რეო დამწყებ მოყვარულებს უპრეტენზიო მცენარე

ეს მცენარე დამწყებ მოყვარულებს გამოადგებათ.იგი სრულიად უპრეტენზიოა და ბევრ შეცდომას იტანს მოვლაში. ისეთივე ნაკლებმოთხოვნია, როგორც თავნასკვა, კაქტუსი ან ვეფხისტყავა.მაგრამ გარეგნულად საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური მცენარეა. იგი ახლო ნათესავია ჭორტანასი და ზებრინასი, მაგრამ ცალკე გვარს წარმოადგენს.

ყვავილობს მთელი წელი იისფერი ყვავილით, ფოთლის ქვედა მხარეც იისფერი აქვს, ზედა კი მწვანეა, 20სმ მდე სიგრძის და სქელი. მასში იგროვებს წყალს და ამიტომ ადვილად იტანს წყლის ნაკლებობას,მოსვენების პერიოდი არ აქვს და მთელი წელი იზრდება.მოსწონს მკვეთრი განათება, უხდება ნებისმიერ ინტერიერს, მოვლა კი მინიმალური სჭირდება, მხოლოდ მორწყვა და ზოგჯერ კვება, კიდევ უფრო იშვიათად - დაყოფა და გადარგვა.

მისი სამშობლოა ჩრ ამერიკის ტროპიკული ტყეები,სახეობებიდან აღსანიშნავია ზოლიანი,ვარდისფერი, ჭრელი

განათება - სასურველი ადგილი მისთვის სამხრეთ მხარეა, მაგრამ ძალიან ცხელ დღეებში ჩამოფარება სჭირდება, რომ ფოთოლი არ დაზიანდეს,

მორწყვა - მიწა მუდამ ნამიანი უნდა იყოს, თუმცა ზამთარში ცოტა შეზღუდული მორწყვა უნდა, ოღონდ გამოშრობის გარეშე, რწყავენ ნადგამი წყლით, უკეთესია წვიმის წყალი. ზამთარში თბილი წყალი დასჭირდება, იგი ვერ იტანს წყლის მოხვედრას ტოტზე, სადაც ფოთოლი ემაგრება, ამიტომ ეს უნდა გაითვალისწინოთ მორწყვისას. მას უხვად ნამავენ ზაფხულში უწყობენ თბილ შხაპს. ასე იგი ინარჩუნებს ტონუსს და სისუფთავეს.მცენარე ვერ იტანს ორპირს და ამიტომ არ ტოვებენ ღია ფანჯარასთან.

კვება - მაის-აგვისტოს შუალედში სჭირდება კომპლექსური სასუქი. იშვიათად შეიძლება ორგანიკა - კვერცხის ნაჭუჭის და ხახვის ნაფცქვენების ნაყენი.

გამრავლება - ყველაზე მიღებული მეთოდი ბუჩქის დაყოფაა, სწორი მოვლით იგი მალე იზრდება და კარგად იბუჩქება, ამიტომ წლის ნებისმიერ დროს შესაძლებელია ახალი მცენარის მიღება. მთელი წლის განმავლობაში ყვავილობს ღია ფერის არც ისე დიდი ყვავილებით, თუმცა მის დეკორატიულობას დიდად არაფერს ჰმატებს. ყვავილი ორსქესიანია და იმტვერება მწერების მონაწილეობის გარეშე.

გადარგვა - რეოს ახალი შვილეული ნაზარდი საკმაოდ ბევრი ამოაქვს, ამიტომ ყოველწლიური გადარგვა უნდა. ქოთანი განიერი და არაღრმა სჭირდება, სუბსტრატი ასეთი შემადგენლობისაა - თიხნარ-კორდის, ფოთლოვანი და ტორფნარევი მიწა

ერთნაირი თანაფარდობით და ქვიშა და ნეშომპალაც ცოტა ასევე თანაბარი რაოდენობით.

ქოთანში აუცილებელია დრენაჟის ფენა, მას კი მოსწონს წყალი, მაგრამ ფესვებში დაგროვილი - არა,

დაავადებები - ჭარბი მორწყვისას ემართება ნაცრისფერი ლპობა, ან ნაცარი, საჭიროა მცენარის ამოღება მიწიდან და დაზიანებული ადგილების მოჭრა.მერე კი იგი ახალ მიწაში უნდა გადაირგას.

-ზოგჯერ ფოთლის წვეროები ყავისფერდება და ხმება. მიზეზი მშრალი ჰაერია, უმეტესად ასე ხდება ზამთარში გათბობის ჩართვის მერე, მას ხშირი დანამვა სჭირდება ან გვერდით უნდა წყლიანი ჭურჭელის დადგმა.

-ზოგჯერ ფოთლის კიდე მუქდება, ფოთოლი იხვევა, მერე კი ხმება, ასე მოსდის ცივი წყლით მორწყვის მერე, ან არასაკმარისი მორწყვისას,.

-თუ მცენარეს ტოტები ეწელება და ფოთლები ცოტა აქვს, ეს განათების ნაკლებობის ბრალია. შესაძლოა, აკლდეს საკვებიც.

-ჭარბი განათების დროს ფოთოლი ფერმკრთალდება და ზოლები აღარ ეტყობა, იგი უნდა გადაიდგას ოთახის სიღრმეში.

-ჭარბი მორწყვა ტოტებს არბილებს და აყავისფერებს, ასე ხდება უმეტესად ზამთარში, ასეთ დროს მას აჭრიან საღ ნაწილს და თავიდან აფესვიანებენ წყალში ან მიწაში. მართლაც ძალიან ადვილი მოსავლელია რეო, და საკმაოდ უცხო შესახედი, ასე, რომ თავისუფლად შეგიძლიათ გაზარდოთ ეს მცენარე სახლში.

თარგმანი თ სუპატაშვილის

07 June 0 662
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно