ჰოია კერი ყველაზე რომანტიკულ მცენარედ გვევლინება

ყველაზე რომანტიკულ მცენარედ გვევლინება ტროპიკული ლიანა ‘’ჰოია კერი’’.მისი ფოთოლი იდეალურად იმეორებს გულის ფორმას.ის ხშირად იყიდება ვალენტინობის დღესასწაულებზე თავისი ფორმის გამო.საკმაოდ ნელა მზარდი მცენარეა და თუ საჩუქრად მოგართვეს პატარა ქოთანში ჩარგული ერთი ფოთოლი - ცოცხალი ვალენტინკა,მისგან დიდი ბუჩქის გაზრდას ნუ მოელით.შესაძლოა ხანგრძლივად იდგეს და ზრდა ვერ შეამჩნიოთ,თუმცა აქტიურად ეზრდება ფესვები.კარგია თუ დატოტვილ მცენარეს შეიძენთ.ის ადვილად ხარობს ოთახის პირობებში და სწორად მოვლის შემთხვევაში არომატული ყვავილებითაც გაგახარებთ.

ჰოია კერი მიეკუთვნება მარადმწვანე ტროპიკული ლიანების გვარს.მისი სამშობლოა აზიის სამხრეთი,ავსტრალია,პოლინეზია.მცენარე პოპულარული გახდა თავისი ფოთლების ფომის გამო.თვითოეული ფოთოლი - გული ხორციანია,სიგრძით 15 სმ,კერის აქვს რამდენიმე ქვესახეობა,რომლებიც განსხვავდებიან შეფერილობით.

ჰოიას მზრუნველი პატრონები ხშირად ტკბებიან ამ სუკულენტური მცენარის ყვავილობით.ყვავილები საშუალო ზომისაა,შეკრულია ყვავილედებად,ისინი შესაძლოა იყოს თეთრი,ყვითელი ან ვარდისფერი.მათი ფერების სიმკვეთრე განათებაზეა დამოკიდებული,ფორმით ვარსკვალვისებურია.

ყვავილობა გრძელდება ივნისიდან ოტომბრის ჩათვლით,ამ დროს ყვავილები გამოყოფენ არომატულ ნექტარს,რომლის არომატიც კარამელს მოგვაგონებს.

ჰოია,ისევე როგორც პახიპოდიუმი,რიპსალისი,ეუფორბია,სტაპელია,მამილარია,ეხევერია,ხავორტია,აიხრიზონი და აგავა სუკულენტური მცენარეა.

· დარგვა. ჰოია კერის გამრავლება რამოდენიმე მეთოდით ხდება: დათესვით,

· დაკალმებით,

· გადაწვენით.

თესლიდან ან ერთი ფოთლიდან ლიანას გაზრდა არ არის ადვილი ამოცანა.უნდა ჩარგათ რამოდენიმე მუხლის მქონე კალამი,დასაფესვიანებლად ტოტი მოათავსეთ წყალში ან ნოტიო ქვიშაში.დაფესვიანებისათვის საჭიროა სტაბილური ტემპერატურა,არანაკლებ +20 გრადუსი ცელსიუსით.რამოდენიმე კვირაში უნდა გამოჩნდეს ფესვები,ამის შემდეგ მცენარე უნდა ჩარგათ ქოთანში.

მნიშვნელოვანია! ჩარგვამდე კალამი დაამუშავეთ კორნევინით,გადარგვის წინ კი გაასტერილეთ ქოთანი.

მოვლა. ჰოია კერი არ არის მომთხოვნი მცენარე,ის განსაკუთრებული მოვლის გარეშეც იზრდება,მაგრამ ლამაზი,მოყვავილე მცენარის მისაღებად მას კომფორტული პირობები უნდა შეუქმნათ.

ზამთარში მცენარეს მოსვენების პერიოდი აქვს.ზამთრის და ზაფხულის სეზონზე მას განსხვავებულად უვლიან.როდესაც მას სძინავს,უმჯობესია არანაირი მანიპულაციები არ ჩაუტაროთ.

ნიადაგი. შეურიეთ კორდის მიწა,ტორფი,ქვიშა და გადამწვარი ნაკელი ან ნეშომპალა.მისთვის ასევე შესაფერისია კაქტუსებისა და სუკულენტებისათვის განკუთვნილი მზა ნარევი.ნიადაგში შეგიძლიათ შეურიოთ ხის ნახშირი,დაქუცმაცებული ხის ქერქი - ეს აუმჯობესებს ჰაერის ცირკულაციას ნიადაგში.

პირობები. ჰოიას ესაჭიროება გაფანტული მკვეთრი სინათლე,მისთვის იდეალურად შესაფერისია აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯარა.სინათლის უკმარისობა ან პირდაპირი მზე უარყოფითად აისახება მის სილამაზეზე და ზრდა-განვითარებაზე.

ამ ლიანას სამშობლო თბილი განედებია,მაგრამ მისთვის მაღალი ტემპერეტურა საჭირო არაა.საკმარისია+22+25 გრადუსი ზაფხულში და არანაკლებ +16 ზამთარში,უფრო დაბალ ტემპერატურაზე შესაძლოა მცენარე ვერ გადარჩეს. ჰოიას ესაჭიროება ტენი და ცუდად იტანს მშრალ ჰაერს.საჭიროებს ფოთლებზე შესხურებას ან მათ წმენდას კვირაში ერთხელ.ყვავილები ამ დროს არ უნდა დასველდეს.მეტი ტენიანობისათვის მოათავსეთ წყლიან სადგამზე ისე რომ ქოთანი წყალს არ ეხებოდეს.

მორწყვა. ეს სუკულენტური მცენარეა,ამიტომ ხშირად ნუ მორწყავთ.სრულფასოვანი ზრდისათვის საკმარისია კვირაში ერთი ულუფა წყალი.ზამთარში 2-3 კვირაში ერთხელ მორწყეთ,ყურადღება მიაქციეთ რომ ნიადაგმა შეშრობა მოასწროს.

მოსარწყავი წყალი ნადგამი უნდა იყოს,ოთახის ტემპერატურის.

თუ ვერ არკვევთ საკმარის წყალს იღებს თუ არა მცენარე,დააკვირდით ფოთლებს: მოდუნებული მიგვანიშნებს წყლის სიჭარბეზე,დანაოჭებული კი ნაკლებობაზე.

კვება. აქტიური ყვავილობის პერიოდში ჰოიას უნდა მიაწოდოთ სასუქი.ყველაზე მისაღებია მზა სასუქი მოყვავილე კაქტუსებისა და სუკულენტებისათვის.სასუქის შემადგენლობაში აუცილებელია იყოს კალიუმი.

სპეციალისტები გვირჩევენ სასუქის მიწოდებას თვეში ერთხელ,თუმცა უმჯობესია ნაკლებად მიაწოდოთ ვიდრე გადააჭარბოთ,ეს ავნებს მცენარეს.

გადარგვა. ჰოია კერი არ მოითხოვს ხშირად გადარგვას.საკმარისია ქოთანი რამოდენიმე წელიწადში ერთხელ გამოუცვალოთ.ახალგაზრდა მცენარეს უფრო ხშირად რგავენ საჭიროების მიხედვით - 1-2 წელში ერთხელ.

გადასარგავად გამოიყენეთ ახალი ან გაასტერილეთ ძველი.სულ ახლად შეძენილი ქოთანიც უნდა დაამუშავოთ საპნით,ვიდრე მცენარეს ჩარგავთ.

მნიშვნელოვანია! გადარგვისას არ დააზიანოთ მცენარის ფესვები,ამიტომ არ ჩამოფერთხოთ ძველი გრუნტი,თავისივე მიწით გადასვით და ახალი დაუმატეთ.

გადარგვა შესაძლებელია გაზაფხულზე,გამოღვიძების შემდეგ.ზამთარში არ არის სასურველი,ისევე როგორც ზაფხულში - ყვავილობისას.

გასხვლა ჰოიაზე უარყოფითად აისახება,ასეთი მანიპულაციებით მცენარე ზიანდება.გასხვლა ხდება ზოგიერთ შემთხვევაში,თუ:

· შეამჩნიეთ დაავადებული ფოთლები

· საჭიროა კალმის აჭრა გასამრავლებლად.ამ შემთხვევაში შეარჩიეთ ისეთი ტოტი რომელსაც არ უყვავილია.

დაყვავილებული ყვავილების მოცილება არ ხდება.ამავე ადგილზე მომდევნო წელს ახალი ყვავილი გაიშლება.

დაავადებები და მავნებლები. მცენარის დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს:

· აბლაბუდიანი ტკიპა

· ფქვილისებრი ცრუფარიანა

· თრიპსები

· ბუგრი

· ფარიანები

· სოკო

· ფესვის ლპობა

ამ ყველაფრის საწინააღმდეგო პრეპარატები საჭიროების მიხედვით უნდა შეიძინოთ.

მკურნალობა შედეგს არ მოგცემთ თუ შენობაში მშრალი ჰაერია.სწორედ ის ხდება მიზეზი პარაზიტების გამოჩენის და დაავადებების განვითარებისა.

სპეციალური პრეპარატების გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ ხალხური საშუალებები.კარგ შედეგს მოგცემთ 15 გრ ნიორის და ამდენივე ხახვის ნარევი,რომელსაც 1 ლ წყალი უნდა დაასხათ.ამ სითხით დაბანეთ მთელი მცენარე.

თუ შეამჩნევთ ლპობის ნიშნებს,რაც უხვი მორწყვის ან ნიადაგში წყლის ჩაგუბების შედეგია,შეზღუდეთ მორწყვა,ნუ გადააჭარბებთ სასუქის დოზებს,დაამუშავეთ მცენარე ფუნგიციდებით.

ფენ-შუის მიხედვით ჰოია კერი ოჯახის მფარველია,მისთვის საუკეთესო ადგილად საძინებელი ოთახი ითვლება.

ეს მცენარე შეეფერება მხრუნველ და მომთმენ დიასახლისებს,რადგან სწრაფად მზარდი არ არის.ყველაზე მთავარია შეინარჩუნოთ საჭირო ტენიანობა და არ შეაწუხოთ მცენარე მოსვენების პერიოდში.საპასუხოდ,ის რამოდენიმე წელში დაგასაჩუქრებთ განუმეორებელი ყვავილობით და ნაზი კარამელის არომატით.ასევე იხილეთ სტატია ცვილის ჰოია - სუროს ფერადი ბურთები ჩვენი ჯგუფი ფეისბუქში: yvavilebi.ge თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

25 April 0 359
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно