წვიმის წყალი მცენარეებისათვის

მიგიქცევიათ ყურადღება მცენარის ფოთლების ფორმებისათვის? ველურ ბუნებაში თვითოეული მათგანი არსებობას ახერხებს თავისი უნარით - მოიპოვოს და დააგროვოს ტენი,ან განთავისუფლდეს მისგან სიჭარბის შემთხვევაში.როგორ ახერხებენ მცენარეები ამ პროცესის რეგულირებას?

ტროპიკული კლიმატის რეგიონებში თავსხმა წვიმები მოდის,რომლებიც ყველაფერს რეცხავს.ასეთ პირობებში მცენარეები ცდილობენ შეამცირონ წვიმის დამანგრეველი გავლენა.ასეთ კულტურებს აქვს ფოთლის თავისებური სტუქტურა.

არსებობს რამოდენიმე სახის ადაპტირება:

1. მყარი კარკასი

2. მკვრივი,პრიალა,მცირე ზომის ზედაპირი

3. მრავალრიცხოვანი ნასვრეტი

4. უნარი - მოიკეცოს ვიწრო ზოლად

5. პერპენდიკულარული განაპირა ძარღვები

6. წვეთოვანი აგებულება

განვიხილოთ ყველა ცალ-ცალკე

მყარი კარკასი ალოკაზიას ფოთლები ამისი საუკეთესო მაგალითია.შთაბეჭდილება გექმნებათ რომ ეს რთული კონსტრუქცია შექმნილია არქიტექტორის ნახაზის მიხედვით.მკვრივი,გასქელებული მთავარი ძარღვი ფოთლის მთელი სიგრძის გაყოლებაზესაყრდენს ქმნის,მისგან გამოდის განშტოებები,რომლებიც იცავს განაპირა სიბრტყეებს.კიდეებზე დაყვება ფართო შესქელებული ზოლი.კონსტრუქციის შუალედებში გადაჭიმულია ფოთლის ქსოვილი.ეს პრინციპი გამოიყენება თანამედროვე ტურისტული კარვების აგებისას.

მკვრივი ზედაპირი

ტროპიკული მცენარეების ფოთლები არ არის დიდი ზომის,მათი ზედაპირი პრიალა და მტკიცეა.ასეთი ზედაპირიდან წყლის წვეთები ადვილად ჩასრიალდება ფოთლის დაზიანების გარეშე.მაგალითისათვის ავიღოთ მაგნოლია,ქარიან ამინდში მის მახლობლად დგომისას გაიგონებთ კონსერვის ქილების ჩხრიალის მსგავს ხმას.

მრავალრიცხოვანი ნასვრეტები ფილოდენდრონები და მონსტერები ძარღვებს შორის სხვადასხვა ფორმის ჭრილებით ებრძვიან ჭარბი წყლის დაგროვებას.წყალი ადვილად იწურება თავისებურ ‘’საცერში’’ და არ აზიანებს ფოთოლს.

მოკეცვის უნარი

მჟაველას და მორცხვ მიმოზას ფოთლის ფუძესთან აქვთ რეცეპტორიანი ბუსუსები.ისინი მყისიერად რეაგირებენ ამინდის ცვლილებაზე.ფოთლები ვიწრო ზოლად იკეცება,წვიმის ნაკადი სიძლიერის მიუხედავად არ აზიანებს ფოთლის ფირფიტებს.

პერპენდიკულარული აგებულება

ბანანის უზარმაზარი ფოთლები ბუნებამ ჭკვიანურად შექმნა.მისი გვერდითა ძარღვები ძირითადისაგან 90 გრადუსიანი კუთხით არის განლაგებული და ერთმანეთს საერთოდ არ ეხება.ფოთლის ქსოვილი მათ შორის წვნიანი და ელასტიურია.მსხვილი წვეთები და ძლიერი ქარები ადვილად ხევეს ძარღვებს შორის არსებულ ფოთლის ზედაპირს და ფოჩებად აქცევს.ამასთან ძირითადი გამტარი ‘’არტერიები’’ ხელუხლებელი რჩება.მცენარე თავისუფლად აგრძელებს ზრდას და განვითარებას,მის არსებობას ზიანი არ ადგება.

წვეთოვანი აგებულება ცალკეული ეგზემპლარების მოზრდილი ფოთლები ზიგზაგისებურად არის შეჭრილი,მათ წვერებს აქვთ წვეთოვანი აგებულება.ამის დამსახურებით წყალი სწრაფად ჩამოიწურება და მცენარე მშრალი რჩება.ასეთი აგებულება აქვს ყველა სახის პალმას.ამ ხეების ტანი დაფარულია უხეში ბოჭკოთი,რომელიც შეიცავს კაჟმიწას.ის პრაქტიკულად არ სველდება წვიმის დროს.

წყალსატევებთან და წყალში მზარდ კულტურებს აქვთ განსაკუთრებული აგებულება.დუმფარას,წყლის ვაზს,წყლის შროშანს თხელი,უჯრედების 2-3 შრისაგან შემდგარი ფოთლის ფირფიტები აქვს.ცალკეულ სახეობებს (წყლის ვარსკვლავას) ძლიერად დაკბილული.ღეროები გამოირჩევა მექანიკური ქსოვილის არარსებობით,ამის ხარჯზე ძლიერი მოქნილობა აქვთ.დიდი ზომის ფოთლები ინტენსიურად თავისუფლდებიან ჭარბი ტენისგან.

დაჭაობებული ნიადაგის მცენარეებს აქვს ნაზი,დიდი ზომის ფოთლები,უჯრედული შრეების მრავალი ფენით.ორმხრივად განლაგებული არხები დიდი რაოდენობით წყალს აორთქლებს.ფესვები ზედაპირულია.

ტროპიკული ფლორის მრავალი წარმომადგენელი ჩვენი ფანჯრის რაფებზე ბინადრობს.იმისათვის რომ წარმატებით გავზარდოთ,უნდა ვიცოდეთ ყველა მცენარის თავისებურება,მათი ზრდის პირობები.

19 April 0 960
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно