ბოსტნეულის სასუქად საფუარის გამოყენება კარგ შედეგს გვაძლევს

ბოსტნეულის კარგი მოსავალი ყოველთვის დიდი სიხარულია მებოსტნეებისათვის.რას არ აკეთებენ ისინი ამისათვის - ბარავენ,ამონტაჟებენ წვეთოვანი მორწყვის სისტემას,ყიდულობენ სხვადასხვაგვარ სასუქს და სხვა.

ყველამ არ იცის, რომ სასუქად შესაძლებელია გამოიყენოს ჩვეულებრივი პურის საფუარი.რა სარგებლობა მოაქვს საფუარს და როგორ უნდა გამოიყენოთ მოგითხრობთ სტატიაში.

საფუარის სასარგებლო თვისებები როგორც წესი,საფუარის შემცველი სასუქის მიწოდების შემდეგ მცენარეების გარეგნული იერი შესამჩნევად უმჯობესდება უკვე მესამე დღიდან.სწორედ ამიტომ ბევრს უყვარს მისი გამოყენება.მცენარის ფოთლები უფრო მკვეთრ ფერს იღებს,ჩითილი უფრო მდგრადია,ნაყოფი კი უფრო ადრე იწყებს გამოსკვნას.რით არის გამოწვეული ასეთი ეფექტი?

საქმე იმაშია,რომ საფუარის დუღილის პროცესში 10-12 დღით ადრე წარმოიქმნება ფესვის მასტიმულირებელი ნივთიერებები,ფესვთა სისტემა უფრო ხშირია.გარდა ამისა,საფუარს აქვს თვისება გააძლიეროს ნიადაგის სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმების გამრავლების პროცსი,მათი მეშვეობით კი სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანული ნივთიერებები სწრაფად იშლება და მიეწოდება მცენარეს.შედეგად მზარდი კულტურა სწრაფად ინვითარებს ვეგეტატიურ მასას,ითვისებს აზოტს და ფოსფორს.საფუარის სისტემატიური მიწოდებით ჩითილი უფრო ნაკლებად იწელება,სწრფად იზრდება,მცენარეები კი უფრო ამტანი და ჯანმრთელია.

საფუარის სასუქად გამოყენების დროს არ უნდა დაივიწყოთ რომ ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო.ეს იმას ნიშნავს რომ ამ სხნარის გამოყენება არ შეიძლება გადაჭარბებით,ეს გამოიწვევს ნიადაგის სწრაფ გამოფიტვას და ნაყოფიერი ნიადაგი უსიცოცხლო გახდება,საფუარის გამოყენება კი უკვე ეფექტს აღარ მოგცემთ.ამის თავიდან ასაცილებლად საფუარიანი სასუქი არ უნდა გამოიყენოთ წელიწადში ორზე მეტად.

რომელ მცენარეს არგებს საფუარი ასეთი სასუქი პრაქტიკულად ყველა მცენარეს უხდება,თუმცა არის გამონაკლისებიც.საფუარიან სასუქზე ყველაზე უკეთ რეაგირებს: კიტრი,სხვადასხვა ძირხვენეული,პომიდორი,პარკოსნები,მწვანილი და ბულგარული წიწაკა.ასეთი სასუქი მოსწონს ხეხლს და ბუჩქოვან მცენარეებსაც - ფოთლოვანი კვება აჩქარებს მათ ზრდას და სრულყოფილ განვითარებას.კალმები ბევრად უკეთ დაფესვიანდება,ფესვები უფრო ძლიერ განვითარდება.

ამ სასუქზე კარგად რეაგირებს ზოგიერთი კენკროვანი კულტურაც,განსაკუთრებით მარწყვი.თუ საფუარიანი წყლით მოვრწყავთ მის ბუჩქებს გადარგვის დროს,ისინი უკეთ შეეგუება ახალ ადგილს,ნაკლებად დაავადდება და სწრაფად განვითარდება.

საფუარიანი სასუქი ვნებს კარტოფილს,ნიორს,ხახვს - ამის გამო ისინი წყლიანი და უგემური ხდება.
ჩითილის კვება საფუარიანი კვება ჩითილს უფრო ხასხასა ფერს სძენს,უკეთ უნვითარებს ფესვებს,ბევრად ამტანს ხდის დაავადებების მიმართ.

საუკეთესო ვარიანტია საფუარიან სასუქში ცოტაოდენი ნაცრის შერევა.ასეთი ხსნარით მორწყვა ხდება სეზონში ორჯერ: პირველი ნამდვილი ფოთლების გამოჩენისას და ღია გრუნტში გადატანის დროს.ზოგ შემთხვევაში დასაშვებია საფუარიანი სასუქის კიდევ ერთხელ მიწოდება,ვიდრე ნაყოფი გამოსკვნას დაიწყებს.

საფუარიანი სასუქის მომზადება 10 ლიტრ წყალში უნდა გაიხსნას ან 100 გრამი მშრალი,ან 200 გრამი ჩვეულებრივი საფუარი.მიღებული სხნარი კარგად უნდა ურიოთ ვიდრე საფუარი მთლიანად არ გაიხსნება.ჩვეულებრივი საფუარის გამოყენებისას ხნარი შეგიძლიათ მაშინვე მოიხმაროთ,მშრალი საფუარის შემთხვევაში კი ნარევი უნდა დადგათ ერთი დღე-ღამის განმავლობაში თბილ ადგილზე.

სასუქის მომზადება კიდევ შეიძლება ასე: 10 ლიტრ წყალში გახსენით 10 გრამი მშრალი საფუარი,5 ს/კ შაქარი,1 ჭიქა ხის ნაცარი და ქათმის სკინტლის ხსნარი.მიღებული ხსნარი კარგად მოურიეთ და რამოდენიმე საათი გააჩერეთ თბილ ადგილზე.ასეთი ხსნარის გამოყენება განსაკუთრებით კარგია საღამოს მოსარწყავად,ის მცენარეს მოამარაგებს სასიცოცხლოს აუცილებელი კალციუმით და კალიუმით. ჩვენი ჯგუფი ფეისბუქში: yvavilebi.ge

20 April 0 1 321
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно