ორქიდეა Renanthera monachica
Renanthera monachica წარმოშობით ფილიპინებიდანაა,სადაც ეპიფიტურად ზღვის დონიდან 500 მეტრზე იზრდება.
ტემპერატურა: ეს ორქიდეა განეკუთვნება თბილ ტემპერატურულ რეჟიმს:
ზაფხულში: 25-30 oC;
ზამთარში: 17-27 oC (მცირე ხნით უძლებს ექსტრემალურ ტემპერატურას +13 oC).
ეს ორქიდეა, რომ კარგად გრძნობდეს თავს ღამის ტემპერატურა ყოველთვის 4 oC დაბალი უნდა იყოს, ვიდრე დღის. მაგალითად, თუ დღე არის +25 oC, მაშინ ღამით უნდა იყოს +21 oC.
ჰაერის ტენიანობა: Renanthera monachica-ს ჭირდება მაღალი ჰაერის მაღალი ტენიანობა, არანაკლებ 80-90 %. ძალიან მშრალი ჰაერი უარყოფითად აისახება მცენარის ზრდაზე და განვითარებაზე, განსაკუთრებით ზარალდება ფესვები და ფოთლები. აუცილებელია ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობის ჩართვა. ჰაერის უფრო დატენიანების მიზნით ამას შეიძლება დაუმატოთ გადაშლილი თასი წყლით ან სველი კერამზიტი. ამისათვის, იღებენ გადაშლილ თასს, რომლის შიგნითაც ყრიან კერამზიტს, ასხამენ წყალს, ზემოდან დებენ დამცავ ბადეს და ათავსებენ ორქიდეას ისე, რომ ფესვები წყალს არ ეხებოდეს. ამ ორქიდეას მოვლის დროს უნდა გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტია ტემპერატურა, მით უფრო მეტი უნდა იყოს ჰაერის ტენიანობა, და რაც უფრო მეტია ჰაერის ტენიანობა, მით უფრო ხშირად უნდა განიავდეს ოთახი, სადაც ორქიდეაა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დალპეს ან სოკოვანი დაავადება გაუჩნდეს.
სუბსტრატი: ეს ორქიდეა უფრო ხშირად სუბსტრატის გარეშე ყავთ ჩამოკიდებული ხის დაფაზე, ან პლასტმასის დაკლეტკილ ქოთნებში, ან კიდევ შუშის ქილაში, რადგან ამ ორქიდეას ფესვები ძალიან მგრძნობიარეა და მიდრეკილი ლპობისკენ. ჩვეულებრივი სუბსტრატი ჰაერს კი კარგად ატარებს , მაგრამ ამ ჯიშის ორქიდეას ეს არ ყოფნის. შერიძლება ექსპერიმენტისთვის წიწვოვანი ხის ქერქის მოზრდილი ფრაქციის სუბსტრატში ჩარგოთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდილება გაქვთ რენანტერას მოვლის. სილამაზისთვის ძალიან ხშირად დეკორატიულ ქვებს ულაგებენ ფესვებთან.
გადარგვა: Renanthera monachica განეკუთვნება მზის მოყვარე ორქიდეას. მისი მოთხოვნა მხის სხივების მიმართ იგივეა, როგორც აქვს ვანდას. მზის სინათლეა არა მხოლოდ მკვეთრი უნდა იყოს, არამედ ხანგრძლივიც. ახალი ამონაზარდების ზრდის დროს სინათლის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 10-12 საათი. ამის გარდა Renanthera monachica თავისუფლად შეუძლია პირდაპირი მზის სხივების ატანა. მკვეთრი მზის სხივები - ეს ერთერთი პირდაპირი
გზავნილია ყვავილობისთვის ამ ჯიშის ორქიდეასთვის. არასაკმარისი განათების პირობებში რენანტერა არ იყვავილებს.
მორწყვა: ამ ორქიდეას მორწყვის პერიოდულობა პირდაპირ კავშირშია ტემპერატურასტან. რაც უფრო მეტია ტემპერატურა, მით ხშირად არის აუცილებელი მორწყვა. გაზაფხულზე და ზაფხულში მორწყვა საუკეთესოა მოხდეს ყოველდღე, ან ორ დღეში ერთხელ. განსაკუთრებით ეს ეხება მოყვავილე ან გასაყვავილებლად გამზადებულ რენანტერას, რადგანაც არასაკმარისი ტენიანობის გამო ზაფხულის სიცხეში რენანტერამ შეიძლება დაყაროს ყვავილები და კვირტები. თუ ტემპერატურა +28 oC ზემოთ ავა, მაშინ უკეთესია მოყვავილე ორქიდეა ნახევარი დღე წყალში გააჩეროთ. ზამთარში ეს ორქიდეა რამდენადმე იშვიათან უნდა მოირწყას - 2-3 დღეში ერთხელ. ორქიდეები, რომლებიც დაკლეტკილ პლასტმასის ქოთნებში იზრდებიან ჯობია მოირწყას ორიოდე საათით წყლით სავსე კასრში ჩადებით. თუ ორქიდეა არის შუშის ქილაში, მაშინ ქილა 2 საათით ივსება წყლით, ხოლო შემდგომ მთლიანად უნდა გადაიღვაროს. ორქიდეებს, რომლებიც ხის ქერქში არიან ჩარგული, რწყავენ უფრო იშვიათად, ან თბილი დუშის ქვეშ (წყლის ტემპერატურა 30-45 oC) ან კიდევ ჩაძირვის მეთოდით 15-12 წუთით. მორწყვებს შორის აუცილებელია სუბსტრატის გაშრობა. როგორც პრაქტიკამ აჩვენა შუშის ქილაში (კოლბაში) რენანტერა უკეთ იზრდება და ეს მორწყვის მეთოდის უპირატესობაითაა განპირობებული.
დანამვა: ეს ორქიდეა საჭიროებს ფესვების და მცენარეს ვიზუალური ნაწილის რეგულარულ დანამვას. განსაკუთრებით ეს ეხება ზაფხულის პერიოდს, რადგან ძალიან ცუდად აისახება ძალიან მშრალი ჰაერი ფესვების და ფოთლების ზრდაზე. ზამთარში და შემოდგომით რეკომენდირებულია დანამვა მხოლოდ ფესვებზე. ამ პროცედურის ჩატარება უკეთესია 2 დღეში ერთხელ. ვიზუალური ნაწილის დანამვის დროს ყურადღება უნდა მიექცეს, რომ წყალი დიდი ხნით არ გაჩერდეს ფოთლების უპეებში და მცენარეს ზრდის ადგილზე, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ლპობა და ფოთლების დაკარგვა. ზრდის ადგილის ლპობა უდრის რენანტერა მონახიკას სიკვდილს, რადგან ეს ორქიდეა მონოპოდიალურია და ზრდის ადგილი აქვს ერთი. როდესაც ზრდის ადგილი ულპება, ორქიდეა უკვე ვეღარ შეძლებს ზრდას. ყოველი შესხურებისას, გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად უნდა გაუწმინდოთ ყველა ფოთოლი და ზრდის ადგილი ქაღალდის ხელსახოცით. შესხურების ნაცვლად ეს ორქიდეა შეგიძლიათ ცხელი დუშის საშუალებით მორწყოთ. ეს სასიკეთოდ მოქმედებს მცენარის ზრდაზე და განვითარებაზე. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 30-45 oC.
კვება: მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით საჭიროა რეგულარულად კვებოთ სასუქით. ორქიდეები, რომლებიც იზრდებიან დაკლეტკილ ქოთნებში, სასუქს აძლევენ ყოველ კვირას. უკეთესია თუ კვებას მონაცვლეობით მისცემთ, ერთ ჯერზე წყალში გახსნილი სასუქით მხოლოდ ფოთლებზე დანამვის საშუალებით, ხოლო მეორე ჯერზე - ფესვების დანამვის გზით. ეს დაეხმარება რომ არ მოხდეს ორქიდეაზე მარილების დაგროვება. თუ ორქიდეა გყავთ შუშის
ქილაში (კოლბაში), უკეთესია სასუქის მცირე დოზებით მორწყოთ თითოეული მორწყვის დროს. სასუქის მოჭარბებული დოზა ნეგატიურად აისახება Renanthera monachica-ს ფესვებზე, ისინი შავდებიან, ხდება სლიპინა და კვდება. სასუქი უნდა მისცეთ მხოლოდ სპეციალიზებური, რომელსაც აწერია „ორქიდეებისათვის“, რადგან სხვა ოთახის მცენარეებისთვის განკუთვნილი სასუქები სასარგებლო მინერალების დოზა რამდენადმე განსხვავებულია და დოზა გაცილებით დიდია, ვიდრე სჭირდება რენანტერა მონახიკას.
მოსვენების პერიოდი: რენანტერა მონახიკა ყვავილობისთვის სტიმულაციას არ საჭიროებს.
ყვავილობა: ყვავილობს გაზაფხულზე.
ყვავილობის შემდეგ: ჩაყვავილების შემდეგ აშორებენ საყვავილე ტოტს.
გამრავლება: სახლის პირობებში ეს ორქიდეა მხოლოდ შვილების საშუალებით ამრავლებენ, რაც ძალიან იშვიათად ხდება. თუ მოხდა სასწაული და ამოიტანა შვილი, როგორც კი ამ შვილის ფესვები მიაღწევს სიგრძნით 5 სმ-ს, შეგიძლიათ მოაშოროთ დედა მცენარეს და გადარგოთ დამოუკიდებლად.
სუფთა ჰაერზე არსებობა: უკიდურესად არ არის რეკომენდირებული Renanthera monachica ღია ცის ქვეშ. დააკლიკეთ სახელზე ჩვენი ჯგუფი ფეისბუქში yvavilebi.ge რედაქტორი: ლელა ჩიტაშვილი