რატომ შრება ქოთანში მიწა სწრაფად

ზოგჯერ ისე ხდება რომ ახალგადარგულ მცენარეს ქოთანში სწრაფად უშრება მიწა.ეს მიგვანიშნებს სუბსტრატის არასწორ შერჩევაზე.ასეთ ნიადაგში 30% მეტია ზედაპირული ტორფის რაოდენობა და თუ მორწყვებს შორის პაუზებს გაზრდით ტორფი შრება,ტენს ვეღარ აკავებს როგორც დასაწყისში.ასეთ შემთხვევაში ნიადაგის ნაზავი უნდა შეიცვალოს უფრო ტენის შემკავებელი ნიადაგით.

ასევე სწრაფად უშრება ნიადაგი მაღაზიაში შეძენილ მცენარეებს.ჯერ ფოთლები კარგავს სიმკვრივეს,შემდეგ მოეშვება და ჩამოეკიდება.მცენარე ითხოვს წყალს და თანდათან ხმება.მორწყვისას კი წყალი სწრაფად გაედინება ქოთნიდან.რატომ ხდება ასე?

მაღაზიაში გასაყიდად გამოტანილი მცენარეები ჩარგულია დროებით კონტეინერებში,რომლებსაც მსხვილი სადრენაჟე ნასვრეტები აქვს.ამ ქოთნებში ნიადაგის ნაზავის მაგიერ ჩაყრილია ზედა ფენის ტორფი.პირველ რიგში იმიტომ რომ ტორფი გაცილებით მსუბუქია,მეორე რიგში კი იმიტომ რომ ტორფი უფრო იაფია ნიადაგის ნაზავზე.იგულისხმება რომ შეძენის შემდეგ მყიდველმა თვითონ უნდა იზრუნოს თავის მცენარეზე.

საერთოდ ტორფი კარგად აკავებს ტენს,მაგრამ თუ ის გამოშრა ძალიან ძნელი ხდება მისი დასველება - რამდენიც არ უნდა ვასხათ წყალი,ის უბრალოდ სწრაფად გაედინება ქოთნიდან როგორც საცერში.მცენარე განიცდის ძლიერ წყურვილს,თუმცა თქვენ გამუდმებით რწყავთ მას.

თუ შეძენილი მცენარე არ ყვავის,გადარგეთ ის ახალ ქოთანში და ახალ ნიადაგში,რომელიც უფრო ნოყიერი და შესაფერისი იქნება მცენარისათვის.

თუ მცენარე მოყვავილეა,დაელოდეთ ვიდრე დაიყვავილებს და შემდეგ გადაიტანეთ ახალ გრუნტში.მანამდე კი,მცენარე რომ არ გახმეს,მორწყეთ ჩაძირვის მეთოდით.ამისათვის ქოთანი 2/3-ით ჩადგით წყლიან ჭირჭელში ნახევარი საათით.ამ დროის განმავლობაში ტორფი დასველდება და მას დაუბრუნდება სითხის შეკავების უნარი.ნახევარი საათის შემდეგ ამოიღეთ ქოთანი და დადგით დასაწრეტად.

ყურადღება მიაქციეთ,რომ ქოთანში ტორფი ბოლომდე არ გამოშრეს,ვიდრე მცენარე ყვავილობს და მხოლოდ მას შემდეგ გადარგეთ როცა დაიყვავილებს.თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

08 May 0 1 242
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно