ადრომისკუსი სუკულენტია

ისეთი სუკულენტი,როგორიცაა ადრომისკუსი (Adromischus)მიეკუთვნება მსუქანასებრთა (Crassulaceae) ოჯახს.ის წარმოშობით სამხრეთ-დასავლეთ აფრიკიდან და სამხრეთ აფრიკიდანაა.

ადრომისკუსი დაბალი,ბუჩქისმაგვარი,ბალახოვანი,მრავალწლიანი მცენარეა,აქვს მოკლე,დაბლა გართხმული ღერო,რომელზეც ვითარდება მოწითალო ყავისფერი საჰაერო ფესვები.ხორციანი ფოთლის ფირფიტები ჭრელი ან სადა ფერისაა,სამკუთხა ან მომრგვალებული ფორმის.მაღალ საყვავილე ღეროზე ვითარდება თავთავისებური ყვავილედი,ხუთფურცლიანი ყვავილები შეზრდილია ვიწრო მილის მსგავსად,შესაძლოა იყოს ვარდისფერი ან თეთრი შეფერილობის.

მოვლა: განათება. საჭიროებს მკვეთრ სინათლეს,მას არ აშინებს პირდაპირი მზის სხივები.

ტემპერატურა. ზაფხულში მისთვის შესაფერისი ტემპერატურაა +25-30 გრადუსი.ზამთარში,როგორც ყველა სუკულენტი სიგრილეში უნდა გამოაზამთროთ დაახლოებით +10-15 გრადუსზე.ყურადღება მიაქციეთ, რომ ტემპერატურა +7 გრადუსზე დაბლა არ ჩამოვიდეს.თუ მცენარე თბილ ოთახში იზამთრებს,ხშირად გაანიავეთ ოთახი.

ტენიანობა. ადრომისკუსს არ სჭირდება მაღალი ტენიანობა,ამიტომ არ საჭიროებს დამატებით შესხურებას და ჰაერის დატენიანებას.

მორწყვა: გაზაფხულზე და ზაფხულში ზომიერად უნდა მორწყათ.ეს სუკულენტი მხოლოდ მაშინ უნდა მოირწყას როდესაც ქოთანში მიწა მთლიანად გაშრება.შემოდგომის დადგომასთან ერთად მორწყვა უნდა შეამციროთ.ზამთარში ძალიან იშვიათად ან საერთოდ არ ირწყვება(დამოკიდებულია ტემპერატურაზე).მორწყეთ რბილი,ოთახის ტემპერატურის წყლით.

კვება. მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით კვება მიეწოდება 4 კვირაში ერთხელ.გამოიყენება კაქტუსებისა და სუკულენტებისათვის განკუთვნილი სასუქები.

გადარგვის თავისებურებები. გადარგვა ხდება გაზაფხულზე,მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.შეარჩიეთ პატარა ზომის ქოთანი.გამოიყენეთ სუკულენტებისათვის განკუთვნილი მიწის ნარევი.ქოთნის ძირში უნდა ჩაყაროთ სადრენაჟე ფენა.

გამრავლება. მრავლდება ფოთლის კალმებით,გაზაფხულზე.

გასამრავლებლად შერჩეული ფოთლები რამოდენიმე საათით დატოვეთ მშრალ,ბნელ ადგილას.ამის შემდეგ ჩარგეთ პატარა ზომის ქოთანში რომელშიც ჩაყრილია ვერმიკულიტი ან მსხვილმარცვლოვანი მდინარის ქვიშა.დაახლოებით 4 კვირაში ფოთოლი უნდა დაფესვიანდეს.

მავნებლები. ზოგჯერ მცენარე ავადდება აბლაბუდიანი ტკიპით,ბუგრებით და ფქვილისებრი ცრუფარანათი.

შესაძლო პრობლემები: ქვედა ფოთლები ყვითლდება და სცვივა - მცენარის დაბერების ბუნებრივი პროცესი.

იწყებს ლპობას - ფოთლების როზეტში შესაძლოა წყალი ჩაგუბდა.

ყვითლდება და ხმება ფოთლები - მზით დამწვრობა,ჭარბი მორწყვა.

ფოთლის ფირფიტებზე შეიმჩნევა ნახეთქები - ნიადაგი ძლიერად გამომშრალია.

მცენარე აწოწილია,აქვს მეჩხერი ფოთლები - სინათლის ნაკლებობა.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

28 May 0 824
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно