ქატმი ბაღში - lavatera

მას ველურ ვარდსაც ეძახიან, გვხვდება ხის, ბუჩქის ან ბალახოვანი მცენარის სახით. მიეკუთვნება ბალბისებრთა ოჯახს. გვარში 25 სახეობაა. უმეტესობა გვხვდება ავსტრალიაში, აღ აზიასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში. ბაღის კულტურაშია მე 16 ს დან. მისი პოპულარობა კი ბოლო 20 წელია იზრდება.

სელექციონერების დახმარებით უკვე მისი ბევრი ჯიშია გამოყვანილი - ერთ და მრავალწლიანი, ბალახოვანი და ბუჩქოვანი, სიმაღლით 50 - 150სმ, სახეობების უმეტესობას ფოთოლი ნიჩბისებრი აქვს, ტოტზე მორიგეობით განლაგებული, ყვავილი დიდია - 10სმ მდე, ყვითელი თეთრი, ჟოლოსფერი, მეწამული ან ვარდსფერი, იზრდება თითო ან რამდენიმე ერთად და ქმნის თავთავისებრ ან მტევნისებრ ყვავილედს. ყვავილობა იწყება ზაფხულის დასაწყისში და შუა შემოდგომამდე გრძელდება. იგი გამოდგება მოუცლელი ან ზარმაცი ადამიანებისთვის, რადგან მოსავლელადაც ადვილია და ძალიან უპრეტენზიოა. მცენარე გვალვაგამძლეა, არ ეშინია ძლიერი ქარის და კარგად ძლებს მოჭრილ მდგომარეობაშიც.

დათესვა - ღია გრუნტში თბილ რეგიონში აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში ხდება. დათესვამდე მიწას ბარავენ და შეაქვთ კომპოსტი ან ნეშომპალა და ნიტროფოსკა. მერე მიწას ასწორებენ, კვლებს აკეთებენ და თბილი წყლით რწყავენ, მერე თესავენ ზემოდანაც მიწას აყრიან და აფარებენ გამჭვირვალე პაკეტს. ნათესი ერთ კვირაში ამოდის. როდესაც 5 სმ გახდება, პაკეტს ხსნიან. ნათესს ხშირავენ და მიწას აფხვიერებენ. თუ დათესვამდე სასუქი არ შეუტანიათ, კომპლექსური მინერალური სასუქი ამის მერე შეაქვთ.

ჩითილები - ადრეული ყვავილობისთვის მცენარეს თესავენ სახლში და ჩითილები გამოჰყავთ. ასე ხდება მარტის დასაწყისში, ღია გრუნტში კი მაისში გადააქვთ. ყუთში ძირში ყრიან დრენაჟის ფენას, ზემოდან მიწას, მერე რწყავენ და მშრალ თესლს აწყობენ 1 სმ სიღრმეზე, მერე მინას აფარებენ და დებენ ნათელ ადგილზე. პერიოდულად ანიავებენ და ნამავენ მიწას საჭიროებისას. 2 კვირაში ნათესი ამოდის და დამატებითი განათებაც სჭირდება, რომ ღერები არ გაიწელოს. გადარგვამდე მას სჭირდება მორწყვა და პერიოდულად ყუთის შეტრიალება ღერძის გარშემო, რომ ტოტები თანაბრად გაიზარდოს.

პიკირება - პიკირება მცენარეს არ სჭირდება, მომაგრებულ ჩითილებს პირდაპირ რგავენ ღია გრუნტში.

დარგვა - მცენარეს ღია გრუნტში რგავენ აპრილის ბოლოს, როდესაც ყინვების საშიშროება აღარაა, მოსწონს მზიანი ადგილი მსუბუქი, ფხვიერი დრენირებადი ნიადაგით. თუ სახეობა მაღალია, სჭირდება საყრდენი. 

მას ისე რგავენ, რომ დაშორება მცენარეებს შორის 20-25სმ იყოს. ასე იგი სრულყოფილად გავითარდება.

მოვლა - ლავათერას რწყავენ საჭიროებისას. იგი გვალვაგამძლეა, მაგრამ სიცხეში კვირაში ერთხელ უსხამენ 2-3 სათლ წყალს ერთ დიდ ბუჩქზე. თუ ზაფხული არც ისე ცხელია, უფრო იშვიათადაც. ნიადაგის გაფხვიერება საჭიროა მაღალი სახეობების ქვეშ, სანამ მეტრს არ მიაღწევს, რადგან მერე შეიძლება ზედაპირულად განლაგებული ფესვები დაზიანდეს. საჭიროა მომჭკნარი ყვავილების დროული მოშორება. წვიმის მერე ყვავილი უცებ ფუჭდება. სასუქი პირველად სჭირდება, როდესაც მცენარე მომაგრდება - 1 -1ს კ ნიტროფოსკა და შარდოვანა იხსნება 10ლ წყალში და უსხამენ მცენარეს, თუ სასუქი დარგვისას არ შეუტანიათ.

მომდევნო კვება კოკრების გაშლისასაა საჭირო. შემადგენლობა - 1 ს კ ნატრიუმის სულფატი და კალიუმის სულფატი 10 ლ წყალზე - ერთ დიდ ბუჩქზე.

დაავადებები - როგორც ხედავთ, დარგვა და მოვლა არც ისე რთულია და არც დაავადებებთან მოგიწევთ ბრძოლა, რადგან მცენარე იშვიათად ავადდება, იშვიათად აწუხებს ბუგრიც, მისგან თავის დაღწევა შესაძლებელია მცენარის დამუშავებით სისტემური პრეპარატებით - აქტარა, ბიოტლინი, ან აქტელიკი და აკარინი. 

იშვიათად ემართება ჟანგა - მუქი მურა ფერის ლაქები ფოთლებზე ქვედა მხრიდან. ამ დაზიანებულ ფოთლებს მცენარეს აცლიან და ამუშავებენ ბორდოს ხსნარით ან ტოპაზით. ძლიერ დაზიანებულ მცენარეებს ბაღიდან აშორებენ და წვავენ. 

ყვავილობის მერე - დამჭკნარი ყვავილების ადგილს მწვანე კოლოფები იკავებს თესლით, ისინი უნდა დამწიფდეს, კოლოფი უნდა გახმეს, გაყავისფერდეს და თესლი ადვილად გადმოიყაროს. მერე კი აგროვებენ. ეს შემოდგომაზე ხდება. მოგროვილ თესლს აშრობენ კარგად ვენტილირებად ოთახში გაზეთზე გაშლილად, მერე კი ქაღალდის პაკეტში ინახავენ.

ერთწლიანი ქატმი ზამთარში - არ ცოცხლობს, მის ადგილს ბარავენ, მცენარე თვითჩათესვითაც მრავლდება და მომდევნო წელს ისევ ამოდის.

მრავალწლიანი - მიწაში იზამთრებს. ტოტებს მიწისკენ ხრიან. ამაგრებენ და მშრალი ტოტებით და ფოთლებით ფარავენ.

სახეობები - კულტურაში სამი ტიპის ქატმი იზრდება - ერთწლიანი, მრავალწლიანი, და 2წლიანი.

-ერთწლიანია სამთვიანი ქატმი - იზრდება 120სმ, ქვედა ფოთლები გულის ფორმისაა, ზედა დანაკვთული. ყვავილი ძაბრისებრი, 10სმ დიამეტრის. იზრდება ფოთლის

უბიდან. წვეროსკენ ყვავილის რაოდენობა მატულობს. ყვავილობს ივლისიდან. მისი რამდენიმე ჯიშია - სილვერ ქეფ, მონ ბლან, ლალისფერი დედოფალი.ვაით შერაბ.

-მრავალწლიანია - თურინგენული ანუ ძაღლის ვარდი - ძლიერ დატოტვილი, 2 მ მდე სიმაღლის ბუჩქი. ქვედა ფოთოლი ნიჩბისებრია, ზემოთ - მთლიანი. ერთეული ვარდისფერი ყვავილები 10სმ დიამეტრის, იზრდება მაღალ საყვავილე ღერზე. მისი ჯიშებია - ლაილაქ ლედი, აი ქეთჩერ, ბურგუნდი ვაინ, ბრეგონ სფრინგს.

-2 წლიანია - ხისებრი ქატმი, სწორმდგომი 2 მ სიმაღლის ღერით. ფოთლები ოვალური, 20სმ სიგრძის, მეწამულ-წითელი ყვავილები მუქი ძარღვებით ჰგავს ჰიბისკუსს. ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე. არის ჭრელფოთოლა ფორმებიც. ჯიშებია- როზეა, ქენდი ფლოს. 

-ზღვისპირა - ხარობს თბილ რეგიონებში, ზოგჯერ ორფერასაც ეძახიან, იასამნისფერის 2 ტონალობის გამო ერთ ყვავილში. სიმაღლით 1,5მ ს აღწევს.

-კრიტის - ბალახოვანი მცენარეა 1,8მ სიმაღლის.სწორმდგომი დატოტვილი ღერით, 20სმ იანი ფოთლებით. მეამული და ლილისფერი 3 სმ იანი ყვავილებით, შეერთებული 2-8 ერთად ფოთლის უბეებში.
-მავრიტანული - ესეც თბილ ადგილებში იზრდება, 80სმ ია სიმაღლით, სწორმდგომი დატოტვილი ღერებით, მრგვალი ფოთლებით, მეწამული 3 სმ იანი ყვავილებით.

ეს მცენარე საინტერესოა არა მარტო ყვავილების გამო. იგი სამკურნალო თვვისებებით ხასიაათდება. მზადდება პრეპარატები, ამ მცენარისგან და ინიშნება ხველების, გაციების, თავის ტკივილის, სახსრების ტკივილის, გასტრიტის, გინეკოლოგიური დაავადებების დროს, ფოთოლი კი აშუშებს ჭრილობას, კანზე სხვადასხვა ჩირქოვან წარმონაქმნებს კურნავს.

08 June 0 311
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно