ფელიცია ასტრისებრთა ოჯახიდან

Felicia tenella ასტრისებრთა ოჯახი (asteraceae),განათების რაჟიმი - მზიანი ადგილი.

ვერ იტანს გვალვას,საჭიროებს ნოყიერ ნიადაგს.

წარმოშობის ადგილი: სამხრეთ აფრიკა.

ბინადრობს სანაპირო დიუნებში,წყალთან ახლოს.

განვითარების ციკლი: ერთწლიანი მცენარე.

ნიადაგი: PH სუსტადმჟავე რეაქციის.ნიადაგის მექანიკური შემცველობა: მსუბუქი ან თიხნარი ნიადაგი.

დარგვა და გამრავლება: გამრავლების მეთოდი: მრავლდება თესლით.დაჩითილების გარეშე.
დათესვის დრო: მაისი. მცენარეებს შორის დაცილება: 25 სმ.

მოვლა: ვერ უძლებს გვალვებს,საჭიროებს კარგ მორწყვის რეჟიმს.

უყვარს ნოყიერი ნიადაგი,კარგად რეაგირებს სასუქის მიწოდებაზე.

სიმაღლე: 5-25 სმ.ფერთა გამა: თეთრი,ციფერი,იასამნიფერი.

ყვავილობის დრო: ივლისი. ყვავილედი: ქოლგა,შედგება 3-4 რიგი თანაყვავილედი ფურცლებისაგან,შუაგულში ყვითელი მილისებური ყვავილებით და განაპირა ვიწრო ყვავილის ფურცლებით - თეთრი,ცისფერი ან იასამნისფერი.

ფოთლების ფერი და ფორმა: ფოთლები მორიგეობითია,წვრილი,ვიწრო,კიდეებში ბუსუსებიანი.

მცენარეს აქვს ფუშფუშა,დატოტვილი ფორმა,40-50 სმ. სიგანით. გამოყენება: ირგვება ბორდიურების,ქვიანი ბაღების,წყალსატევების ნაპირებზე.
ჩვენი ჯგუფი ფეისბუქში: yvavilebi.ge თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

19 April 0 576
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно