დეკორატიული კომბოსტო

დეკორატიული კომბოსტო ამ ბოლო დროს გამოჩნდა ჩვენს ბაღებსა და აივნებზე.ამ მოკლე ხანში მან შეძლო სილამაზის მოყვარული ადამიანების გულების დაპყრობა.არშიებიანი როზეტები ზაფხულის ბოლოდან ახალისებენ ბაღს ფერადი ‘’ყვავილებით’’,ავსებენ სიცოცხლით.სურვილის შემთხვევაში შესაძლოა გაახანგრძლივოთ მისი მომხიბვლელობა,თუ ქოთანში რამოდენიმე ეგზემპლარს ჩარგავთ.

ქოთნის კულტურა: ქოთნებში დეკორატიული კომბოსტოს ჩარგვას რამოდენიმე უპირატესობა გააჩნია:

· ბაღში შესაძლებელია მისი გადაადგილება სურვილის მიხედვით

· რთული კლუმბის მოსაწყობად შესაძლოა რამდენიმე იარუსად განლაგება

· შესაძლებელია გზის ნაპირების,შენობის ფასადების გაფორმება

· შესაძლებელია ტერასების,ვერანდების სურვილის მიხედვით მორთვა

· შეგიძლიათ შეიტანოთ შენობაში ზამთრის სეზონზე

· გაზონის ცენტრში შეძლებთ ფერადი,ნათელი ლაქების შექმნას კორდის დაუზიანებლად

· ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენება(აცივების შემდეგ ქოთნები შეაქვთ სათბურში,შემინულ აივანზე ან ლოჯიაში,სადაც მცენარე აგრძელებს ვეგეტაციას რამოდენიმე თვის განმავლობაში)

კომბოსტოს ჩასარგავად იყენებენ არანაკლებ 10-15 ლიტრი მოცულობის კონტეინერებს და ქოთნებს.ძირში იყრება კერამზიტის სადრენაჟე ფენა,სადრენაჟე ნასვრეტები აუცილებელია,ქოთანს უნდა დაუდოთ სადგამი.ჩაყარეთ ნოყიერი მიწა,ჩარგეთ 3-5 ნერგი.ერთ კონტეინერში უფრო მეტი მცენარის ჩარგვა არ ღირს,გაზრდის შემდეგ ერთმანეთს ხელს შეუშლიან.უპირატესობას ანიჭებენ დაბალ და საშუალო სიმაღლის ჯიშებს,არაუმეტეს 50 სმ სიმაღლის.მაღალი ჯიშები ქოთნისათვის არ არის შესაფერისი.კომბოსტოს ძლიერი ფესვები სწრაფად ითვისებს გრუნტიდან წყალს,ამიტომ მორწყეთ დღეგამოშვებით.სასუქი მიაწოდეთ კვირაში ერთხელ,გამოიყენეთ ბოსტნეულისთვის განკუთვნილი რთული სასუქები.

კონტეინერის შეზღუდულ სივრცეში კომბოსტოს ჰიბრიდები ვერ ავლენენ თავის მაქსიმალურ ზომებს.როზეტის დიამეტრი უფრო ნაკლებია,ვიდრე იმ ეგზემპლარების რომლებიც ღია გრუნტშია ჩარგული.

შესანიშნავი კომპოზიციები გამოდის ერთ დიდ კონტეინერში ჩარგული მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარეებისა(კანა,გლადიოლუსი,შროშანები) და გარშემო დარგული დაბალი დეკორატიული კომბოსტოების ერთობლიობით.

სურვილის შემთხვევაში,ყინვების დადგომის შემდეგ,შეგიძლიათ კონტეინერი გადაიტანოთ სახლში,რომ გრძელი,ზამთრის დღეებში ზაფხული გაიხსენოთ და დატკბეთ ფერადი ‘’ყვავილებით’’.თუ მათი მოვლა მოგბეზრდებათ შეგიძლიათ გამოიყენოთ საახალწლო კერძების გასალამაზებლად,სალათებში,კერძებში.

სათაიგულე კომპოზიციები: დეკორატიული კომბოსტო ლამაზად გამოიყურება მიკრობორდიურებზე,ღობის გასწვრივ ბუჩქნარის ფონზე.მაღალი ღერო დაფარულია პატარა ზომის მწვანე ფოთოლაკებით,ცენტრში მკვეთრი ფერის ჟოლოსფერი,ვარდისფერი,თეთრი ფერის ფურცლებია,რომლებიც გარშემოვლებულია მწვანე ფურცლებით.

თაიგულის შესაქმნელად მცენარე მიწასთან ახლოს უნდა მოიჭრას.გაანთავისუფლეთ ღერო ზედმეტი ფოთლებისაგან,დატოვეთ კენწერო.ფორმით ის გადაშლილ ვარდს მიაგავს.

რამდენიმე ასეთი ვარდის მსგავსი ღეროიანი კომბოსტო გამოიყენება მონოთაიგულებში,შეარჩიეთ რამოდენიმე ფერი,გააფორმეთ სხვა კულტურების მწვანე ფოთლებით.

კომბოსტოს კარგად ეხამება:

· მოყვითალო,თეთრი,სალათისფერი ორქიდეები

· ჰაეროვანი,ფუშფუშა ქრიზანთემები

· იისფერი ან ღია მწვანე მიხაკები

· თეთრი,ვარდისფერი,ყვითელი ვარდები

· დიდი გერბერები

· ბუჩქოვანი ასტრები

· თეთრი,ხუჭუჭა გიფსოფილიები

თაიგულს ასრულებენ სალათის ფურცლებით,ასპიდისტრას ფოთლებით,მონსტერათი,გვიმრის ფოთლებით.მიიღება ორიგინალური,ძალიან ლამაზი თაიგულები ნებისმიერი დღესასწაულისთვის.

თაიგულის სიცოცხლის გახანგრძლივება: დეკორატიული კობბოსტოს თაიგული მეტ ხანს გაძლებს თუ წყალს ცოტა კალიუმპერმანგანატს დაუმატებთ,ღია ვარდისფერ შეფერილობამდე.ასევე შეიძლება რამდენიმე კრისტალი ლიმონმჟავას ან ორიოდე ტაბლეტი აქტივირებული ნახშირის დამატება.ეს პრეპარატები ხელს უშლიან ლპობის ბაქტერიების გამრავლებას.წყალი 2-3 დღეში ერთხელ გამოუცვალეთ,მცენარის ღეროების ბოლოები ყოველ ჯერზე მოჭერით.მრავალფეროვანი თაიგული 10 დღეზე მეტ ხანს გაძლებს სწორად მოვლის შემთხვევაში.

დეკორატიული კომბოსტოს თაიგული თქვენს სახლს მყუდროებას მიანიჭებს,აავსებს ფერებით და სითბოთი.მას არ გააჩნია სუნი და არ იწვევს ალერგიას.შეეცადეთ დაუმეგობრდეთ ამ მცენარეს,ის თქვენი ცხოვრების მეგზური გახდება.
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

05 June 0 693
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно