ბროლის ბალახი Mesembryanthemum crystalinum

მეზემბრიანტემუმმა ეს სახელი მიიღო იმის გამო,რომ მისი ფოთლები დაფარულია წვრილი ხაოებით,რომლებიც მზეზე ბზინავს როგორც ბრილიანტები.მაგარამ ეს მისი მთავარი ღირსება არაა,მას გასაოცრად ლამაზი ყვავილები აქვს,დიამეტრით 4-5 სმ,ყვავილები სხვადასხვა შეფერილობისაა და გვირილას მოგვაგონებს,ყვავილის ფურცლები ბზინავს.

ბროლის ბალახს ერთწლიან მცენარედ ზრდიან.მის სამშობლოში კი - სამხრეთ აფრიკაში,ის იზრდება როგორც მრავალწლიანი.მის ბროლის ფოთლებს მომჟავო გემო აქვს და საკვებად იყენებენ.მცენარის ღეროები ძლიერად იტოტება, გაფენილია მიწაზე და 25-30 სანტიმეტრზე იშლება მთავარი ღეროდან,მათზე გამუდმებით იზრდება და იშლება ყვავილები.

მართალია,მისი ყვავილები არც ისე დიდი ხნით იშლება,მაგრამ ახალი და ახალი კოკრების გაშლის ხარჯზე ყვავილობა გრძელდება ივნისიდან შემოდგომამდე.ერთადერთი ნაკლი ის არის,რომ ყვავილები საღამოს იხურება და არ იშლება მოღრუბლულ ამინდში.მეზემბრიანტემუმს ფოთლები საკმაოდ ხორციანი აქვს,ის არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას.ირგვება მსუბუქ ნიადაგში,მზიან ადგილებზე.

მცენარე ვერ იტანს ჭარბ ტენს,მშრალ პერიოდში საჭიროა ზომიერი მორწყვა.კვება მიეწოდება კვირტების წარმოქმნის დროს.ბროლის ბალახის გაზრდა უმჯობესია ჩითილის საშუალებით.შესაძლებელია პირდაპირ გრუნტში დათესვაც,მაგრამ ამ შემთხვევაში დიდხანს მოგიწევთ მოცდა,ვიდრე მცენარე აყვავდება.ითესება მარტის ბოლოს,ან აპრილის დასაწყისში,თესლი საკმაოდ წვრილი აქვს.შესაძლეელია პირდაპირ მოეყაროს ნიადაგზე და არ ჩაიფლას.ქოთანს გადააფარეთ ცელოფანი ან მინა.ღივები 10-14 დღის შემდეგ უნდა გამოჩნდეს.თავდაპირველად ჩითილი ძალიან წვრილია და ჩხირებივით მოჩანს,ოდნავ წამოზრდილი ჩითილი უნდა გადარგათ.ჩითილს ძალიან მოკლე და წვრილი ფესვი აქვს.ასევე პატარა ფესვები აქვს მოზრდილ მცენარესაც,გარეგნულად თითქოს გამხმარს გავს.გასაოცარია როგორ შეუძლია ასეთ პატარა ფესვებს,კვებოს შედარებით მოზრდილი მცენარე.

05 June 0 398
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно