გამაირი პროფილაქტიკური და სამკურნალო ფუნგიციდი
გამაირს ახასიათებს პროფილაქტიკური და სამკურნალო ფუნგიციდური მოქმედება,ასევე ახდენს მცენარის იმუნიტეტის მობილიზებას.ეფექტურია სოკოვანი და ბაქტერიციდული ინფექციების დროს ბოსტნეულ და ყვაივლოვან კულტურებში.პრეპარატი უსაფრთხოა,მარტივი გამოსაყენებელი,გამოდის ტაბლეტების,ფხვნილის და სუსპენზიის ფორმით.
უსაფრთხოების ზომები
გამაირი მე-4 კლასის საშიშროების მქონე ნივთიერებაა ადამიანისა და სხვა ხერხემლიანებისათვის.მწერებისათვის საშიშროების მე-3 კლასს მიეკუთვნება,ამიტომ მისი გამოყენებისათვის არ არის საჭირო მკაცრი წესების დაცვა:
1.ინახება -30 +30 გრადუს ტემპერატურაზე ჩვეულებრივ პირობებში,ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.არ შეინახოთ შხამქიმიკატებთან ერთად!
2.ხსნარით მუშაობისას გამოიყენეთ სამუშაო ტანსაცმელი,ხელთათმანები,რესპირატორი,დამცავი სათვალე,თავსაბურავი.
3.დასაშვები სამუშაო დრო - 6 საათი.
4.დამცავი ზონა ადამიანებისათვის და წყალსატევებისათვის - 15 მეტრი.
5.დამცავი ზონა საფუტკრისათვის 1,5 კმ.
6.ფუტკრების ფრენის შეზღუდვა 12 საათი.
7.ნარჩენების დასუფთავება ხდება ცოცხით და აქანდაზით.
8.შესაძლებელია გადაიყაროს სანაგვე ურნაში.
კანზე ან თვალში მოხვედრის შემთხვევაში ჩამოიბანეთ წყლით.კუჭნაწლავში მოხვედრისას მიიღეთ წყალი ნახშირის რამოდენიმე აბთან ერთად,რამოდენიმე წუთის შემდეგ კიდევ დალიეთ 2-3 ჭიქა წყალი და გამოიწვიეთ ღებინება.სასუნთქ გზებში მოხვედრისას გადით სუფთა ჰაერზე,ამოახველეთ,მიმართეთ ექიმს.
პარტნიორი პრეპარატები გამაირი უფრო ეფექტურია ტრიადის შემადგენლობაში - ალირინთან და გლიკოლადინთან ერთად.ეკონომიის მიზნით ხშირად გამაირთან ერთად მხოლოდ ალირინს იყენებენ..მათი ერთობლივი მოქმედება,სამკურნალო პროფილაქტიკურ ეფექტთან ერთად აორმაგებს ასკორბინის მჟავის რაოდენობას (ვიტამინი C) ნაყოფში 15-20%-ით და ანეიტრალებს დაგროვილ ნიტრატებს 30%-ით.
გამოყენება პრეპარატი გამაირი გამოიყენება მოსარწყავად და შესასხურებლად.სამუშაო ხსნარი უნდა გამოიყენოთ დღის განმავლობაში. ხსნარის მომზადება:
1. მრალი პრეპარატის საჭირო დოზა გახსენით 200-300 მლ თბილ წყალში და კარგად მოურიეთ.
2. სამუშაო ჭურჭელში ჩაასხით ¼ - 1/3 თბილი წყალი.
3. ჩაუმატეთ მომზადებული ხსნარი,მოურიეთ და გააჩერეთ 15-20 წუთი,იმისათვის რომ სპორებმა გაიღვიძონ და დაიწყონ ბაქტერიების გამრავლება.
4. სამუშაო ჭურჭელი შეავსეთ საჭირო რაოდენობის წყლით,ენერგიულად შეანჯღრიეთ და გამოიყენეთ ხსნარი დაუყოვნებლივ.
თუ ხდება შესხურება,ჭურჭელი ხშირად შეანჯღრიეთ.შესხურება ხდება მშრალ,თბილ ამინდში,სასურველია იყოს მოღრუბლული.თუმცა პირველი 2 საათის განმავლობაში წვიმა არ უნდა მოხვდეს მცენარეს.საუკეთესოა თუ მინიმუმ 6 საათი დაყოვნდება გაწვიმებამდე.ხსნარი უნდა შეშრეს და წარმოქმნას დამცავი ფირი დამუშავებულ ზედაპირზე,ასეთ შემთხვევაში პრეპარატი მოქმედებს მინიმუმ 30 დღის განმავლობაში.ამ მიზეზით შესხურება უმჯობესია საღამოს ჩაატაროთ.პრეპარატში შემავალი ბაქტერიები საკმაოდ მდგრადია სინათლის მიმართ,მაგრამ მზეზე შემშრალ ხსნარს აქვს ბზარები,რაც აუარესებს და ამცირებს პრეპარატის მოქმედებას.
გამაირს არ ახასიათებს ტრანსლამინარული მოქმედება - ის არ აღწევს მცენარის ქსოვილში,ამიტომ ფოთლები ორივე მხრიდან უნდა დამუშავდეს,ხილი კი ყველა მხრიდან.
ხნარის მოქმედების გასაუმჯობესებლად მასში უნდა დაემატოს თხევადი საპონი რომელიც არ შეიცავს ტუტეებს ან ბიოციდებს რის გამოც სასრგებლო ბაქტერიები ნადგურდება.ამ შემთხვევაში გამოცდილია სავავშვო შამპუნი ‘’კრია-კრია’’.
თუ თქვენი მცენარეებისათვის იყენებთ სტიმულატორებს: რიბავ-ექსტრას,ცირკონს,ან ეპინს,შეგიძლიათ დაუმატოთ სამუშაო ხსნარს თხევადი საპნის ნაცვლად,მისი წებოვნების გასაზრდელად - მათ შემდგენლობაში შედის ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები.
ფესვის სიდაპლეების,მიკოზური დაავადებების,სეპტორიოზული ლაქიანობის შემთხვევაში ოთახის და ეზოს მცენარეებისათვის გამოიყენება 2 ტაბლეტი გამაირი/5 ლ წყალში.პროცედურა მეორდება ორი კვირის ინტერვალით 2-3 ჯერ საჭიროების მიხედვით.ბოსტნეული მცენარეებისათვის 2-დან 10 ტაბლეტამდე - ჩვენების მიხედვით.
სასურველია ბიოპრეპარატებისათვის გამოიყენოთ სხვა ჭურჭელი,ან გამორეცხოთ ის საგულდაგულოდ ძმრიანი წყლით.ბიოპრებარატები და აგროქიმიური სასუქები შეუთავსებელია ერთმანეთთან.