სუკულენტების მოვლა სახლის პირობებში

სუკულენტების სახლში გაზრდა არ არის რთული,ისინი საკმაოდ უპრეტენზიოები არიან.ყველა სუკულენტს გამონაკლისის გარეშე ესაჭიროება ბევრი სინათლე,ამიტომ მათთვის ყველაზე ნათელი ადგილი უნდა შეარჩიოთ.

სუკულენტების მოვლა ზამთარში ზამთარში,როდესაც დღის სინათლე ნაკლებია,სუკულენტები იშვიათად უნდა მოირწყას იმისათვის,რომ მათ არ მიიღონ გაწელილი ფორმა.ზამთარში ქოთნები რაც შეიძლება ახლოს უნდა იდგას ფანჯრის მინასთან,არამარტო იმიტომ რომ მეტი სინათლე მიიღონ,არამედ იმის გამო,რომ ფანჯრის მინასთან უფრო დაბალია ჰაერის ტემპერატურა,ვიდრე ოთახში.ასევე შეიძლება მინის საშუალებით შეზღუდოთ ოთახის თბილი ჰაერი სუკულენტებამდე.ზამთარში სუკულენტებისთვის სასურველი ტემპერატურაა +12 +16.დაბალი ტემპერატურის რეჟიმი აუცილებელია მათთვის რომ იყვავილონ.

სუკულენტები ზაფხულში მარტის დასაწყისში ზოგიერთი სუკულენტი უნდა გადარგათ ან გადასვათ ახალ ნიადაგში.სუკულენტებისათვის განკუთვნილი ნიადაგი უნდა იყოს წყალ და ჰაერგამტარი,ზომიერად ნოყიერი,რადგან სუკულენტები ბუნებაში ქვიშიან ნიადაგში იზრდებიან.ამიტომ ოთახის პირობებში სუკულენტების სუბსტრატისათვის თანაბარი რაოდენობით უნდა შეურიოთ ფოთლოვანი ტყის მიწა,ნეშომპალა და ქვიშა.

გაზაფულიდან სუკულენტებს რეგულარული მორწყვა და კვება ესაჭიროებათ.

სუკულენტების გამრავლება სუკულენტები საკმაოდ ადვილად მრავლდება,მრავალი მათგანი ადვილად მრავლდება ფოთლის კალმით.ესენია: სედუმები,კალანჰოე,ეხევერია,პახიფიტუმი.სულ პატარა ფოთოლსაც კი,რომელიც შემთხვევით ვარდება ქოთანში,აქვს დაფესვიანების შანსი.ტოტის კალმებით მრავლდება სხვადასხვაგვარი სედუმი,კრასულა,ალოე,სტაპელია.

ზოგიერთი სუკულენტი გვაძლევს გვერდითა ამონაყარს,რომლებიც ფრთხილად უნდა მოაცილოთ და ჩარგათ ნოტიო ქვიშაში დასაფესვიანებლად.

სუკულენტის კალმები წყალში არ უნდა ჩადოთ დასაფესვიანებლად,ისინი შესაძლოა სწრაფად დალპეს.სუკულენტებს შორის გვხვდება ცოცხლადმშობიარე სახეობები,მაგალითად ბრიოფილუმი.

რომელი? აქ შეუძლებალია რეკომენდაციების მოცემა,ყველაფერი გემოვნების საქმეა,შეგიძლიათ შეარჩიოთ ტანწერწეტა რძიანა,რომელიც ძველებურ შანდალს მოგვაგონებს.ან რძიანა მილი,რომელსაც ქრისტეს გვირგვინსაც უწოდებენ.

სუკულენტური სანსევიერია როგორ მოგწონთ? მას შესანიშნავი ცილინდრული ფოთლები აქვს.ასევე ეფექტურია მოყვავილე კაქტუსი ეპიფილუმი.შეიძლება ამპელური სუკულენტის შერჩევაც,მაგალითად კლდისდუმა მორგანა,რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურება დაკიდულ ან მაღალფეხიან ქოთნებში .

სუკულენტების კომპოზიცია სუკულენტების გაზრდა სხვადასხვაგვარად არის შესაძლებელი: შეგიძლიათ თვითოეული ცალ-ცალკე ჩარგათ,ამ შემთხვევაში კვადრატული ფორმის ქოთნები შეარჩიეთ ადგილის ეკონომიის მიზნით.

საუკეთესო ვარიანტია სუკულენტების ჯგუფებად ჩარგვა,მათგან კომპოზიციების შექმნა.ასეთ შემთხვევაში განსხვავებული,სხვადასხვა სახეობის და შეფერილობის სუკულენტები უნდა შეუხამოთ ერთმანეთს.კომპოზიციისათვის მინიატურული სუკულენტები გამოიყენება,ერთ ფანჯრის რაფაზე შესაძლებელია 60-70 სახეობის მოთავსება.

ნიადაგის ზედაპირზე უნდა მოეყაროს ქვიშა ან წვრილი ხრეში.ჩასარგავად გამოიყენება დაბალი,ფართო ჭურჭელი და ქოთნები,მისი სიმაღლე ყველაზე დიდი მცენარის 1/3 ან ¼ არ უნდა აღემატებოდეს.

კომპოზიციის შესაქმნელად ფართო ქოთანში შესაძლოა ჩაირგას დიდი მრგვალი კაქტუსი,რამოდენიმე ლიტოფსი,ეხევერია,გვერდით მიურგეთ ლამაზი როზეტის მქონე გასტერია ან ჰავორტია.კომპოზიციას დაამშვენებს მრგვალფოთლება პახიფიტუმი,რამოდენიმე ამპელური სედუმი,კრასულა.ასეთი ომპოზიციით ყველა მოხიბლული დარჩება!

08 May 0 959
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно