გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

როგორ ირწყვება კაქტუსები და სუკულენტები

თქვენ უკვე იცით,რომ ოთახის მცენარეების უმრავლესობა ვეგეტატიური ზრდის პერიოდში უხვად უნდა მოირწყას.მაგრამ არსებობს ისეთი მცენარეები,რომლებიც ზრდის პერიოდშიც კი იშვიათ მორწყვას მოითხოვს.ასეთ მცენარეებს მიეკუთვნებიან მკვრივი,ხორციანი ფოთლების და ღეროს მქონე მცენარეები,ასევე კაქტუსები და სუკულენტები.ზოგიეთი ამ მცენარეებიდან მშვიდად გააგრძელებს სიცოცხლეს,თუ მათ თუნდაც 2 კვირის განმავლობაში არ მორწყავთ.კაქტუსები და სუკულენტები კი 3-4 კვირასაც გადაიტანენ უწყლოდ,განსაკუთრებით მოსვენების პერიოდში,ასევე დამყნობის შემდეგაც კი.

ასეთ უპრეტენზიო მცენარეებს მიეკუთვნება კაქტუსების და სუკულენტების ტიპიური წარმომადგენლები: ალოე,აგავა,აპოროკაქტუსი,ასტროფიტუმი,ასპიდისტრა,ბოკარნეა,ცერეუსი,ხამეცერეუსი,ცეროპეგია,კლეისტოკაქტუსი,კრასულა,საგოვანა,ექინოკაქტუსი,ეხევერია,ექინოცერეუსი,რძიანა,ჰოია,ფეროკაქტუსი,გიმნოკალციუმი,იატროფა,ლიტოფსები,მამილარია,ნოტოკაქტუსი,პახიპოდიუმი,ოპუნცია,პახიფიტუმი,პუანსეტია,პაროდია,რებუცია,სანსევიერია,კლდისდუმა,იუკა და მრავალი სხვა.

ველურ ბუნებაში ამ მცენარეების განვითარება ფერხდება გვალვის პერიოდში.წვიმების სეზონზე კი მათი ზრდა ჩქარდება.სქელ და ხორციან ფოთლებსა და ღეროებში ისინი იმარაგებენ წყალს მომდევნო ხანგრძლივი გვალვებისათვის.სწორედ წვიმების სეზონზე კაქტუსები და სუკულენტები საგრძნობლად მატულობენ ზომაში.

ოთახის პირობებში კაქტუსების და სუკულენტების მორწყვის პერიოდულობა რათქმაუნდა დამოკიდებულია პირობებზე.მაგალითად,თუ კაქტუსები გრილად იზამთრებენ +5+12 გრადუსზე,ისინი ადვილად გაძლებენ მთელი ზამთარი მორწყვის გარეშე.თუნდაც რამოდენიმე ზედმეტმა წვეთმა წყალმა შესაძლოა მათი ლპობა გამოიწვიოს.

თუ ოთახში სითბოა +20+24 გრადუსის ფარგლებში და თქვენ არ აპირებთ მათ გრილად გამოზამთრებას,ამ შემთხვევაში 3-7 დღეში ერთხელ რამოდენიმე წვეთი წყლის დასხმის შემთხვევაში შეამჩნევთ,რომ თქვენი კაქტუსი სწრაფად იზრდება.გაზაფხულზე,კაქტუსის გადარგვის შემთხვევაში,მორწყვა საგრძნობლად უნდა შეამციროთ და მხოლოდ მაშინ განაახლოთ რეგულარული მორწყვა,როდესაც კაქტუსი კარგად შეეგუება ახალ ქოთანს.

ვეგეტატიური ზრდის პერიოდში - გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით -სუკულენტები 7-10 დღეში ერთხელ უნდა მოირწყას ტემპერატურიდან გამომდინარე: რაც უფრო ცხელა,მით უფრო ხშირად.ზამთარში მორწყეთ 2-4 კვირაში ერთხელ.თუ ისინი დაბალ ტემპერატურაზე არიან მოთავსებული,მაშინ საერთოდ არ უნდა მორწყათ,როგორც კაქტუსების შემთხვევაში,ასე მათ დაალპობთ.

იცით თუ არა,რომ ყველაზე გვალვაგამძლე სუკულენტად ითვლება ლითოპსი,რომელსაც შეუძლია წყლის გარეშე თითქმის ერთი წელი გაძლოს,ქოთანშიც კი.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

06 June 0 7 861

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно