როგორ დავაფესვიანოთ დეკორატიული მცენარეების კალმები სფაგნუმში

ზაფხული შესანიშნავი დროა მწვანე რტოების დასაკალმებლად.მრავალი დეკორატიული ხის ტოტი ადვილად ფესვიანდება სუბსტრატში.სტატიაში მოგითხრობთ როგორ დააკალმოთ ტუია და იასამანი სახლის პირობებში.

ეს მეთოდი სხვა დეკორატიული მცენარეებისთვისაც გამოდგება,რომლებიც მრავლდებიან მწვანე,ახალგაზრდა ტოტის კალმებით.თქვენ დაგჭირდებათ:

· ერთწლიანი ტოტებიდან აჭრილი კალმები (სასურველია კენწეროები) სიგრძით 10-15 სმ

· პოლიეთილენის შავი პარკი

· ხავსი

· სუფთა წყალი

· კონტეინერი

· მტკიცე ძაფი,თასმა ან მავთული

· ფესვების სტიმულატორი

წარმატებული შედეგისთვის აუცილებელია ახალი მოჭრილი ტოტები,რომელიც მოჭრისთანავე უნდა დააკალმოთ.

ამ მეთოდით შეიძლება კლემატისის,სპირეას,ფორზიციას,ძახველის,ვარდის,ჰორტენზიას,როდოდენდრონის,აქტინიდიის,კოწახურის,ვეიგელას,კერიოს,ნაძვის და სხვა მცენარეების გამრავლება.

ტუიას გამრავლება მწვანე კალმებით

მაგიდაზე გაფინეთ პილიეთილენის შავი პარკი,კარგად დაასველეთ ხავსი,ისე რომ ბოლომდე გაიჟღინთოს წყლით.ამის შემდეგ გაფინეთ სფაგნუმი პარკზე. სფაგნუმის ფენა 3-4 სმ უნდა იყოს.

კალმებს მოაცალეთ ყველა ქვედა ფოთოლი,დატოვეთ მხოლოდ კენწეროში.განაახლეთ ტოტის გადანაჭერი მუხლს ოდნავ ქვემოთ.გადაჭრა ხდება ბასრი დანით 45 გრადუსიანი დახრილობით.გადაჭრის ადგილი დაასველეთ წყალში და ამოავლეთ ფესვების სტიმულატორში.

კალმები განალაგეთ ხავსზე ისე რომ პარკის გარეთ მხოლოდ ფოთლებიანი კენწერო დარჩეს.

ასე დაალაგეთ ყველა კალამი,დააშორეთ ერთმანეთს თანაბარი მანძილით.

პარგი დაახვიეთ რულონად.თუ ამ ხნის განმავლობაში სფაგნუმი შეშრა,დაატენიანეთ ის განმეორებით,პულვერიზატორის საშუალებით.

პარკში გადახვეული კალმები მჭიდროდ შეკარით ძაფით,თასმით ან მავთულით.

ჩადგით რულონი კონტეინერში.საჭიროების შემთხვევაში დაატენიანეთ ხავსი.მორწყვა ხდება კონტეინერში წყლის ჩასხმის საშუალებით.სფაგნუმი შეიწოვს წყალს და არ მისცემს კალმებს გახმობის საშუალებას.

იასამნის გამრავლება მწვანე კალმებით კალმებად აჭრილ მწვანე ტოტებს კენწეროში ორი ფოთოლი დაუტოვეთ.

კალმები ამოავლეთ ფესვების სტიმულატორში და დაალაგეთ სფაგნუმზე ზემოთ აღწერილი მეთოდით.შეკარით რულონი და მოათავსეთ კონტეინერში.

იასამნის გამრავლება შესაძლებელია ასევე მწვანე კალმების ქვიშაში მოთავსებით.

მომზადებული რულონები დადგით ნათელ ადგილზე,მაგრამ მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს,აუცილებლობის შემთხვევაში მოუჩრდილეთ.

ხავსის და კალმების მდგომარეობა ყოველდღიურად შეამოწმეთ.სუბსტრატი ყოველთვის ტენიანი უნდა იყოს.როდესაც კალმებს ახალი ფოთლების ზრდა დაეწყება(3-5 კვირის შემდეგ),გახსენით რულონი და ნახეთ წარმოიქმნა თუ არა ფესვები.

დაფესვიანებული კალმები გადარგეთ ცალკე კონტეინერებში დიამეტრით 10 სმ-მდე და გაზარდეთ ნერგი,ვიდრე ღია გრუნტში არ გადარგავთ.

01 June 0 3 771
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно