გაილარდია თესლიდან

მცენარე ასტრისებრთა ოჯახს ეკუთვნის, გვარი მოიცავს 25 მდე სახეობას. უმეტესობა იზრდება სამხრეთ და ჩრ ამერიკაში. იგი გვალვაგამძლე ბალახოვანი მცენარეა -არის ერთ და მრავალწლიანი ფორმები. სახელი ეწოდა ფრანგი ბოტანიკის მფარველის და მეცენატის, მე 18 ს ში მცხოვრები გაიარ დე შარანტონოს სახელის მიხედვით. 

იზრდება 90 სმ სიმაღლის სწორმდგომი უხვად დატოტვილი ღერებით,მარტივი,ოვალური ან ლანცეტისებრი ფოთლებით და ერთული კალათა ყვავილედებით გრძელ საყვავილე ღერზე, ყვავილის გვირგვინის ფურცლების განაპირა ნაწილის კიდე სამმაგდანაკვთულია მეწამული წითელი ფერის, შიგა კი მილისებრია და მუქი წითელი ფერისაა. კალათა მარტივი, ნახევრადხუჭუჭა ან ხუჭუჭაა.

მცენარე უხვად ყვავილობს. სუნი ყვავილებს არ აქვს. ნაყოფი ფრთიანი თესლურაა , როგორც ერთწლიანი, იზრდება ლამაზი გაილარდია, როგორც მრავალწლიანი - ჰიბრიდული .არის ასევე მაღალი, ან კომპაქტური მცენარეები 35-45სმ სიმაღლის. ეს უკანასკნელი ძალიან პოპულარულია -მას იყენებენ ბორდიურებისთვის, კლუმბებსა და ყვავილნარებში

დათესვა - ერთწლიან მცენარეს თესავენ თებერვალ -მარტში. მას მსხვილი თესლი აქვს, დებენ ნამიან სუბსტრატზე, ზემოდან თხლად აყრიან ვერმიკულიტს, დებენ ნათელ ადგილზე 20-23 გრ ზე, იცავენ მზის პირდაპირი სხივებისგან. პერიოდულად ნამავენ მიწას. დაახლოებით ერთ კვირაში ამოდის,
ჩითილები - ამოსვლისთანავე კონტეინერი გადააქვთ შედარებით გრილ ადგილზე - 18-20გრ ზე, კარგია გრილ სათბურში დადება, რადგან მას ჰაერის მაღალი ტენიანობა სჭირდება გასაზრდელად. პირველი ნამდვილი ფოთლების მერე ხდება პიკირება. მიწას ნამავენ მისი ზედა ფენის გაშრობის მერე.

სინათლის დღე 14-16 სთ უნდა იყოს, ამიტომ დგამენ დამატებითი განათების ქვეშ, წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე შეიძლება დაავადდეს ნაცრისფერი ლპობით მომატებული ტენიანობის გამო.

გრუნტში - ერთწლიან მცენარეს ღია გრუნტში რგავენ აგვისტოში მზიან ადგგილზე ნოყიერი, მსუბუქი დრენირებული ნიადაგით.იგი ვერ იტანს ჩაგუბებულ წყალს მიწაში, ვერც მჟავე ნიადაგს და ვერც ნაკელს სასუქად. დარგვამდე მიწაში შეაქვთ გადაბარვისას ერთი სათლი კომპოსტი ან ნეშომპალა კვ მ ზე, ასევე ჭიქა ხის ნაცარი და ცოტა მინერალური სასუქი.

დარგვა - ირგვება მზის გულზე, 20-25 სმ დაშორებით, მერე კარგად რწყავენ. ზამთრამდე კარგად დაფესვიანდება, იყვავილებს მომდევნო წელს და ერთ ადგილზე გადარგვის გარეშე დარჩება 4-5 წელი. 

მისი დათესვა პირდაპირ ღია გრუნტშიც შეიძლება - ივნის-სექტემბერში. პირველ წელს მხოლოდ ფოთლის როზეტი ექნება, 10-15 ერთად, იყვავილებს მომდევნო გაზაფხულზე.

მრავალწლიანი - მისი დარგვა და მოვლაც არაა რთული. მთავარი კარგი განათებაა. რწყავენ მხოლოდ ძალიან სიცხეში, ისიც ზომიერად, მაგრამ გათოხვნა და მიწის გაფხვიერება კი სჭირდება. ყვავილობა 2 თვე გრძელდება, მაგრამ კიდევ უფრო გახანგრძლივებაც შიძლება, თუ მომჭკნარ ყვავილებს დროზე შეაცლით. მაღალი სახეობები კი საყრდენს საჭიროებს.

სეზონზე 3 ჯერ სჭირდება სრული კომპლექსური სასუქი კოკრობის, ყვავილობისას და შემოდგომაზე. კატეგორიულად იკრძალება ნაკელი!

გადარგვა - 5 წლის მერე მცენარე უნდა გადაირგას, ამ პროცესს ამთხვევენ ბუჩქის გაყოფასაც გამრავლების მიზნით. 

გამრავლება - მისი გამრავლება თესლის გარდა ბუჩქის დაყოფითაც შეიძლება. ბუჩქს იღებენ და ისე ჰყოფენ, რომ დანაყოფზე საკმარისი ფესვები და ტოტები იყოს. მათ ახალ ადგილზე რგავენ. ეს გაზაფხულზე ხდება.

კიდევ მისი გამრავლება შეიძლება ფესვის კალმებითაც. ბუჩქს პერიმეტრზე თხრიან, პოულობენ ყველაზე დიდ ფესვებს, აჭრიან, მერე ანაწილებენ 5-7 სმ სიგრძის ნაწილებად და სათბურში აფესვიანებენ.

დაავადებები - მწერებიდან მისი მტერი ფრთათეთრა და ბუგრია. მცენარეს ამ შემთხვევაში ამუშავებენ დეცისით ან აქტელიკით. არასწორი მოვლისას იგი ავადდება ნაცროსფერი ლპობით, თეთრი ჟანგათი, ლაქოვნებით, ნაცრით - ეს სოკოვანი დაავადებებია. მათ ებრძვიან ფუნგიციდებით - ტოპაზი, ბორდოს ხსნარი, კოლოიდური გოგირდი, ხომი, სკორი.

ყვავილობის შემდეგ - თუ თესლის აღება გსურთ, დასტოვეთ ბუჩქზე რამდენიმე მომჭკნარი ყვავილი შემოდგომამდე და შემოახვეთ ბინტი, რომ თესლი არ დაცვივდეს. თუმცა ასე დედის თვისებები ხშირად არ გადაეცემა ახალ ამოსულ მცენარეს. ზოგადად, მის თესლს არც იღებენ, იგი დამწიფდება და ჩამოცვივდება, მიწიდან კი გაზაფხულზე ახალი მცენარე იზრდება თავად. მერე გამოხშირვა სჭირდება მხოლოდ.

მრავალწლიანი გაილარდია ზამთარში - ახალგაზრდა მცენარეს მის პირველ ზამთარში აჭრიან ფოთლებს მიწის პირზე, ზემოდან აყრიან მშრალ ფოთლებს. მომდევნო წლებში იგი კარგად გამოიზამთრებს უკვე საფარის გარეშეც.

სახეობები - ლამაზი გაილარდია - ერთწლიანი, კარგად გაშლილი ბუჩქი, აქვს 6 -7 სმ იანი კალათა ყვავილედი მაღალ საყვავილე ღერზე, ფერები - ყვითელი, მეწამულ ვარდისფერი ან მეწამულ-წითელი. გულში კი წითელ-ყავისფერი მილისებრი ყვავილებია. ჯიშებიდან აღსანიშნავია - პიქტა, ლორენცა.რედ პლიუმ, იელოუ პლიუმ.

კიდევ ერთი სახეობაა Gaillardia aristata - ჩრ ამერიკიდან, მრავალწლიანი სწორმდგომი ღერებით 30-75 სმ სიმაღლის, მოგრძო, ოვალური ან ლანცეტისებრი ფოთლებით, ერთეული კალათა ყვავილედებით 12 სმ დიამეტრით, ჭრელი გვირგვინის ფურცლებით. - წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი. გულში კი ყვითელ-მეწამული ფერის ყვავილებია. ყვავილობა იწყება ივნისში. კულტურაშია 1812 წ დან.მისი პოპულარული ჯიშებია - მანდარინი, ვირალ ფლეიმი, დაზერ, ჰიბრიდული - 80სმ მდე სიმაღლის მცენარე. ყვავილობს ინვის -აგვისტოში მარტივი, ნახევრადხუჭუჭა ან ხუჭუჭა კალათა ყვავილედებით, რომლის ფერი წითელ-ყვითელ-ყავისფერია. ცნობილი ჯიშებია - პრიმავერა, არიზონა სან,ზონე.

07 June 0 389
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно