ალსტრომერია (ლათ. Alstroemeria)
მიეკუთვნება ალსტრომერიასებრთა ოჯახს.წარმოშობით სამხრეთ ამერიკის ტროპიკული და სუბტროპიკული ადგილებიდანაა.სახელი მიენიჭა ბოტანიკოსისა და მოგზაურის _ კლას ალსრტომერის საპატივსაცემოდ,რომელმაც მე-18 საუკუნეში ევროპაში ჩაიტანა ამ მცენარის თესლი.თითქმის მაშინვე ესპანეთში დაიწყო აჟიოტაჟი ალსტრომერიის გარშემო,დაიწყო მისი შეჯვარება სხვა მცენარეებთან და ორანჟერეებში მოშენება.
თუ გავაგრძელებთ ალსტრომერიის შესახებ ისტორიას,არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა ინდიელებისათვის.ისინი თაყვანს სცემდნენ ამ ყვავილს როგორც საკულტო მცენარეს.ამის გამო ალსტრომერია გახვეულია იდუმალებით მოცულ მაგიურ ლეგენდებში.
ალსტრომერიას ყვავილებს შეუძლიათ სამ კვირაზე მეტ ხანს შეინარჩუნონ სიახლე,ამ ხნის განმავლობაში სულ ახალი და ახალი კვირტები იშლება.ამასთან ალსტრომერიას ფაქტიურად თითქმის არ გააჩნია სუნი,ეს საშუალებას იძლევა რომ.იგი გამოიყენონ მრავალგვარ თაიგულებში.ტრადიციულად ეს არის ქალური ყვავილი, ყვავილების კომპოზიციას ალსტრომერია განსაკუთრებულ ხიბლს და ელეგანტურობას ანიჭებს.
ალსტრომერიას ყვავილები არ არის ხუთ სანტიმეტრზე დიდი,ფორმით ორქიდეას,შროშანის ან აზალიას ყვავილს მოგვაგონებს,მისი გრძელი საყვავილე ღეროსთვის(80 სმ-მდე) საჭიროა რაიმე საყრდენი.
ალსტრომერიას ყვავილის ფურცლები საკმაოდ მრავალფეროვანია: თეთრი,წითელი,ყვითელი,იასამნისფერი,ცისფერი,ვარდისფერი და სხვა.მისი ყვავილობა პიკს აღწევს ივნისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუამდე.
ალსტრომერიას ჯიშები
Alstroemeria Parigo Charm.ფესვბოლქვიანი ჯიშია,ყვავის ზაფხულში.ფოთლები ვიწროა და დატალღული,მათი ფერი შეიძლება იყოს როგორც ნეიტრალური მწვანე,ასევე მონაცრისფრო მწვანეც.ყვავილის ფურცლებს შიგნიდან მკრთალი მოყვითალო ფერი აქვს და მოწითალო ჩანართები.
Alstroemeria aurea, A. Aurantiaca.ასევე ყვავილობს ზაფხულში.ფესვბოლქვიანი,მრავალწლიანი მცენარეა.ფოთლები ვიწროლანცეტისებური აქვს,მორკალული.ყვავილები ნარინჯისფერი,მწვანე ფურცლებით და თითქმის ბორდოსფერი შტრიხებით.
Alstroemeria MARGARET.ფესვბოლქვიანი მცენარეა,ფოთლები ლანცეტისებური,ვიწრო და დატალღულია,ღია მწვანე ფერის.ფოთლოვანი ტოტები
საკმაოდ ძლიერი აქვს,რომლებზეც განლაგებულია მუქი წითელი ფერის ძაბრისებური ყვავილები.
Alstroemeria Ligtu Hybrids.როგორც სხვა ჯიშები - ყვავის ზაფხულში,აქვს ვიწრო,დატალღული ფოთლები.ყვავილები შეიძლება იყოს ვარდისფერი,ყვითელი ან ნარინჯისფერი,კონტრასტული შტრიხებით ან თავისებური ლაქებით.
Alstroemeria pelegrina, A. Gayana.ფესვბოლქვიანი მცენარე,რომელიც ყვავის ზაფხულის პერიოდში.საშუალოდ შლის სამამდე ყვავილს,მოვარდისფრო-მოიასამნისფრო ლაქებით და ყვითელი ან მელნისფერი ყვავილებით.