გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ბაღის ტუხტის მოვლა

ბაღის ტუხტი ბალბისებრთა ოჯახს მიეკუთვნება,წარმოშობით აფრიკიდან და ჩრდილო-ამერიკიდანაა,ასევე გვხვდება ევროპაშიც.ის ცნობილი იყო ძველ საბერძნეთსა და ეგვიპტეში.გამოიყენება სამკურნალო მედიცინაში.

ტუხტის ფოთლები სპირალისებუად არის განლაგებული,აქვს კაშკაშა და მოზრდილი ყვავილები,რომლებიც განლაგებულია გრძელ საყვავილე ღეროზე,ყვავილებს მრავალი მტვრიანა და ერთი ბუტკო აქვს.ფესვები დატოტვილია.მცენარე დიდი რაოდენობით შეიცავს ეთერზეთებს,საღებავ ნივთიერებებს.მას იყენებენ მედიცინასა და კოსმეტიკაში.ტუხტი სიმაღლით ერთ მეტრს აღემატება,არსებობს ერთწლიანიც და მრავალწლიანიც,აქვს მრავალფეროვანი ფერთა გამა და სასიამოვნო სურნელი.

ამ დროისათვის ტუხტთან დაკავშირებით არსებობს დავა - რა სახელი მიეკუთვნოს მას - ბალბა თუ ტუხტი.ბოტანიკაში არ არსებობს მცენარეთა მკვეთრი კლასიფიკაცია.სტანდარტული რიგი წარმოდგენილია შემდეგნაირად: დომენი,სამეფო,განყოფილება,კლასი,რიგი,ოჯახი და სახეობა.ასეთი დაყოფა მცენარეთა დიდ რაოდენობას მოიცავს.მცენარეთა მოყვარულები,რომლებიც მეცნიერულ მოსაზრებებს ნაკლებად ითვალისწინებენ,მცენარეებს აჯგუფებენ მათი მსგავსების მიხედვით.

ტუხტის მოვლა მცენარე არ არის ჭირვეული მოსავლელი.ის მოითხოვს რეგულარულ,ზომიერ მორწყვას ცხელი ზაფხულის განმავლობაში.ასევე საჭიროა ნიადაგის სისტემატიური გაფხვიერება,სარეველების მოცილება.ყვავილობის დაწყებამდე რეკომენდებულია ტუხტს მიაწოდოთ მინერალური სასუქი,რომელშიც მომატებული დოზით იქნება აზოტი.

დიდი სიმაღლის მქონე მცენარე უნდა დამაგრდეს საყრდენზე,რომ ქარის დროს არ დაზიანდეს.ამ მიზნით უკეთესი იქნება ბაღის ტუხტი ღობის ახლოს დაირგას ან თვითოეულ ძირს შეუდგათ საყრდენი,რაზეც აახვევთ მცენარეს.თუ გსურთ ერთწლიანი ტუხტი მრავალწლიანი გაიზარდოს,მაშინ მოაცილეთ ყველა საყვავილე ვიდრე თესლები ჩამოყალიბდება.

ნიადაგი მცენარე არ არის პრეტენზიული ნიადაგის მიმართ და თავს შესანიშნავად გრძნობს ბაღის ნებისმიერ ადგილზე.თუმცა არის გამონაკლისი - აუცილებლად მოარიდეთ ქვიშიან და თიხნარ ნიადაგს,სადაც შესაძლოა წყალი დაგუბდეს.ოპტიმალური ვარიანტია ნაყოფიერი გრუნტი,რომლის მჟავიანობაა ph 6-7.დათესვამდე ნიადაგი უნდა დაიბაროს და შეერიოს კომპოსტი.

ჩითილისთვის გრუნტი უნდა შედგებოდეს:

ü ორი წილი ბაღის მიწის,

ü ერთი წილი ქვიშის,

ü ერთი წილი გადამწვარი ნაკელისაგან.

მორწყვა საჭიროებს რეგულარულ მორწყვას,განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ წელს.თუმცა ზედმეტი სინესტე საჭირო არ არის,რადგან მცენარე საკმაოდ მგრძნობიარეა ჭარბი ტენის მიმართ.მორწყვისას არ არის რეკომენდებული ფოთლების ძლიერ დასველება.ცხელ ზაფხულს მცენარე ადვილად იტანს,რადგან გრძელი ფესვები გააჩნია,რომლებიც აღწევენ ნიადაგის ღრმა ფენებში.უხვი მორწყვა საჭიროა ყვავილების გაშლის პერიოდში,რაზეც დამოკიდებულია ყვავილების სიუხვე.

დასარგავი ადგილის შერჩევა

ტუხტი გადარგვის შემდეგ ძნელად ეგუება ახალ ადგილს,ეს იმით აიხსნება რომ მას ძლიერი და დიდი ფესვთა სისტემა აქვს და გადარგვისას შესაძლოა დაზიანდეს.ამიტომ მას თავიდანვე უნდა შეურჩიოთ მუდმივი ადგილი,სადაც ის მრავალი წლის განმავლობაში იქნება დარგული.ტუხტისათვის უკეთესია განათებული ადგილი.თუ მას მზის სინათლე მოაკლდება,უხვად აღარ იყვავილებს.ადგილის შერჩევისას გაითვალისწინეთ,რომ მას ადვილად აზიანებს ქარი,სიმაღლის გამო ადვილად შეიძლება გადატყდეს,ამიტომ მყუდრო ადგილი სჭირდება.

ზამთრისათვის მომზადება

ზამთრისთვის ტუხტის ღეროს ჭრიან ფესვებთან ახლოს.სხვა მანიპულაციები დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე.თუ ზამთარი არც ისე ცივი და ყინვიანია,მცენარეს არ ესაჭიროება ზემოდან დაფარება.-10 გრადუსზე დაბალ ტემპერატურებზე კი ის საჭიროებს შეფუთვას ფოთლებით,ნაძვის ტოტებით ან ცელოფნის ფირით.

დაავადებები ტუხტი შესაძლოა დაავადდეს ჟანგით,ანთრაქნოზით,ცერკოსპოროზით და სხვა სოკოვანი დაავადებებით.მკურნალობა ტარდება სათანადო პრეპარატებით.

საჭიროა მცენარეს დროულად მოაცილოთ სარევეკლები,რომლებიც სოკოვანი დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს.ასევე მოაცილეთ ყველა შემჭკნარი,დაზიანებული და გაყვითლებული ტოტები და ფოთლები.

მავნებლები ტუხტს ხშირად ემტერება აბლაბუდიანი ტკიპი და ბუგრი.პირველივე ნიშნების შემჩნევისას მცენარე უნდა შეიწამლოს შესაბამისი ინსექტიციდით.

გამრავლება მცენარე მრავლდება ორი ხერხით: ü დათესვით/ ü დაკალმებით

დაყვავილებულ მცენარეს უნვითარდება მრავალი თესლი,რომლებიც განლაგებულია ყვავილსაჯდომის გარშემო,ყვავილობის დამთავრების შემდეგ თესლის მომწიფება ხდება 3-4 კვირის განმავლობაში.როგორც კი საყვავილე კოლოფი ყვითელ ფერს მიიღებს - შეიძლება თესლის შეგროვება,მაგრამ ისინი ბოლომდე გამშრალი არაა,ამიტომ გააშრეთ შენობაში.

დათესვის წინ თესლი უნდა ‘’დაალბოთ’’ თბილ, +45 გრადუსიან წყალში.ეს იმიტომ ხდება რომ დარბილდეს მკვრივი გარსი და ჩითილი უფრო ადრე ამოიზარდოს.თესლის ვარგისიანობა 3 წელია.ამოსვლის ალბათობა უფრო იზრდება შენახვის ვადის ბოლო წელს.თესლი უმჯობესია დათესოთ ტორფის

ქოთნებში ან ტაბლეტებში,რომ ქოთნიანად ჩარგათ.საქმე იმაშია,რომ მცენარეს მძლავრი,მაგრამ ფაქიზი ფესვთა სისტემა აქვს,რომელიც გადარგვისას ადვილად ზიანდება და ვერ ეგუება გადარგვას. თესლის გასაღვივებლად ყველაზე ხელსაყრელი ტემპერატურაა +18+22 გრადუსი,ასეთ პირობებში ის ორ-სამ კვირაში ამოდის.მომაგრებული ჩითილი გასაკაჟებლად გარეთ უნდა დადგათ რამოდენიმე საათით,ღია გრუნტში გადარგვა ხდება აპრილ-მაისში.

ხუჭუჭა ჯიშის ტუხტები შესაძლებელია გაამრავლოთ კალმით.საკალმე უნდა აიჭრას ზრდასრული მცენარიდან,ფესვთან ახლოს.ბასრი ინსტრუმენტით.გადანაჭერი ადგილი დაამუშავეთ ნახშირით და დადეთ რომ შეშრეს.შემდეგ ჩარგეთ ნოყიერ გრუნტში და რეგულარულად მორწყეთ.თუ შეამჩნევთ რომ ახალი ფოთლები იწყებს ზრდას - ესე იგი კალმები დაფესვიანდა.წამოზრდილი ნერგები გადარგეთ ფრთხილად მუდმივ ადგილას.გამრავლების ეს მეთოდი არ არის პოპულარული,რადგან კალმები რთულად ფესვიანდება.

ტუხტის დათესვა პირდაპირ ღია გრუნტშიც ხდება,თუმცა მოცდა მოგიწევთ რომ ის აყვავდეს.დათესვა ხდება აპრილ-მაისში.მცენარეს უნვითარდება მხოლოდ ფოთლოვანი როზეტი.ასეთ შემთხვევაში ყვავილებს მომავალ წელს უნდა ელოდოთ.თუ თესლს კონტეინერებში დათესავთ იანვარ-თებერვალში და შემდეგ გადაიტანთ გრუნტში,ის იმავე წელს იყვავილებს.

ჩითილის გამოყვანა უფრო ხელსაყრელი მეთოდია,რადგან ბევრად საიმედოა.როგორც ერთწლიანი,ისე მრავალწლიანი თესლის დათესვა ერთნაირად ხდება,განსხვავება მხოლოდ დათესვის პერიოდშია - ერთწლიანი ითესება ზამთარში და ღია გრუნტში ირგვება აპრილ-მაისში.ის უკვე ზაფხულში გაგახარებთ ყვავილობით.ორ და მრავალწლიან ტუხტს კი თესავენ გაზაფხულზე,გრუნტში კი გადაგაქვთ ზაფხულში ივნის-აგვისტოში.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

02 June 0 11 268

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно