იასამნის ყვავილების ნაყენი სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ

ართრიტის,ართროზის წელის ტკივილისთვის საჭიროა სამი მტევანი თეთრი იასამნის ყვავილი,რომელსაც უნდა დაასხათ 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი.შედგით მაცივარში სამი დღე-ღამე,გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ სამჯერ დღეში ჭამადე,45 დღის განმავლობაში.შეისვენეთ სამი თვე და გაიმეორეთ კურსი.შემდგომში მოამზადთ და მიიღეთ ნაყენი საჭიროების მიხედვით.რადგან იასამნის ყვავილობის პერიოდი მალე მთავრდება,გირჩევთ წინასწარ გააშროთ მისი ყვავილები შესანახად.

ბრონქიტი იკურნება იასამნის ნაყენით.გაავსეთ მინის ქილა იასამნის ყვავილებით,ქილა შეავსეთ არყით,დადგით 10 დღე სიბნელეში,ოთახის ტემპერატურაზე.მიღებული ნაყენის 30 მლ მიიღეთ მაგარ ჩაისთან ერთად ძილის წინ,პატარა ყლუპებად.მკურნალობის კურსი სამი დღე.ქილა შეინახეთ მჭიდროდ თავდახურული.

ბევრი იტანჯება ფეხზე კოჟრებისა და წყლულებისაგან.სურნელოვანი იასამანი მათაც დაეხმარება.იასამნის ფოთოლზე წაუსვით დარბილებული საპონი,დაიდეთ საპნიანი მხრიდან პრობლემურ ადგილზე და დააფიქსირეთ სახვევით.კომპრესი ყოველდღიურად გამოიცვალეთ,ვიდრე მტკივნეული ადგილი მოშუშდება.

იასამნის ჩაი დაგიამებთ კბილის ტკივილს. აიღეთ იასამნის ნედლი ან გამშრალი ტოტი 3-6 ფოთლიანი,დაასხით 1 ლიტრი წყალი,ადუღეთ თავდახურული 5-10 წუთის განმავლობაში,ნელთბილი გადაწურეთ და გამოივლეთ პირში 5 წუთის განმავლობაში.

იასამნის ნაყენს იყენებენ რევმატიზმის,მარილების დაგროვების და ქუსლებზე ძვლოვანი წანაზარდების დროს. გამშრალ ყვავილებს დაასხით 40% სპირტი,პროპორციით 1:10.დააყენეთ 8-10 დღე მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში,შემდეგ მიიღეთ 30 წვეთი 2-3-ჯერ დღეში და ერთდროულად დაიდეთ კომპრესი მტკივნეულ ადგილებზე.

გაზაფხულზე გაავსეთ ქილა მჭიდროდ იასამნის ყვავილებით,დაასხით 40% არაყი.დადგით ორი კვირა თბილ ადგილას.რადიკულიტის დროს გამოიყენეთ ნაყენი დასაზელად,გაციების დროს კი მიიღეთ 20-30 წვეთი ½ ჭიქა წყალთან ერთად ერთხელ დღეში.

ძლიერი ტკივილი სახსრებში. გაავსეთ იასამნის ყვავილებით 5 სამლიტრიანი ქილა მჭიდროდ,დაასხით არაყი ისე რომ დაიფაროს,დააყენეთ 21 დღე.შემდეგ ყოვედღე ერთი წლის განმავლობაში მიიღეთ 1 ს/კ სამჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ხალხურ მედიცინაში იასამანს იყენებენ ყურებში ხმაურის,ხველების,დიარეის,ფილტვის ტუბერკულოზის,ყივანახველას,ეპილეფსიის დროს,თირკმელში კენჭების დასაშლელად. 1 ს/კ მშრალ იასამნის ყვავილს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი,15-20 წუთის შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ 3-4ჯერ დღეში,მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

იმპოტენცია. 2 ს/კ ნედლ (ან 1 ს/კ მშრალ) ყვავილებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი.დააყენეთ 30 წუთი.გაწურეთ.მიიღეთ მესამედი ჭიქა სამჯერ დღეში ჭამის შემდეგ.მომამზადეთ 2 დღის ნაყენი.შეინახეთ მაცივარში.დალევამდე ჭიქის მესამედ ნაყენს დაამატეთ მცირე რაოდენობის მდუღარე წყალი.

ყელის და ფილტვების ტუბერკულოზი. თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს იასამნის ფოთლები და კრაზანა ბალახი.შეავსეთ ერთლიტრიანი ქილის ორი მესამედი და დაასხით 1 ლიტრი არაყი.დააყენეთ ერტი კვირა.მიიღება 1 ს/კ ორჯერ დღეში,ჭამამდე.

ეპილეფსია. 1 ჩ/კ ყვავილს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი,დააყენეთ 15-20 წუთი,მიიღება ნახევარი ან ერთი ჭიქა ნაყენი 2-3ჯერ დღეში.

ვარიკოზი. ერთ ქილა ყვავილს დაასხით არაყი შევსებამდე,დააყენეთ არანაკლებ ერთი თვის განმავლობაში.დაიდეთ მიღებული ნაყენის კომპრესები ღამის განმავლობაში.არ შეიზილოთ!

კუჭის პოლიპი. თეთრი იასამნის 2 ყვავილიან და ფოთლიან ტოტს დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი,დააყენეთ 10-12 საათი.მიიღება ნახევარიჭიქა 3-4ჯერ დღეში,ჭამამდე ნახევარი საათით ადრე,ორი თვის განმავლობაში.შესაძლებელია ყვავილებიანი და ფოთლიანი ტოტები წინასწარ გაახმოთ.ამ შემთხვევაში გამოიყენება თეთრი იასამანი.

უკუჩვენებები. იასამნის ყავილებზე დამზადებული ნაყენის მიღებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე.ცნობილია მაგალითად შემთხვევები როდესაც ქალებს დიდი ხნის განმავლბაში ჰქონდათ ციკლის შეფერხება.მიუხედავად იმისა რომ იასამანი თირკმელების ზოგიერთი დაავადების დროს გამოიყენება,დაუშვებელია მისი მიღება თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს.იასამანი მავნებელია ატონიური შეკრულობის დროსაც.გახსოვდეთ,რომ დიდი რაოდენობით იასამნის ყვავილი მომწამვლელია,უმჯობესია გამოიყენოთ ფოთლები,კვირტები.

23 May 0 781
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно