საგაზაფხულო კვება პიონებისათვის

სხვადასხვა ფერის და ზომის დიდებული პიონები ნებისმიერი ბაღის მშვენებაა.იმისათვის რომ ეს ყვავილი დიდი ხნის განმავლობაში ახარებდეს თვალს,კარგად იზრდებოდეს და სრულყოფილად ვითარდებოდეს - ესაჭიროება სწორად მიწოდებული სასუქი,გაზაფხული ამ პროცედურისათვის შესაფერისი დროა.

სიცოცხლის პირველ წლებში პიონის ბუჩქები თავისუფლად შეძლებენ მინერალური სასუქის მიწოდების გარეშე ზრდას,პირველ წელს მცენარეს უნვითარდება ფესვთა სისტემა და მწვანე მასა. ამ პერიოდში პრიორიტეტულია ფესვგარეთა კვება.

პიონების ფესვთარეთა კვება გაზაფხულზე ამ მეთოდს იყენებენ უქარო ამინდში - შემაფრქვეველის მეშვეობით მცენარეს ასხურებენ სასუქის ხსნარს.შესხურება უნდა მოხდეს 2 კვირის ინტერვალით.კვება სულ სამ ეტაპად უნდა ჩატარდეს.

1. პირველ შესხურებას ატარებენ პიონის მიწისზედა ნაწილის გამოჩენის პერიოდში,ის უნდა დაამუშავოთ კარბამიდის ხსნარით (50 გრ 10 ლიტრ წყალზე).

2. მეორე შესხურებისას კარბამიდის ხსნარს ემატება კომპლექსური სასუქი მიკროელემენტებით,დოზირება ინსტრუქციის მიხედვით.როგორც წესი,ეს უნდა იყოს უფრო ნაკლებად კონცენტრირებული ხსნარი,ვიდრე ფესვების კვებისათვის განკუთვნილი.

3. მესამე პროცედურის დროს 10 ლიტრ წყალში გახსენით კომპლექსური მინერალური სასუქი (ინსტრუქციის მიხედვით).ფესვების სტიმულაციისათვის პიონებს ასევე რწყავენ ჰეტეროაუქსინით (2 ტაბლეტი 10 ლ წყალში).ახალგაზრდა ყლორტების განვითარებისათვის იყენებენ ნატრიუმის გუმატს(5 გრ 10 ლ წყალში) - მას ბუჩქის გარშემო ორმოში ასხამენ.ფესვების უკეთ განვითარებისათვის პირველ ორ სეზონზე აცლიან კვირტებს.

პიონების საგაზაფხულო მინერალური კვება

სიცოცხლის მესამე წელს პიონი გადაიქცევა ფუშფუშა ბუჩქად და იწყებს უხვ ყვავილობას.დგება დრო მორწყვისას მიაწოდოთ მინერალური სასუქი.ნაკლებწვიმიან პერიოდში მის რაოდენობას ამცირებენ,წვიმიანში კი - პირიქით.გაზაფხულ-ზაფხულის განმავლობაში საკმარისა კომპლექსური სასუქის სამჯერ მიწოდება.

პირველი ეტაპი - აზოტ-კალიუმიანი სასუქის მიწოდება პიონებისათვის.ერთი ბუჩქისათვის საკმარისია 10 გრ აზოტი და 15 გრ კალიუმი. სასუქი ბუჩქის გარშემო დაყარეთ,წყალთან შერევისას აუცილებელი ნივთიერებები ნელა ჩააღწევენ ფესვებში.

მეორე ეტაპი - აზოტ-ფოსფორ-კალიუმიანი სასუქი(8-10 გრ აზოტი,15-20 გრ ფოსფორი,10-15 გრ კალიუმი). ამ სასუქის შეტანა ხდება კვირტების ჩამოყალიბების პროცესში,იგი მნიშვნელოვანია ყვავილობისათვის.

მესამე ეტაპი - ფოსფორ კალიუმიანი სასუქი.ყვავილობის დამთავრებიდან 15 დღეში პიონებს მიეწოდება ფოსფორ-კალიუმიანი სასუქი (15-20 გრ ფოსფორი,10- 15 გრ კალიუმი).ასეთი კვება მნიშვნელოვანია მომავალი წლის კვირტების ჩასახვისათვის და შემდეგი სეზონის უხვი ყვავილობისათვის.ასევე ზამთრის უკეთ გადასატანად.

სასუქის მიწოდება უმჯობესია შეათავსოთ მორწყვასთან.ამისათვის გამოიყენეთ ხანმოკლე მოქმედების პოპულარული თხევადი სასუქები.ასევე კარგია მშრალი გრანულები,რომლებსაც ფლავენ ნიადაგში,ბუჩქის ძირებში.

8 წლის ასაკის პიონის ბუჩქი მეტ მინერალებს საჭიროებს,ამიტომ ბუჩქის ზრდასთან ერთად ზრდიან მათ რაოდენობასაც. (1. სასუქის მიწოდება შეათავსეთ მორწყვასთან)

პიონების საგაზაფხულო კვება ორგანული სასუქით ორგანული სასუქები პიონს საშუალებას აძლევს უხვად იყვავილოს,ის აუცილებელია ზრდასრული ბუჩქებისათვის. სრულფასოვანი ორგანული სასუქის მოსამზადებლად ძროხის ახალი ნაკელი უნდა გაიხსნას წყალში,დაემატოს ცოტა ქათმის სკინტლი და 10 დღე დაიდგას. მიღებული ნარევი უნდა დაუსხათ ბუჩქს,სხნარი არ უნდა მოხვდეს ფესვის ყელს.მცენარის გარშემო ამოთხრილ ორმოში ფრთხილად ჩაასხით სასუქი ბუჩქიდან 25 სმ-ის დაშორებით.საკმარისია სეზონზე ერთი ასეთი კვება,კვირტების ჩამოყალიბების პროცესში.

არ დაივიწყოთ თქვენს პიონებს დროულად მიაწოდოთ სასუქები გაზაფხულზე,ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია მისი მოვლის პროცესში,რომ მათ უხვად იყვავილონ. ჩვენი ჯგუფი ფეისბიქზე: yvavilebi.ge
 

21 April 0 1 885
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно