ოთახის მცენარეების ვირუსული დაავადებები
ჩვენს მცენარეებს ვუვლით,ვზრუნავთ და ერთ დღესაც ვამჩნევთ რომ ფოთლები უყვითლდება,ლაქებით იფარება და სცვივა.ვიდრე გაერკვევით რა დაემართა,მცენარე თითქმის ხმება.ამასთანავე ის მთლად არ გამხმარა,მაგრამ მისგან მხოლოდ ღეროები და რამოდენიმე ფოთოლიღა რჩება.ყველაფერში დამნაშავეა ვირუსები,რომლებიც აზიანებს ოთახის მცენარეებს.
რითია მავნე ვირუსები და სოკოები? ისევე როგორც ადამიანის ორგანიზმში,მცენარის ორგანიზმშიც ინტენსიურად მრავლდებიან და ჯერ კიდევ ახლახან ჯანმრთელ მცენარეს ორიოდე დღეში საშინელ მდგომარეობაში აგდებენ.ვირუსული დაავადების დასაწყისი ძნელად შესამჩნევია და ყველას შეიძლება გამოეპაროს.ამიტომ სხვადასხვაგვარი ვირუსების და სოკოვენი დაავადებების შესახებ უმჯობესია წინასწარ ვიყოთ ინფორმირებულები.
ვირუსული დაავადების მიზეზები და შედეგები
ვიდრე ვირუსებზე და სოკოებზე საუბარს დავიწყებთ,ჯერ გავერკვიოთ მათი წარმოქმნის მიზეზებზე.ნებისმიერი მიკრობი ან სოკო ხომ გარკვეულ პირობებში ჩნდება და მრავლდება.რა პირობებია ეს?
ეს პირობები თვითოეული მცენარისათვის ინდივიდუალურია,მაგრამ ძირითადი მიზეზი ვირუსით ან სოკოთი დაავადებისა არის მოვლის პირობების დარღვევა.მაგალითად,თუ თქვენ ჩრდილისმოყვარულ მცენარეს მზეზე დადგამთ,ზომიერი მორწყვის მოყვარულს კი ზედმეტად მორწყავთ - თქვენ ასუსტებთ მცენარის იმუნიტეტს.შემდეგ ყველაფერი ისეა როგორც ადამიანების შემთხვევაში,დასუსტებული იმუნიტეტის მცენარე ადვილად ავადდება ვირუსებით და სოკოვანი დაავადებებით.
საიდან ჩნდება ისინი? ხშირად ვირუსები გადააქვთ მავნებელ მწერებს,რომლებიც სახლდებიან მცენარეზე.ტრიფსები,ბუგრები,ჭიანჭველები თავისი ფეხებით გადადიან მცენარიდან მცენარეზე და გადააქვთ სხვადასხვა ინფექცია.
ნიადაგიც შესაძლოა იყოს ვირუსებით დაავადებული,ასე რომ მისი შეძენის შემდეგ უმჯობესია მისი გამოწრთობა ცეცხლზე ან კალიუმპერმანგანატის ხსნარით დამუშავება.სხვადასხვა სახის სოკოს სპორები კი საერთოდ ადვილად გადაეცემა ჰაერის საშუალებით.
მცენარეების ვირუსული დაავადებები
ზემოთ უკვე აღინიშნა,რომ ეს ყველაზე ვერაგი დაავადებებია ოთახის მცენარეებისათვის.მათი გამოვლენა რთულია საწყის სტადიაზე,მათი საწინააღმდეგო წამალი კი არ არსებობს!
როგორ გამოიყურება ვირუსით დაავადებული მცენარე? საერთოდ,ვირუსული დაავადებები არც ისე ბევრია და მათი სიმპტომები ერთმანეთის მსგავსია.მთავარი ნიშანია - მცენარის ფოთლების სტრუქტურის და შეფერილობის ცვლილება,ასევე სხვადასხვა სახის ლაქები,შტრიხები,ზოლები,ზიგზაგები ფოთლებსა და ყვავილებზე.
მოზაიკური დაავადება ვირუსული დაავადების ერთ-ერთი სახეა მოზაიკური დაავადება.ფოთლებზე ჩნდება სხვადასხვა ზომის და ფორმის ლაქები - მოზაიკის მსგავსი.ასევე შეიმჩნევა სხვადასხვა ფერის წერტილები,ზოლები,რგოლები.ამ ადგილებში ფოთლის ფერი
იცვლება,ასევე იცვლება მისი სტრუქტურა,ზედაპირზე ჩნდება სიხუჭუჭე და დანაოჭება.
ასეთი მოზაიკური შეფერილობა ძლიერად არ ვნებს მცენარეს,მაგრამ ის არც ისე ესთეტიურად გამოიყურება.ამ ვირუსით ყყველაზე მეტად ავადებიან პელარგონიები,პრიმულა.კალა,ბეგონიები.
სიყვითლე ეს ვირუსი ბევრად საშიშია,ვიდრე მოზაიკური.ის ძლიერ ჩაგრავს მცენარეს.მცენარის სიყვითლით დაავადებისას ის ჭკნება,ზრდას ანელებს.გარეგნულად ეს ჩანს ყვითელ ფოთლებზე,დამახინჯებულ ყვავილებზე,ყვავილის ფურცლების შეფერილობის ცვლილებაზე.
სიყვითლე საშიშია იმით,რომ აზიანებს მთელ ძარღვვოვან სისტემას.იღუპება მისი უჯრედები.ვირუსი იწვევს საცრისებური მილების ჰიპერტროფიას,მცენარის ორგანიზმში არ ხდება სრულფასოვანი ნივთიერებათა ცვლა.ფოთლები ყვითლდება,შეხებისას ბევრად უხეშია,მტვრევადი,რადგან მათში გროვდება ჭარბი სახამებელი.ხანდახან ჩნდება მოზაიკური ვირუსის მსგავსი ლაქებიც.
ეს ვირუსი მეტა საშიშია,ამიტომ უმჯობესია მცენარის განადგურება,რომ არ მოხდეს სხვა მცენარეების დასნებოვნება.
ფოთლების სიხუჭუჭე როდესაც მცენარეს ბუნებრივად ხუჭუჭა,გოფრირებული ან ხვეული აქვს - ეს ლამაზად გამოიყურება.მაგრამ თუ უცებ ასეთ ფორმას იღებს პრიალა და სწორი ფთოლი,ეს დაავადებაა.ფოთლების სიხუჭუჭე თავიდან მცირე უბნებით იწყება(1-2 მმ),ისინი ხმენა,ფოთლები კი ნაოჭდება,ხუჭუჭდება.ყვავილებიც დეფორმირებული ხდება.მოგვიანებით ჩნდება მონაცრისფრო-თეთრი ან მოყვითალო ლაქები ან ხაზები.ამ ვირუსით ხშირად ავადდება პელარგონიები,პუანსეტია,პრიმულა.
ვირუსული დაავადებების მკურნალობა თუ მცენარე ჯერ არც თუ ისე ძალიან არის დაზიანებული,შესაძლებელია დაავადებული და ფორმაშეცვლილი ტოტების შეჭრა.ამ პროცედურის შემდეგ ინსტრუმენტები უნდა გაასტერილოთ სპირტით.სასურველია მცენარეც გადარგათ ახალ ნიადაგში.მაგრამ,ვირუსები ძალიან ვერაგია,შესაძლოა ამ ყველაფრის მერე მაინც ვერ გადარჩეს მცენარე.სიყვითლით დავირუსების შემთხვევაში განკურნება საერთოდ შეუძლებელია,რადგან ვირუსი მცენარის ძარღვოვან სისტემას სრულიად ანადგურებს. თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის