ასტრა თქვენს ეზოს დაამშვენებს მაშინ,როდესაც მცენარეების უმეტესობა უკვე დაყვავილებულია

სტატია მოგითხრობთ როგორ დათესოთ და გაზარდოთ ყველაზე საუკეთესო ასტრები. ერთწლიანი ასტრა მსხვილი,ხუჭუჭა და ფუშფუშა ასტრა ერთი ყვავილით გრძელ ღეროზე,რომელსაც ხშირად ვხედავთ თაიგულებში - ეს ერთწლიანი ასტრაა,იგივე კალისტეფუსი.ეს კეთილშობილი და ლამაზი ყვავილი ღირსეულად ფასდება მთელი მსოფლიოს მებაღეების მიერ.

დარგვა. ასტრების დასარგავად ადგილი შემოდგომით უნდა მომზადდეს.მსხვილ ყვავილებს მიიღებთ მაშინ,თუ დასარგავი ადგილი კარგად ნოყიერდება და ირწყვება.დაბარვისას აუცილებლად შეიტანეთ ნიადაგში გადამწვარი ნაკელი.ერთწლიანი ასტრა ჩვეულებრივ დათესვით მოჰყავთ,დაჩითილების ან მის გარეშე.

ჩითილი. ჩითილისთვის ასტრა მარტში ან აპრილის დასაწყისში უნდა დათესოთ კონტეინერებში ან პირდაპირ სათბურის მიწაში გაკეთებულ კვლებში.დათესვის შემდეგ მორწყეთ ღია ვარდისფერი კალიუმპერმანგანატის ხსნარით და დააფარეთ პოლიეთილენი ან ქაღალდი.’’შავი ფეხის’’ თავიდან ასაცილებლად დათესვის წინ თესლს მოაყარეთ ფუნგიციდი და მორწყეთ მისივე ხსნარით დათესვის შემდეგ.3-5 დღეში გამოჩნდება ღივები,ამ დროს უნდა მოიხსნას ცელოფანი,კონტეინერები კი დაიდგას ნათელ ადგილზე.

როგორც კი პირველი ნამდვილი ფოთლები გამოჩნდება,ნათესი საჭიროებს პიკირებას ერთმანეთისაგან 5-7 სმ-ის დაშორებით.ასტრის ჩითილი კარგად იტანს გადარგვას.

ნერგების ღია გრუნტში გადატანა შესაძლებელია მაისში.მცენარეს არ ეშინია მცირე წაყინვების,იტანს -3 -4 გრადუსს ცელსიუსით.ნერგების გადასარგავი მუდმივი ადგილი უნდა იყოს ნათელი,სწორი,ადვილად დრენირებადი,რომ მორწყვისას ან წვიმის დროს წყალი არ გუბდებოდეს.

გადასარგავ ნერგს უნდა ქონდეს კარგად განვითარებული ფესვები,მისი სიმაღლე მიწის ზემოთ 10 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.ღია გრუნტში გადარგვა უმჯობესია საღამოს,წინასწარ გაკეთებულ და მორწყულ ორმოებში.ნერგები ერთმანეთისგან არანაკლებ 20-30 სმ-ით უნდა დააშოროთ.ორმოებს შორის მანძილი ნახევარ მეტრამდე დატოვეთ,გაითვალისწინეთ კონკრეტული ჯიშის სიმაღლე და სიხშირე.

გადარგვიდან ორიოდე კვირის შემდეგ მცენარეს უნდა მიაწოდოთ კომპლექსური სასუქი და განმეორებით ერთი თვის შემდეგაც.თუ მშრალი ამინდები დგას,საჭიროა ზომიერი მორწყვა.მსუბუქი,ქვიშიანი ნიადაგი მუდმივ მორწყვას მოითხოვს.ამ პერიოდშივე ნერგები უნდა დაამუშავოთ შესაძლო დაავადებების წინააღმდეგ.

ასტრა ღია გრუნტში თესვა ხდება ადრე გაზაფხულზე,პატარა ორმოებში.ითესება არაღრმად,თხლად ეყრება მიწა და ზემოდან ეფარება პოლიეთილენი,ღივების გამოჩენამდე.ასტრის დათესვა ზამთარშიც შეიძლება წინასწარ ამოჭრილ ორმოებში.

მესამე წყვილი ნამდვილი ფოთლების გამოჩენის შემდეგ ნათესი უნდა გამოხშიროთ,შეეცადეთ ზედმეტი ნერგები არ დაგლიჯოთ,ფრთილად ამოიღეთ და სხვა ადგილას გადარგეთ.

მოვლა. სხვა ყვავილებთან შედარებით ასტრა უფრო ადვილი მოსავლელია.თუ ნიადაგი კარგად იყო განოყიერებული,მაშინ ვეგეტაციის პერიოდში საჭიროა მხოლოდ დროულად მორწყვა და გამარგვლა.

თუ ერთი-ორჯერ მაინც შეძლებთ სასუქის მიწოდებას,ეს საკმარისზე მეტიც იქნება და ასტრები გაჩუქებენ საუცხოო ყვავილებს ძლიერი ღეროებით.

მრავალწლიან ასტრებს რგავენ მზიან ან ნახევრადჩრდილიან ადგილას.ნიადაგი კარგად უნდა ირწყვებოდეს,მაგრამ არა ჭარბად.ზედმეტი წყალი მცენარეს აავადებს. ერთ ადგილზე მცენარე შესაძლებელია 6 წელი იდგას.ფესვები საკმაოდ სწრაფად ვითარდება,მისი მოვლა არ არის რთული.მცენარე საჭიროებს ნიადაგის ზედა ფენის გაფხვიერებას,ისე რომ არ დააზიანოთ ფესვთა სისტემა.ასევე ესაჭიროება პერპარატებით დამუშავება რუხი ლპობის და ნაცროვანი სოკოების წინააღმდეგ.

გამრავლება. მრავალწლიანი ასტრების გამრავლება შესაძლებელია გაზაფხულზე.მისი გამრავლება ხდება მწვანე,ნედლი კალმებით.გაზაფხულზე და ზაფხულში მცენარეს ღეროზე ახალგაზრდა ყლორტები ეზრდება,სწორედ ისინი გამოიყენება გამრავლებისათვის.კალმები ადვილად ფესვიანდება და იზრდება,ახალი მცენარე საკმაოდ ღონიერ ბუჩქს გვაძლევს.ამ მეთოდის გარდა მცენარეს ამრავლებენ ძირის დაყოფით(შემოდგომით).არსებობს თესლით გამრავლების გზაც,მაგრამ ის რთული და ნაკლებპროდუქტიულია.

მრავალწლიანი ასტრები ირგვება როზარიუმებში,მოხრეშილ საყვავილეებში.ისინი შესანიშნავად ეთვისებიან გერანებს,კლდისდუმას,იებს,ჩაგირს და სხვა ყვავილოვან კულტურებს. სხვა სტატია: ასტრას მოვლის და სახეობების შესახებ. ჩვენი ჯგუფი ფეისბუქში: yvavilebi.ge

25 April 0 659
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно