ლოტოსი ძვირფასი დეკორატიული რომელიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს

ლოტოსი - ძვირფასი დეკორატიული კულტურაა,რომელიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მსოფლიოს კულტურასა და რელიგიაში.ის მრავალწლიანი წყალხმელეთა ბუჩქია.ლოტოსს ზრდიან ხელოვნურ გუბურებსა და ტბებში, ირგვება ბოლქვით ან ითესება.მცენარე რთულად იტანს სიცივეს,ამიტომ ცივ რეგიონებში მისი გაზრდა არც ისე იოლია.

ლოტოსი დიდი ხანია ცნობილია,ის ბუდიზმის შემადგენელ ნაწილად იქცა.კულტურული და დეკორატიული ღირსების გარდა,მას საკვები დანიშნულებაც აქვს.მცენარის ზოგიერთი ნაწილი გამოიყენება ეგზოტიკური კერძების მოსამზადებლად.ბოტანიკურად ლოტოსი მიეკუთვნება ლოტოსისებრთა ოჯახს.ველურად მზარდი სახეობა სულ ორია: ინდური და ჩრდილოამერიკული.ლოტოსის აქვს თვისება შეცვალოს ყვავილის მიმართულება მზის მოძრაობის მიმართულებით.

სელექციონერებმა გამოიყვანეს ლოტოსის რამოდენიმე ჰიბრიდიც. ყველა ლოტოსს აქვს მსხვილი ფესვი,რომელიც ჩაფლულია წყალქვეშა გრუნტში და იქიდან ითვისებს საკვებ ნივთიერებებს.მცენარის ღეროები მთლიანად ადაპტირებულია წყლის გარემოში არსებობისათვის და ისინიც ჩაფლულია გრუნტში.წყლის ზედაპირზე ამოსულია გრძელი,მოქნილი ყუნწების მქონე ფოთლის ფირფიტები.

ლოტოსს აქვს სამი სახის ფოთოლი: წყალქვეშა,მცურავი,წყალზედა

ყვავილი იშლება სამი დღით.ამ დროის განმავლობაში ზოგიერთი ჯიში იცვლის ყვავილის ფურცლების ფერსაც კი.ყვავილები იშლება ფოთლებზე.

მცენარის სიმაღლე 180 სმ-მდეა,ჯუჯა სახეობების - 30 სმ-მდე.ფოთლების ფორმა და სიგრძე განსხვავადება სხვადასხვა ჰიბრიდში.ლოტოსი ძალიან მომთხოვნია სითბოს მიმართ.იმისათვის რომ აყვავდეს,მცენარეს 2-3 თვე სტაბილური ტემპერატურა ესაჭიროება +23+29 გრადუსის ფარგლებში.უფრო ცივი კლიმატის შემთხვევაში მცენარე არ ყვავის,ასევე არ ყვავის უფრო მაღალ ტემპერატურაზე და დაბალ ტენიანობაზე.მცენარეს ახასიათებს ერთი თავისებურება,რაც მისი მითოლოგიურობის მთავარი მიზეზი გახდა - ღამით,ყვავილის დახურულ გვირგვინში ნარჩუნდება  მუდმივი ტემპერატურა,დაახლოებით + 37 გრადუსი.ამის  გამო მცენარეს ძალიან ეტანებიან დამმტვერავი მწერები.

როგორ გავზადოთ ლოტოსი თესლიდან - სახლის პირობებში გაზრდილი მცენარე ადაპტირებას ახდენს მისთვის არც თუ შესაფერის კლიმატურ პირობებზე.ასეთი მცენარე ბევრად სიცოცხლისუნარიანია,უფრო მდგრადია გვალვის და სიცივის მიმართ.დასაწყისისთვის უნდა შეარჩიოთ კარგი დასათესი მასალა,იმისათვის რომ უფრო წარმატებული შედეგი მიიღოთ თქვენ უნდა გქონდეთ მაგარი,შავი სათესლე კაკლები შემდეგი მონაცემებით:

ზომა - დაახლოებით 1-1,5 სმ ნაყოფსაფარი - მყარი,გახევებული დათესვამდე თესლს ბლაგვი ბოლოდან ქერქი  უნდა შემოაჭრათ.შეარჩიეთ გამჭვირვალე ჭურჭელი ან კონტეინერი,დიამეტრით 90-120 სმ,სიღრმით 25-30 სმ.ჯუჯა ჯიშებისათვის უფრო მომცრო ჭურჭელიც შეიძლება.ნუ გამოიყენებთ კვადრატული ან სხვა ფორმის კონტეინერს რადგან ახალგაზრდა ყლორტები შესაძლოა დაიმტვრეს კონტეინერის კუთხოვან ფორმებზე.

შეუდექით დათესვას: თავიდან აიღეთ მომცრო ქილა,აავსეთ ნახევრამდე თბილი წყლით (+18 +25).

ჩაუშვით მომზადებული თესლი და დაელოდეთ.ოთახის ტემპერატურაზე პირველი ფესვები 5-6 დღეს გამოჩნდება.

2-3 კვირის შემდეგ როდესაც მცენარე გაღივდება,თესლი გადაიტანეთ დიდ კონტეინერში.ჩაფალით ის ტორფში 6-7 სანტიმეტრზე.ფოთლები წყლის ზედაპირზე უნდა დარჩეს.ბოლქვი რომ არ ამოტივტივდეს დააფარეთ მას ბრტყელი ქვა.

ყურადღება მიაქციეთ ფოთლოვანი მასის ზრდას - წყალი რეგულარულად დაუმატეთ,რომ ფოთლები სულ წყლის ზედაპირზე ტივტივებდეს.თუ ისინი ჩაიძირება - ლოტოსი მოკვდება.

კონტეინერი თბილ და მზიან ადგილზე უნდა იდგას. მოზრდილი მცენარე შეიძლება გადაიტანოთ ეზოს გუბურაში ან დატოვოთ კონტეინერში.გადატანისას მცენარეს 5-6  წყლის ზედაპირზე გაშლილი ფოთოლი უნდა ქონდეს.ბოლქვზე წინასწარ უნდა დააყაროთ ცოტაოდენი მიწა ან ხრეში.

მოვლის თავისებურებანი - მთავარია შეინარჩუნოთ ოპტიმალური პირობები ყვავილის განვითარებისათვის:

წყლის საკმარისი რაოდენობა. საკმარისი მზე. არანაკლებ +20 და არაუმეტეს +29 გრადუსი ტემპერატურა.

ზოგიერთი მებაღე ლოტოსს კონტეინერით დგამს გუბურაში,რომ აცივებისას ადვილი იყოს მისი სახლში დაბრუნება.მცენარე შესაძლებელია დატოვოთ გარეთ,მაგრამ ის უნდა დაათბუნოთ პენოპლასტით.შენობაში გამოზამთრებისას კონტეინერიდან გადმოასხით წყლის ნაწილი,მცენარე კი დაათბუნეთ ხავსით.

კონტეინერი გრილ ადგილზე უნდა მოთავსდეს.ამ დროს ის არ უნდა მოირწყას და არანაირი პროცედურა არ უნდა ჩაუტარდეს.ეცადეთ შეინარჩუნოთ სიგრილე,ვიდრე კარგად დათბება,რომ მცენარემ დროზე ადრე არ გამოიღვიძოს.გუბურაში ან დიდი მოცულობის ჭურჭელში საკმარისია დაიცვათ გარკვეული პირობები,იმისათვის რომ მცენარე არ დაჭკნეს: გრუნტის სიმაღლე - 3,5 სმ-დან - წყლის ფენის სიმაღლე - არანაკლებ 0,5 მეტრი

ფესვების განლაგება ჭურჭლის შუა ნაწილში. ლოტოსს ხშირად ემტერება ბაღის სხვადასხვა მავნებელი - მუხლუხო,ბუგრი.მწერები უბრალოდ წყლით უნდა ჩამორეცხოთ,სასურველია ამ პროცედურის დილით ჩატარება.ასევე გამოიყენება სპეციალური პრეპარატები. ლოტოსის მოვლისას მზად იყავით,რომ იდეალური მოვლის შემთხვევაშიც შესაძლოა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყვავილობა არ დაიწყოს,წყლის ზედაპირზე კი მხოლოდ მწვანე ‘’ბლინები’’ იტივტივებს.ლოტოსის მფლობელები პირველ ყვავილებს 2-3 წელიც კი ელიან.ყვავილობის შემდეგ ყალიბდება სათესლე კოლოფი.
 

19 May 0 437
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно