებენ ზამთარშიც. თბილ სეზონზე გააქვთ ტერასაზე ან ლოჯიებში. გათბობის სეზონზე კი მოშორებით დებენ ბატარეებიდან, რომ ფოთლის წვერები არ მოუხმეს. განათების ნაკლებობისას უდგამენ ხელოვნურ განათებას.

მისთვის ოპტიმალური ტემპერატურა ზაფხულში 25 გრ, ზამთარში - 15-18გრ უნდა იყოს, რომ არ დასცვივდეს ფოთოლი და კოკრები.

მცენარე დადებითად რეაგირებს დანამვაზე. ზაფხულში უწყობენ თბილ შხაპს, ეს ზრდაში და ყვავილობაში ეხმარება. ზაფხულობით რეგულარულად რწყავენ. ზამთარში კი კვირაში ერთხელაც ჰყოფნის. წყალი უნდა იყოს რბილი, ნადგამი, კირის ნადების გარეშე.

აქტიური ზრდის პერიოდში და ყვავილობისას 2 კვირაში ერთხელ აძლევენ სასუქს კალიუმის და აზოტის შემცველობით. ცივ სეზონზე კვება არ სჭირდება.

ახალგაზრდა მცენარეს ყოველწლიურად გადარგავენ. 3 წლის მერე კი 3 წელიწადში ერთხელ. ქოთანი უნდა იყოს დიდი და შიგ დრენაჟს ყრიან მაღალ ფენად. გადრგულ მცენარეს დებენ გრილ ჩრდილიან ადგილზე ადაპტაციისთვის და პერიოდულად ნამავენ.

ნიადაგი უნდა შედგებოდეს ტორფის, ქვიშის, ნეშომპალის და ხის ნახშირისგან თანაბარი პროპორციით. იგი უნდა იყოს ფხვიერი და მჟავ რეაქციის.

ყავის ხეს საჭიროების მიხედვით სხლავენ. აშორებენ გამხმარ ტოტებს, ზედმეტად გაზრდილს კი უმოკლებენ.

მისი გამრავლება შეიძლება თესლით ან კალმით. დასათესად გრუნტის მაგიერ იყენებენ მსხვილ ქვიშას ან პერლიტს. თესლს აცლიან კანს და ალბობენ “მარგანცოვკაში”. მერე კი თესავენ რამდენიმე სმ სიღრმეში. პერიოდულად ნამავენ. ერთ თვეში ნათესი ამოდის. პირველი წყვილი ფოთლის მერე გადააქვთ ცალკე ქოთებში.

კალმით გამრავლებისთვის მას აჭრიან 8სმ იან ტოტებს რამდენიმე ფოთლით და რგავენ ფხვიერ გრუნტში, რაც შედგება კორდის, ფოთლოვანი მიწის და ქვიშისგან. ოპტიმალური ტემპერატურა მისთვის 27 გრ ია. კალმებს ასათბურებენ და პერიოდულად ანიავებენ და ნამავენ.

სახლის პირობებში მოვლის წესების დაუცველობით ყავის ხე შეიძლება დაავადდეს:

მშრალი ჰაერი ოთახში მისი ფოთლის წვერების ხმობას იწვევს. ზოგჯერ უჩნდება მავნე მწერებიც-ფარიანა, ცრუფარიანა. მცენარეზე ჩნდება ქსელი და თეთრი ნადები. ასე დაზიანებული ფოთლები უნდა განადგურდეს. მცენარეს კი ამუშავბენ საპნიანი ხსნარით.

ზოგჯერ უყვითლდება ფოთოლი. მიზეზი - ნიადაგის არასაკმარისი მჟავეობაა.

თუ ფოთლებს გაუჩნდა ყავისფერი ლაქები და დასცვივდა - ეს ნიადაგში წყლის ნაკლებობის ბრალია. ფოთლების ნეკროზს კი ფოსფორის და კალიუმის ნაკლებობა, არასაკმარისი განათება ან ოთახში მშრალი ჰაერი იწვევს. ფოსფორიანი სასუქის ნაკლებობისას მცენარე ზრდასაც აფერხებს ფოთლის სიყვითლესა და დაცვენასთან ერთად.

08 June 0 694
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно