ნიშადურის სპირტი მცენარეებისათვის

იცოდით,რომ ნიშადურის სპირტი შესანიშნავად უმკლავდება მავნებელ მწერებს და ეხმარება ოთახის მცენარეებს?

· ნიშადური მწერების წინააღმდეგ.

ზოგჯერ ჭიანჭველები ისეთი დიდი რაოდენობით გვიტევენ,მათი გამკლავება შეუძლებებლი ხდება.ამ შემთხვევაში ნიშადურის სპირტი დაგეხმარებათ.

1 ლიტრ წყალში 100 მლ ნიშადური დაამატეთ და ამ ხსნარით გაწმინდეთ ის ადგილები სადაც ჭიანჭველები შეინიშნება.ნიშადური აფრთხობს კოღოსაც,თუ პიკნიკის დროს არ გსურთ კოღოებმა დაგკბინონ,რამოდენიმე წვეთი ნიშადურის სპირტი მოასხურეთ გარშემო.ნიშადურის არომატი ადამიანებისთვის ორიოდე წუთში შეუმჩნეველი ხდება,მწერებს კი დააფრთხობს.

· ნიშადური მცენარეებისათვის.

ყვავილოვანი და ბოსტნის კულტურებისათვის კარგია ნიშადურის სპირტის გამოყენება.ის ძალიან მოსწონთ შროშანებს,კლემატისებს,გერანს,კიტრს.

ხსნარის მოსამზადებლად 4 ლიტრ წყალში გახსენით 50 მლ ნიშადური და გამოიყენეთ მოსარწყავად.თქვენი მცენარეები ჯანსაღ იერს მიიღებენ.

გარდა იმისა რომ ის სასუქია ოთახის მცენარეებისათვის,ასევე მორწყვის შემდეგ მოსპობს ქინქლას.

· ნიშადურის სპირტი ბუგრის წინააღმდეგ.

1 სათლ წყალში დაუმატეთ 2 ს/კ ნიშადურის სპირტი და ცოტაოდენი სარეცხის ფხვნილი.ამ ხსნარით შეწამლეთ მცენარეები რომელსაც ბუგრები ესევიან.

ფოთლებზე მოხვედრილი ხსნარი მცენარისათვის აზოტიან სასუქს წარმოადგენს.

· ნიშადურის სპირტი მახრების წინააღმდეგ.

10 მგ ნიშადურის სპირტი გახსენით 10 ლიტრ წყალში.ხსნარი გამოიყენეთ ჩითილის დარგვისას,თითოეულ ორმოში ჩაასხით 0,5 ლიტრი.ასე დამუშავებულ ჩითილს მახრები აღარ მიეკარებიან.

06 June 0 2 703
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно