კატაბარდა - კლემატისი ჩვენი გულების დიდებული მაცდუნებელი

კლემატისი - ნაზი და მომხიბლავი ლამაზმანი,ჩვენი გულების დიდებული მაცდუნებელი.მისი შემკობა კიდევ არაერთი ეპითეტით შეიძლება,მაგრამ მაინც შეუძლებელი იქნება ამ მშვენიერი ლიანის სილამაზის გადმოცემა - ის უნდა ნახოთ საკუთარი თვალით.

კლემატისის გაზრდა სირთულეს არ წარმოადგენს,ნებისმიერს შეუძლია ის თავის ბაღში გაზარდოს.

დარგვა რთული ხასიათის მიუხედავად კლემატისთან შესაძლებელა საერთო ენის გამონახვა.თავდაპრველად გავერკვეთ რა უყვარს ამ ლიანას.მას მზიანი ადგილი ესაჭიროება,რომელიც დაცული უნდა იყოს ქარისაგან,როგორც ზამთარში,ასევე ზაფხულში.თუმცა ამის გამო ის კედელთან ან ღობესთან ახლოს არ უნდა დარგათ.კედლიდან დაშორება მინიმუმ ნახევარი მეტრი უნდა რჩებოდეს,რკინს ღობეებთან კი საერთოდ ნუ დარგავთ.იგულისხმება მეტალის მთლიანი ფირფიტების ღობე.

ზაფხულში ლითონი ხურდება სიცხისგან და კლემატისები პრაქტიკულად ღუმელზე აღმოჩნდებიან.რაც შეეხება კედელთან დარგულ კლემატისს,გაითვალისწინეთ რომ სახურავიდან ჩამონადენი წყალი მას არ ეღვრებოდეს ზედ.მცენარე ვერ იტანს ჭარბ ტენს,განსაკუთრებით წელიწადის ცივ პერიოდში.

დარგვის პერიოდი კლემატისებს რგავენ გაზაფხულზე და შემოდგომით.თუ ნერგი გვიან შემოდგომით შეიძინეთ,მას მიწა უნდა წააყაროთ ვიდრე გადარგვის დრო მოვა,თუ ზაფხულში - დარგეთ ისე როგორც გაზაფხულზე შეძენილი ნერგი.

დაიმახსოვრეთ: ვიდრე კარგად ჩაიზრდება და ფესვი განუვითარდება,უნდა მოუჩრდილოთ და რეგულარულად მორწყათ ყურადღებით.თუ ნერგს ფესვები შემშრალი აქვს ჩადეთ წყლიან ჭურჭელში 6-8 საათით,კარგი იქნება თუ წყალში ‘’ეპინს’’ დაუმატებთ.ამის შემდეგ ჩარგეთ ნერგი ნიადაგში.

დარგვის ადგილი დასარგავად შეარჩიეთ მშრალი ადგილი,სადაც წვიმის და მორწყვის დროს წყალი არ გუბდება.თუ მახლობლად გრუნტის წყლებია,აუცილებლად გაუკეთეთ 20 სმ სისქის დრენაჟის ფენა აგურის ნატეხებით ან ხრეშით.დასარგავი ორმოს ზომებია 60x60x60 სმ.ორმოში ჩაყარეტ კომპოსტი,გადამწვარი ნაკელი,ბაღის მიწა თანაბარი პროპორციებით,დაუმატეთ ქვიშა,150 გრ სუფერფოსფატი და 400 გრ დოლომიტის ფქვილი.ჩადწთ ნერგი,თანაბრად გაშალეტ ფესვები და ჩაყარეთ ნიადაგი,კარგად მორწყეთ.ფესცის ყელი ჩაფალით ნიადაგში. ცნობილია,რომ კლემატისი არის ლიანა,ამიტომ მას ესაჭიროება საყრდენი.თავდაპირველად ნერგს ამაგრებენ საყრდენზე,შემდეგ თვითონ ეხვევა ყლორტების და ფოთლების საშუალებით.

მოვლა. კლემატისის მოვლა განისაზღვრება დროული მოვლით და სასუქის მიწოდებით.

მორწყვა სიცხის დროს უხვად მორწყეთ,სასურველია ფოთლებიანად.საჭიროებს კვირაში 2-3-ჯერ მორწყვას,სასურველია მზის ჩასვლის შემდეგ.

ტენის ნაკლებობის შემთხვევაში ყვავილები წვრილდება და საგრძნობლად მცირდება ყვავილობის პერიოდი.

კვება კლემატისს კვებავენ გაზაფხულზე და ზაფხულში,თვეში 1-2-ჯერ,მინერალური და ორგანული სასუქების მონაცვლეობით(არ გამოიყენოთ ახალი ნაკელი!) პირველ წელს სასუქების მიწოდებას არ საჭიროებს.

ზამთრისთვის მომზადება კლემატისის გასხვლა და ზამთრისთვის მომზადება მოვლის მნიშვნელოვანი ეტაპია.მომზადების ვადები და შეფუთვის საჭიროება დამოკიდებულია კლიმატურ ზონებზე.ყველაზე კარგი ორიენტირია ვარდები: თუ ვარდებს ზამთარში ფუთავთ,კლემატისიც უნდა შეიფუთოს.უმჯობესია სამუშაო მშრალ ამინდში ჩაატაროთ,ვიდრე ყინვები დაიწყება.იქ სადაც ვარდებს შეფუთვა არ ესაჭიროება,კლემატისებიც არ უნდა შეიფუთოს.

ყველა კლემატისი ყინვაგამძლეა,ის ყინვაზე მეტად შესაძლოა დაზიანდეს მოგუდვით,ამიტომ თუ შეფუთული გაქვთ მცენარე,დროულად უნდა მოხსნათ შეფუთვა ისეთ დროს, რომ ყინვებმა არ დააზიანოს და არც უჰაერობით დაზიანდეს. ჩვენი ჯგუფი ფეისბუქში: yvavilebi.ge

24 April 0 536
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно