გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

წინწკალა ლათ: Gypsophila მოვლა

არის ყვავილები,რომლებიც მთავარ როლს თამაშობს ჩვენს ბაღებში,დანარჩენები მათ ავსებენ,მათ გარეშე ჩვენი ეზო,ბაღი თუ საყვავილე ბევრად უინტერესოდ გამოიყურება.სწორედ ასეთი მცენარეა გიფსოფილა.მისი ვარსკვლავისებური,1 სანტიმეტრის დიამეტრის ყვავილები ნებისმიერ ყვავილნარს ამშვენებს.დაუმატეთ Gypsophila ნებისმიერ თაიგულს და ის უფრო მშვენიერი და ჰაეროვანი გამოჩნდება.

Gypsophila - მიხაკისებრთა ოჯახის წარმომადგენელია.არსებობს მისი ასამდე სახეობა,რომლებიც გვხვდება ევრაზიაშიც და ავსტრალიაშიც,ახალ ზელანდიაშიც და აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთშიც.

Gypsophila უმეტეს შემთხვევაში თეთრი ყვავილი აქვს,რომლის დიამეტრი 0,4-0,7 მილიმეტრია.არსებობს ვარდისფერი ყვავილის მქონე სახეობებიც.ყვავილის ღერო უფოთლოა,სიგრძით 10-35 სმ,ნახევრადბუჩქოვანი სახეობები სიმაღლეში 120 სმ-ს აღწევენ.

გამრავლება არსებობს გიფსოფილას გამრავლების შემდეგი ხერხები:

· დათესვა. წინწკალას დათესვა ხდება აპრილ-მაისში,შემოდგომისთვის წამოზრდილი ნერგები მუდმივ ადგილზე უნდა გადაირგას.მრავალწლიანი სახეობები ერთ ადგილზე შესაძლოა 25 წლის განმავლობაში იზრდებოდეს.ადრე გაზაფხულზე ირგვება ერთწლიანი და მრავალწლიანი ჯიშები.ნიადაგი კარგად უნდა ატარებდეს წყალს.

· კალმებით და დამყნობით. ეს მეთოდები გამოიყენება ხუჭუჭა ფორმების გასამრავლებლად.კალმებად გამოიყენება ახალგაზრდა ყლორტები,რომლებიც მაის-ივნისში გაიზარდა.გიფსოფილას კალმები რთულად ფესვიანდება - თუ არ დაიცავთ დაკალმების პერიოდის ვადას,დაკალმება წარუმატებლად დამთავრდება.განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მორწყვას - კალმები ვერ იტანენ ზედმეტად სველ ნიადაგს.

დამყნობა ხდება გაპობის მეთოდით,სანამყენედ გამოიყენება ხუჭუჭა სახეობა,რომელიც უნდა დაიმყნას მარტივი ყვავილების მქონე მცენარეზე.

გიფსოფილას Gypsophila მოვლა

· ბევრს უყვარს გიფსოფილა თავისი არაპრეტენზიულობის გამო.მისი მოვლა გულისხმობს მხოლოდ პერიოდულ მორწყვას და სასუქის მიწოდებას.

· მისი ერთერთი კარგი თვისებაა ყინვაგამძლეობა,თუმცა ახალგაზრდა მცენარეს მაინც სჭირდება ნიადაგის მულჩირება ზამთრის პერიოდში.

· დარგეთ გიფსოფილა მზიან,ნათელ ადგილზე,თუმცა ის ჩრდილშიც მომხიბვლელი იქნება.

· ნიადაგი კარგად დრენირებადი უნდა იყოს,ნოყიერი და კირის შემცველი.

· დარგვისას გაითვალისწინეთ მოზრდილი ბუჩქებისათვის საყრდენები.

· ყვავილობის შემდეგ არ დაგავიწყდეთ მცენარის გასხვლა - ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ყლორტების წამოზრდას.

01 June 0 16 610

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно