გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

მცენარეები მჟავე ნიადაგისთვის

ბაღის მიწა ყველგან ერთნაირად ნოყიერი არაა და არც ერთნაირი მჟავიანობის მაჩვენებელი აქვს. ზოგან მომატებულია, ზოგან დაქვეითებული. ეფექტური ყვავილნარის მოწყობა ასეთ პირობებში მაინც შესაძლებელია.

მომატებული მჟავეობის მქონე ნიადაგი თუ არის ნაკვეთში, სადაც ყვავილნარის მოწყობას აპირებთ, ისიც არასაკმარისი განათებით, მაინც არაფერია სანერვიულო. ასეთ პირობებშიც ცხოვრობენ მოყვავილე მცენარეები და არც თუ ისე ცუდად .

წიწვოვნები - ძირითადად ასეთ ნაკვეთს წიწვოვანი მცენარეები ამშვენებენ, მათი მრავალფეროვნება, მარადმწვანე სახეობების ფართო არჩევანი საოცარი კომპოზიციების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

უკან ფონზე მიქსბორდერებში ირგვება მაღალი ფიჭვები, ნაძვები, ტუია, სოჭი, წინ კი დაბალი ღვია, დაბალი ჯიშის ნაძვი და ფიჭვი. შესაძლებლობები ბევრია, მოვლა კი მინიმალური სჭირდებათ.

მანანა - ეს უპრეტენზიო მცენარე ჯგუფურად დარგული ძალიან რომანტიკულად გამოიყურება. კარგად ხარობს მჟავე ნიადაგზე.

როდოდენდრონი და აზალია - ფანტასტიკურად მოყვავილე მცენარეები კარგად უძლებენ ყინვას, ჩრდილს და საკმაოდ უპრეტენზიოები არიან. მოსწონთ ტორფიანი მჟავე ნიადაგი.

ჰორტენზია - კიდევ ერთი კლასიკური მცენარეა მჟავე ნიადაგისთვის, არჩევანი აქაც დიდია მისი მრავალფეროვანი ჯიშების გამო - ხისმაგვარი, საგველა, ფართოფოთლიანი, ყვავილედის მიხედვით კი ბურთისებრი, კონუსის ფორმის ფუმფულა ფუნჯისმაგვარი. არსებობს ხვიარაც, რომლის გამოყენება ვერტიკალური გამწვანებისთვისაც შესაძლებელია. ყვავილების განსხვავებული ფერის წყალობით კი ეზო მართლაც საოცარი სანახავი ხდება. მჟავე ნიადაგი ყვავილებს ფერს უცვლის და ჰორტენზია ცისფერი ან იასამნისფერი ხდება.

ხავსი ასევე დაგეხმარებათ ეზოს გალამაზებაში. მისი გამოყენებით პატარა მწვანე კუთხეების მოწყობა შეიძლება. 

მარაოსებრი ნეკერჩხალი - საოცრად დეკორატიული მცენარეა,წითელიჰაეროვანი ფოთლებით და გაშლილი ვარჯით. კარგად ეგუება მჟავე ნიადაგს. 

გვიმრები თავს მშვენივრად გრძნობენ ასეთ ნიადაგზე, მით უმეტეს, ჩრდილიან ადგილებში და საოცრად ადვილი მოსავლელია.

ზემოჩამოთვლილი მცენარეების გარდა , ასეთ ნიადაგზე შესაძლებელია კიდევ კანადური შინდის, იაჟუჟუნას, მიხაკის,ხანჭკოლას დარგვა. კარგად იზრდება

ურთხელიც. აქვე შეიძლება კენკროვნების - მარწყვის, წითელი და ლურჯი მოცვის დარგვაც. ასე სილამაზე სასარგებლოც იქნება.

მიქსბორდერებში ლამაზად ჩანს არც ისე მაღალი წიწვოვნების სხვადასხვა სახეობა ერთად, კერძოდ -გამოდგება მწოლიარე ღვია, დასავლური ტუია, მტირალა ევროპული ლარიქსი, ჯუჯა ფიჭვი.

ამდენ სიმწვანეს აფხიზლებს ვარდისფერი წითელი მარაოსებრი ნეკერჩხალი ან აზალია.

ამრიგად, სრულიად შესაძლებელია მჟავე ნიადაგიანი ნაკვეთის გაცოცხლება მცენარეებით, აყვავებაც კი. ლამაზადმოყვავილე მცენარეების შერჩევით მრავალწლიან მიქსბორდერს მიიღებთ და მოვლაც მინიმალური იქნება საჭირო.

02 June 0 4 670

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно