ყაზახას სურნელოვანი მტევნები (Muscari)

სხვადასხვა კუთხეში მას სხვადასხვანაირად ეძახიან: ყურძენა,ჭრიჭინა,გველის ია,გუგულის ცრემლები,დათვინიორა,მუსკარი.

ეს პატარა მცენარე სულ რაღაც 12-20 სანტიმეტრამდეა,ყვავილებიც წვრილი აქვს - თეთრი,ცისფერი ან ლურჯი ფერის.ჯგუფურად დარგული ყაზახა განუმეორებელი სანახაობაა.წვრილ ღეროზე ასხმული ყვავილები პატარა მტევნებს მოგვაგონებს,ყვავილებს ზანზალაკის ფორმა აქვს,სურნელოვანია,მისი სახელი - მუსკარი, წარმოსდგება სიტყვიდან ‘’მუშკი’’.

ყვავილობს მარტ-ივნისში,რის შემდეგაც მცენარეს მოსვენების პერიოდი აქვს,რომ მომდევნო წლისათვის მოემზადოს.ყვავილობა,მართალია არ არის ხანგრძლივი,მაგრამ ადრეულია.ის ხშირად გვხვდება ველური სახით.

ყაზახა მრავალწლიანია.მის 40 სახეობას შორის ყველაზე დეკორატიულია სომხური ყაზახა,მას უფრო მოგრძო ყვავილედი აქვს,რომელიც მოლურჯო იასამნისფერია,ერთ ღეროზე შესაძლოა 50-მდე ყვავილი განვითარდეს.

ყაზახა მრავლდება დათესვით და შვილეული ბოლქვებით,რაც ბევრად ადვილია,რადგან მცენარე სწრაფად ინვითარებს შვილეულ ბოლქვებს.რამოდენიმე წელში ერთი ბოლქვიდან მოზრდილ ბუჩქს მიიღებთ,ამიტომ 3-4 წელიწადში ერთხელ უნდა გამოხშიროთ და გადარგათ.ბოლქვები ირგვება შემოდგომით,სექტემბერ-ოქტომბერში,3-7 სმ სიღრმეზე(დამოკიდებულია ზომაზე),ერთმანეთისაგან 5-10 სმ დაშორებით.ბოლქვების დაყოფაც უმჯობესია შემოდგომის პირველ ნახევარში.

ყაზახა შესაძლებელია თვითჩათესვით გამრავლდეს.დათესილი მცენარე მხოლოდ 2-3 წელს იწყებს ყვავილობას.შეარჩიეთ ნათელი ან ნახევრადჩრდილიანი ადგილი,შეგიძლიათ დათესოთ ან დარგათ ხეებს შორის,რადგან ვიდრე ხე კარგად შეიფოთლება ყაზახა უკვე დაიყვავილებს.ის მარტივი მოსავლელია,ხარობს ნებისმიერ ნიადაგზე,მაგრამ უფრო უხვი ყვავილობისათვის უმჯობესია ნაყოფიერი ნიადაგი.მცენარე კარგად იტანს ზამთრის სუსხს,ვერ ეგუება წყლის დაგუბებას ფესვებთან,ეს მისი ფესვების ლპობას გამოიწვევს.

მცენარე იდეალურია ალპური გორაკების მოსაწყობად,მოზრდილ ყვავილებს შორის,ბორდიურების და გზის პირებზე დასარგავად.

ყაზახას გვერდით კარგად ხარობს სხვა ბოლქვიანი მცენარეები,მის ლურჯი ფერი შესანიშნავად ესადაგება წითელ და ყვითელ ფერებს.შესანიშნავია ორიგინალური თაიგულებისათვის და კომპოზიციებისათვის .ჭრიან როდესაც გაშლილია მისი ქვედა ყვავილები.ყაზახა კარგად ხარობს ოთახის პირობებშიც.

საჭიროა იცოდეთ,რომ ის შეიცავს შხამიან წვენს,ამიტომ მასთან ხელთათმანებით იმუშავეთ. ჩვენი ჯგუფი ფეისბუქში: yvavilebi.ge

თარგმანი:ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

27 April 0 413
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно