პახიფიტუმი ბევრისთვის საყვარელი სუკულენტია

პახიფიტუმის (Pachyphytum) გვარის მცენარეები მიეკუთვნებიან მსუქანასებრთა ოჯახს.ეს გვარი დაახლოებით 10 სახეობის სუკულენტური მცენარისაგან შედგება,რომლებიც მექსიკის სხვადასხვა რეგიონის ენდემურ მცენარეებს წარმოადგენენ.ამ მცენარეების საერთო ნიშანია მსხვილი,საკმაოდ მსუქანი,ოდნავ შებრტყელებული ფოთლები,რომლებიც სიდიდით და ფორმით ყურძნის მარცვლებს გავს.ფოთლები ღია მწვანე-მონაცრისფროა,ზედაპირზე თეთრი ნაფიფქით.ფოთლების ფორმიდან გამომდინარე,ამ სუკულენტს უწოდეს პახიფიტუმი,რაც ნიშნავს ‘’სქელფოთლებას’’.

ეს მცენარეები საკმაოდ კომპაქტურია,მათი დაბლა გაფენილი ან მხოხავი ღეროები 30 სმ-ზე გრძელი არ არის.ღეროს მოკლე მუხლთაშორისი მანძილები აქვს,ფოთლები იზრდება სპირალისებურად,ამასთანავე ისინი მჭიდროდ არის განლაგებული.საკმაოდ გრძელი საყვავილე ღერო იზრდება ზედა ფოთლების უბეებიდან.საყვავილე თავთავისებურია,აქვს ზარის ფორმის ხუთფურცლიანი პატარა ყვავილები.მათი შეფერილობა შესაძლოა იყოს ვარდისფერი,თეთრი ან წითელი.

პახიფიტუმის მოვლა სახლის პირობებში ასეთი სუკულენტის გაზრდა შეუძლია როგორც გამოცდილ,ასევე ახალბედა ყვავილების მოყვარულს,რადგან ის არ გამოირჩევა თავისი პრეტენზიულობით.

განათება ეს საკმაოდ სინათლისმოყვარული მცენარეა,რომელსაც ესაჭიროება მკვეთრი სინათლე,მაგრამ აუცილებელია დაიცვათ შუადღის მცხუნვარე მზისაგან.მისი მოთავსება რეკომენდებულია დასავლეთის ან აღმოსავლეთის ფანჯარაზე.ჩრდილოეთის ფანჯარაშიც შეიძლება მოათავსოთ,მაგრამ მზად იყავით რომ ის უფრო ფერმკრთალი იქნება,ფოთლები ზომაში შემცირდება და მცენარე არ იყვავილებს.

ტემპერატურული რეჟიმი ზაფხულში პახიფიტუმი ნორმალურად იზრდება და ვითარდება 20-28 გრადუს ტემპერატურაზე.კარგად იტანს ხანმოკლე სიცხეებს.თუ სიცხეები გახანგრძლივდება,ხშირად გაანიავეთ ოთახი,დაიცავით მცენარე პირდაპირი სხივებისაგან.თბილ პერიოდში რეკომენდებულია პახიფიტუმის სუფთა ჰაერზე გამოტანა(ბაღში,აივანზე).

ზამთარში მცენარეს მოსვენების პერიოდი აქვს,ამ დროს მცენარე გრილ ადგილზე უნდა მოათავსოთ (+16 გრადუსის ფარგლებში).ყურადღება მიაქციეთ, რომ ტემპერატურამ +10 გრადუსზე დაბლა არ დაიწიოს,დაბალ ტემპერატურაზე მცენარე შეიძლება მოიყინოს.

მორწყვა: ეს მცენარე მშვიდად იტანს გვალვას,რადგან მის ფოთლებში გროვდება სითხის მარაგი.ამიტომ ის სიფრთხილით უნდა მოირწყას,ყურადღება მიაქციეთ ნიადაგის მდგომარეობას ქოთანში.მისი 1/3 ნაწილის გაშრობის შემთხვევაში საჭიროა მცენარის მორწყვა.ჭარბი მორწყვა ცუდად აისახება მცენარის მდგომარეობაზე,სიდამპლე შესაძლოა განვითარდეს როგორც ფესვებში,ასევე წყლით სავსე ფოთლებზეც.

ტენიანობა პახიფიტუმი სრულიად მშვიდად ეგუება ოთახის მშრალ ჰაერს და არ საჭიროებს დამატებით დატენიანებას.სპეციალისტები არ გვირჩევენ მისთვის შხაპის მოწყობას ორი მიზეზით: შესაძლოა შემთხვევით დააზიანოთ ფოთლები ან ჩამორეცხოთ თეთრი ნაფიფქი,რაც ამცირებს მის დეკორატიულობას.

ნიადაგი ნიადაგი არ უნდა იყოს ნოყიერი,საჭიროა ფხვიერი,ნეიტრალური ან სუსტადმჟავე რეაქციის მიწა.მის მოსამზადებლად ერთმანეთს შეურიეთ ნაყიდი მიწის ნარევი სუკულენტებისათვის და კაქტუსებისათვის,მსხვილმარცვლოვან ქვიშა და წვრილი კენჭები პროპორციით 3:1:1

სასუქი მცენარე კვებას საჭიროებს მხოლოდ ინტენსიური ზრდის პერიოდში,უფრო ზუსტად გაზაფხულიდან შემოდგომის მიწურულამდე.მთელ ამ პერიოდში სასუქი მხოლოდ მხოლოდ 3-4ჯერ ესაჭიროება,სასუქი აზოტის დაბალი შემცველობით უნდა შეურჩიოთ.შესაძლებელია კაქტუსებისა და სუკულენტებისათვის განკუთვნილი სპეციალური სასუქის მიწოდებაც.

გამრავლების მეთოდი: უმეტესად ამრავლებენ კალმებით,ამისათვის მოაჭერით კენწეროს ნაწილი,რომლის სიგრძე 5-7 სმ-ია.კალამი გამოაშრეთ ერთი-ორი დღე და შემდეგ ჩარგეთ ნიადაგში,არაღრმად.კალამი რომ მყარად იდგეს და არ იყანყალოს,მიამაგრეთ ის საყრდენზე.

დაფესვიანებისათვის საჭიროა სწორად მორწყვა.დაუშვებელია როგორც მორწყვის გადაჭარბება,ასევე ნიადაგის ზედმეტად გამოშრობაც.მორწყვის მაგიერ სპეციალისტები გვირჩევენ ნიადაგის დანამვას.გახსოვდეთ,რომ კალამი დასათბურებას არ საჭიროებს,მაღალი ტენიანობის გამო ფოთლებზე სწრაფად ვითარდება სიდამპლე.

ასეთივე წესით ხდება ფოთლის კალმებით გამრავლებაც. მავნებლები და დაავადებები ეს მცენარე გამოირჩევა დავავდებების და მავნე მწერების მიმართ გამძლეობით.მისი ყველაზე ხშირი პრობლემაა - ნიადაგში წყლის ჩაგუბება,უხვი მორწყვა და ზედმეტად მაღალი ჰაერის ტენიანობა.ამ ყველაფერმა შესაძლოა გამოიწვიოს ფესვების,ფოთლების ან ღეროების სიდამპლე.

ძირითადი სახეობები - კვერცხისებური პახიფიტუმი (Pachyphytum oviferum) მას ასევე ‘’მთვარის ქვას’’ ეძახიან - ეს ყველაზე პიპულარული ჯიშია მეყვავილეებში.ტოტები სიგრძეში 20 სმ-ს აღწევს,სიგანეში 1 სმ-ს.ტოტების ქვედა ნაწილი შიშველია,მასზე ნაჭდევები ეტყობა,რომლებსაც ტოვებს ჩამოცვენილი ფოთლები.მოცისფრო-ნაცრისფერი ფოთლები,რომელსაც მოვარდისფრო ტონი გადაჰკრავს უკუკვერცხისებური ფორმისაა.სიგრძით 5 სმ-ს აღწევს,სიგანით 3 სმ-მდე,მათი სისქე 1,5 სანტიმეტრამდეა.მცენარე ყვავის ივლის-სექტემბერში.საღვავილე ღეროს სიგრძე 20 სმ.ყვავილედი თავთავისებურია,შედგება მოთეთრო-მომწვანო ყვავილებისაგან.ყვავილები თანდათანობით იშლება,ყვავილობას იწყებს დაბლიდან,ყვავილსაჯდომის ფოთლები მოცისფრო-თეთრია.

თანაყვავილედოვანი პახიფიტუმი (Pachyphytum bracteosum) 
ეს ჯიშიც საკმაოდ პოპულარულია.ყლორტების სიგრძე 30 სანტიმეტრს აღწევს,წაგრძელებული ფოთლები უფრო ბრტყელია ვიდრე ზემოთაღწერილი ჯიშის.ხანდაზმული ფოთლები ცვივა და მხოლოდ ტოტის ბოლოებში რჩება რამოდენიმე ფოთოლი.ფოთლის სიგრძე 10 სანტიმეტრს არწევს,სიგანით 5 სმ-ს,სისქით კი 1 სამ-ია.შეფერილია ვერცხლისფერ-თეთრად,ამასთანავე ზედაპირი დაფარულია ცვილოვანი თეთრი ნადებით,რომელიიც მოვარდისფრო ელფერს იღებს მკაფიო განათებაზე.ყვავილობს აგვისტო - ნოემბერში.საყვავილე ღერო 40 სანტიმეტრს აღწევს,ყვავილები წითელია.

კომპაქტური პახიფიტუმი (Pachyphytum compactum)
ამ მინიატურულ მცენარეს ეფექტური გარეგნობა აქვს.მისი ყლორტები სიგრძეში 10 სანტიმეტრს არ აღემატება,ფოთლები უკუკვერცხისებურია,ბოლოებწამახვილებული.სიგრძით 4 სმ-მდე,სიგანით და სისქით კი 1 სმ-მდეა.ფოთოლი მუქი მწვანეა,ზედაპირი დაფარული აქვს ღია ნაცრისფერი ცვილოვანი ლაქებით,რის გამოც მარმარილოსმაგვარ მოხატულობას იღებს.ყველა ყლორტი დაფარულია ფოთლებით,შიშვლდება მხოლოდ ძლიერ ხანდაზმული ქვედა ნაწილები.გაზაფხულობით ეზრდება საკმაოდ მსხვილი საყვავილე ღერო,სიგრძით 40 სმ,რომელზეც 3-10 ცალი ნარინჯისფერ-წითელი ყვავილი იშლება,ყვავილის ფურცლის ბოლოები მოცისფროა,ყვავილსაჯდომის ფურცლები ვარდისფერი ან მწვანეა,შესაძლოა ხანდაზმულობის გამო წითელი ფერიც მიიღოს. თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

 

 

29 May 0 551
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно