ალირინი ბ - ფუნგიციდი და ანტისტრესული საშუალება მცენარეებისათვის

ალირინის გამოყენება

· აძლიერებს და აჩქარებს სხვა ბიოპრეპარატების მოქმედებას.

· ამცირებს ან საერთოდ ხსნის მცენარის სტრესს პესტიციდების გამოყენების შემდეგ.

· აღადგენს ქიმიკატებით ან დოზის გადამეტებით დამწვარ ნიადაგს.

· 25-40% -თ ამცირებს ნიტრატების დონეს სასოფლო სამეურნეო პროდუქტებში.

· ზრდის ცილების და ასკორბინის მჟავის შემცველობას 20-30%.

ალირინის ძირითადი შემადგენელი ნაწილია სასარგებლო ბაქტერიები - Bacillus subtilis. ალირინი გამოიცემა სამი ფორმით:

- თხევადი,მისი შენახვა შესაძლებელია გამოშვებიდან 4 თვის განმავლობაში,რადგან შეიცავს ცოცხალ ბაქტერიებს.

- ფხვნილის სახით(შენახვის ვადა 36 თვე)

- ტაბლეტები(შენახვის ვადა 36 თვე)

ალირინით შესაძლებელია:

1.ნიადაგის პროფილაქტიკური მორწყვა დათესვის წინ.

2.სამკურნალო პროფილაქტიკური დამუშავება დაავადების პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე,პარტნიორ პრეპარატებთან სერთად.

3.არასაკვები მცენარეების ძლიერი დოზებით შეწამვლა,რაც განსაკუთრებით ეფექტურია შეზღუდულ სივრცეში მზარდი მცენარეების შემთხვევაში ოპტიმალური ტემპერატურის და ტენიანობის დროს(ქოთნის და ოთახის ყვავილები).

4.საავზე ნარევებში პესტიციდური სტრესის და ნიტრატების დაგროვების პროფილაქტიკისათვის.ბაქტერიები გვევლინებიან როგორც ლიკვიდატორები, შთანთქავენ ჭარბ აზოტს და გამოყოფენ ანტისტრესულ ნივთიერებებს.

ალირინი ეფექტურია პერტნიორ პრეპარატებთან ერთად,ესენია: გამაირი,გლიკოლადინი,ტრიხოცინი.

ალირინი 4-ე კლასის საშიშროების მქონე პრეპარატია ხერხემლიანებისა და წყლის ორგანიზმებისათვის,3-ე კლასის ფუტკრებისათვის.ალერგენული,კანცეროგენული და პოსტეფექტური თვისებები არ აღინიშნება.ინახება +10-დან +30 გრადუსამდე.მისი გამოყენებისას საჭიროა ელემენტარული უსაფრთხოების ნორმების დაცვა: სამუშაო ტანსაცმელი და ფეხსახმელი,ხელთათმანები,თავსაბურავი,დამცავი სათვალე,რესპირატორი.კანზე მოხვედრისას ჩამოიბანეთ წყლით,სასუნთქ გზებში მოხვედრისას გადით სუფთა ჰაერზე,მიმართეთ ექიმს,კუჭნაწლავში მოხვედრისას საჭიროა კუჭის ამორეცხვა შინაური საშუალებებით.მომზადებული ხსნარის შენახვა არ ხდება.

გამოყენება ღია გრუნტის ყვავილოვან კულტურებში და ქოთნის მცენარეებში: ფესვის სიდამპლის,სოკოვანი დაავადებების და ბაქტერიული ჭკნობის დროს: 2 ტაბლეტი/10 ლწაყალში.

პესტიციდური სტრესის პროფილაქტიკის დროს: 1-2 ტაბლეტი/1 ლ წყალში.

ალირინ - ბ კარგი პრეპარატია,იტანს გამოუცდელი მოყვარულების უხეშ შეცდომებსაც კი,მაგრამ აქვს ერთი პატარა ნაკლი - ის ეფექტურია მხოლოდ პარტნიორ პრეპარატებთან ერთად - ესენია გამაირი და გლიკოლადინი. ჩვენ კი გირჩევთ,რომ ყველა შემთხვევას მიუდგეთ ინდივიდუალურად.

05 June 0 659
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно