ტუხტი ღია გრუნტში

მიეკუთვნება ბალბისებრთა ოჯახს. გვარში 17 სახეობაა, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე სამკურნალო თვისებების გამო მედიცინაში ფართოდ გამოიყენება, მაგრამ ასევე ლამაზად მოყვავილე და უპრეტენზიოცაა. ახალგაზრდა მცენარეს ერთი ტოტი აქვს, მოზრდილს კი 10მდე ტოტი დამატებით. ტოტები და ფოთლები მცირედ შებუსულია. ფოთლები კვერცხის ფორმისაა, მწვანე, ტოტებზე უამრავი ყვავილია. დიდი თასისებრი ყვავილი ფოთლის უბეში ვითარდება. შეკრულია მტევნისებრ ყვავილედად, ფერი - თეთრი, ვარდისფერი, იასამნისფერი. ყვავილობის მერე დისკისმაგვარი ნაყოფი წარმოიქმნება ბევრი თესლით.

საკმაოდ მაღალი მცენარეა და საყრდენი სჭირდება. მას რგავენ ღობის გაყოლებაზე, კედლებთან. იგი საოცრად დეკორატიული და უპრეტენზიოა და საოცარია, რომ მასზე მოთხოვნა ბოლო წლებში ცოტა შემცირდა და სხვა მცენარეებით ჩანაცვლდა. თუმცა ხნდახან მაინც შეხვდებით ეზოებში.

ვარდისებრი ტუხტი მრავალწლიანია, მაგრამ ჩვენთან ერთწლიანად იზრდება, იშვიათად 2 წლიანად. სიმაღლე 2,5მ ს აღწევს. ყვავილი სხვადასხვა ფერისაა - თეთრი, ვარდსფერი, ყვითელი, ლილისფერი, წითელი, იასამნისფერი ან იისფერი. 

კულტივირდება 1440წ დან. ყვავილბს დათესვიდან 2 წლის მერე ივნის-სექტემბერში. მისი ბევრი ჰიბრიდული ჯიში არსებობს. სამკურნალო ტუხტი ანუ ალთე ვარდისებრი ტუხტის ახლო ნათესავია, მასაც აქვს სასარგებლო თვისებები, მაგრამ უფრო სუსტად გამოხატული.

ტუტი მაღალი მცენარეა და მას ყვავილნარში უკანა ფონზე რგავენ. კარგია ღობის გაყოლებაზეც, მიქსბორდერებში შედარებით დაბალ ან ჯუჯა მცენარეებთან ცხრაფერასთან ან დეკორატიულ მზესუმზირებთან ერთად კი ტერიტორიას ზონებად ჰყოფს, მოვლა კი მინიმალური სჭირდება.

დარგვა - მას რგავენ მსუბუქ ნეიტრალურ ნიადაგზე, სადაც მინერალური და ორგანული სასუქია შეტანილი. არასასურველია მძიმე ან ნესტიანი ნიადაგი. 

გამრავლება - ხდება თესლით. იგი ითესება ღია გრუნტში ან გრილ სათბურში მაისის დასაწყისში. უკეთ ამოდის თესლი 2 წლის მერე აღებიდან. ჩითილებად ითესება მარტში. მაისში კი მუდმივ ადგილზე გადაქვთ ბაღში, ყვავილობს მომდევნო წელს, მაგრამ ზოგი სელექციური ჯგუფი იმავე წელსაც იყვავილებს. 

ჰიბრიდულ ტუხტს მწვანე ტოტებით ან ბუჩქის დაყოფით ამრავლებენ, რადგან ხშირად უნაყოფოა. გაზაფხულზე ამონაყარს აშორებენ დედა მცენარეს და ასე

ამრავლებენ, ზაფხულში კი ტოტებს ჭრიან კალმებად და აფესვიანებენ ყუთებში სათბურში.

გრუნტში მათ შორის მანძილი 50 სმ უნდა იყოს. თუ გადარგვა დასჭირდება, უნდა ეცადოთ, მიწიანად გადაიტანოთ ახალ ადგილზე.

მოვლა - ყვავილობისას დროულად აშორებენ მომჭკნარ ყვავილებს,ზოგჯერ სჭირდება გასხვლაც 30სმ მდე. მაღალ ტოტებს აბამენ საყრდენზე - ძლიერ ქარში ისინი შეიძლება გადატყდეს.

რწყავენ ზომიერად, რომ მიწა არ ამჟავდეს. თუ მიწა ნოყიერია, სასუქი არ უნდა, ღარიბ ნიადაგზე კი კომპლექსურ მინერალური სასუქი შეაქვთ, შეიძლება მულჩირებაც კომპოსტით.

ზამთარში დაფარება სჭირდება - აყრიან მშრალ ფოთლებს.

დაავადებები - ხშირად ავადდება ჟანგათი. მცენარეს ამუშავებენ კოლოიდური გოგირდით ან სხვა ფუნგიციდებით.

თვისებები - იგი არა მარტო ლამაზი, არამედ სასარგებლო მცენარეცაა. სამკურნალო ნივთიერებები ფესვში ყველაზე ბევრია. მის ნახარშს ანთების საწინააღმდეგო და ხველების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. 

მისი სხვა სახეობები იჭმევა, ფოთოლი და ფესვი იხარშება, ნაყოფს და ტოტებს უმადაც მიირთმევენ.

ზემოხსენებული სახეობების გარდა, კიდევ არის:

ნაოჭიანი ტუხტი -ვარდისებრის ველური ნათესავი, ისიც 2მ მდე იზრდება და დიდი გოფრირებული ყვავილები აქვს - უმეტესად ყვითელი, ზოგჯერ ვარდისფერი, კარგად უძლებს ზამთარს.

მუსკატის ბალბა - სასიამოვნო სურნლი აქვს - 1მ მდე მცენარეა 5 სმ მდე დიამეტრის ყვავილით, ყვავილობა უხვია და შესანიშნავად ჩანს ეზოში. 

ტყის ბალბა - სხვადასხვ ჯიშს სხვადასხვა ფერის ყვავილი აქვს, სითბის მოყვარულია და ერთწლიანად იზრდება 

ეს სახეობები გახდა ბევრი ჰიბრიდის ან ჯიშ-ჯგუფების წინაპარი. მათ სხვადასხვა სიმაღლე და სხვადასხვა ფერის და ფორმის ყვავილები აქვთ. არის ხუჭუჭა ფორმებიც. თარგმანი თ.სუპატაშვილის

02 June 0 1 111
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно