ბეგონია ელატიორის მოვლა სახლის პირობებში

ბეგონია ელატიორი - ერთერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა,ის ხშირად ერევათ ბოლქვიან ბეგონიაში.თუმცა ამ მშვენიერი ყვავილის ეს სახეობა ჰიბრიდულია,ის მიიღება ბოლქვიანი ბეგონიის და სოკოტრას (ენდემური ჯიში კუნძ.სოკოტრა) ბეგონიის შეჯვარებით.

ამ მცენარეს აქვს განსაცვიფრებლად ეფექტური გარეგნობა.მას აქვს მკვეთრი შეფერილობის ლამაზი ყვავილები,რომლებიც მკაფიოდ გამოიკვეთებიან პრიალა,მწვანე ფოთლების ფონზე.ეს მართლაც ეფექტურია.ასეთ ბეგონიას ხშირად საჩუქრად მიართმევენ,ბანალური თაიგულის სანაცვლოდ.

ბეგონია ელატიორის მოვლა სახლის პირობებში საკმაოდ კაპრიზული მცენარეა და მისი მოვლა საკმაოდ შრომატევადია.ეს ბეგონია უკიდურესად ნაზია და ნეგატიურად რეაგირებს მოვლის პირობების ნებისმიერი გაუარესებისაკენ.ცუდად იტანს სტრესულ სიტუაციებს.

გადარგვა და ნიადაგის ნაზავი

ნიადაგი უნდა იყოს მსუბუქი,წყალ და ჰაერგამტარი.აუცილებელია გაუკეთოთ კარგი სადრენაჟე ნასვრეტები,სქელი სადრენაჟე ფენა,იმისათვის რომ ქოთანში არ ჩაგუბდეს წყალი.

რადგან ბეგონიას ნაზი და ფაქიზი ფესვები აქვს,რომელთა დაზიანებაც ძალიან ადვილია გადარგვისას,ამიტომ ის უნდა გადასვათ თავისივე მიწის გუნდით,რომ აიცილოთ თავიდან ფესვების დაზიანება.

მორწყვა: მორწყვის რეჟიმი საკმაოდ ზომიერი უნდა იყოს,ირწყვება დიდი სიფრთხილით მას შემდეგ როცა ნიადაგი კარგად შეშრება.შემოდგომაზე და ზამთარში არამხოლოდ მორწყვა უნდა შემცირდეს,არამედ წყლის რაოდენობაც.ზაფხულის პერიოდში რეკომენდებულია ფოთლებზე წყლის შესხურება პულვერიზატორიდან.ეს პროცედურა მხოლოდ საღამოობით უნდა ჩაატაროთ.

ტემპერატურული რეჟიმი

+ 21 -დან +25 გრადუსამდე ბეგონია თავს შესანიშნავად გრძნობს.ამ მცენარეს ძალიან უყვარს სითბო და ნეგატიურად რეაგირებს ტემპერატურის დაწევასა და ყინვებზე.დაიცავით ბეგონიას ქოთანი ცივი ჰაერის ზემოქმედებისაგან, და ორპირისაგან.

განათება

განათება დიდ როლს თამაშობს მცენარის ზრდა განვითარებაში.მისი უხვი ყვავილობისათვის საჭიროა კარგი განათება,მაგრამ ამასთან სინათლე გაფანტული უნდა იყოს და არა პირდაპირი.ნუ დაუშვებთ ფოთლებზე პირდაპირი მზის სხივების მოხვედრას,ბეგონიას ნაზ ფოთლებს საღამოს ან დილის მზეც ადვილად წვავს.

ზედმეტად მკვეთრი სინათლის შემთხვევაში მცენარე დეკორატიულობას დაკარგავს,რადგან დაუწვრილდება ყვავილები,შემცირდება ყვავილის ფურცლების რაოდენობაც.

ხანგრძლივი და უხვი ყვავილობისათვის დროულად შეაცალეთ უკვე დაყვავილებული ყვავილები.

სასუქი ნიადაგში სასუქის შეტანა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მოხდეს.კარგია მინერალური სასუქები.ორგანული სასუქი არ არის რეკომენდებული,რადგან დიდი რაოდენობით ორგანული აზოტი ნეგატიურად იმოქმედებს მცენარეზე.ტოტები და ყლორტები ხდება ადვილად მტვრევადი,წვნიანი და გამჭვირვალე,ადვილად ზიანდება,შეიძლება გაჩნდეს სიდამპლე.კვირტები და ყვავილებიც კარგავენ თავის ეფექტურ გარეგნობას,ყვავილობა კი ისე უხვი აღარ არის.

გამრავლების მეთოდები

ამ სახეობის ბეგონიას გამრავლება შესაძლებელია დაკალმებით ან დათესვით. დათესვა ხდება წლის ნებისმიერ დროს,თუმცა სპეციალისტები გირჩევენ ბეგონია გაზაფხულზე დათესოთ.

კალმებისათვის აჭერით უფრო ხანდაზმული ტოტები,რადგან ისინი უფრო ამტანია და მდგრადია დაავადების გამომწვევი ბაქტერიების მიმართ.ასეთი კალმები სწრაფად ფესვიანდება არა წყლიან ჭიქაში ან ნიადაგში,არამედ პერლიტში,ვერმიკულიტში ან ხავს სფაგნუმში.ამასთან,ყველა მათგანს აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი.

დაკალმება რეკომენდებულია გაზაფხულზე და ზაფხულში.ხშირად ამ მეთოდს მეყვავილეები მცენარის გასაახალგაზრდავებლად იყენებენ.თუ თქვენ მცენარეს კალმიდან გაზრდით ის საჭიროებს გამუდმებით თავის წაწყვეტას,რომ ხშირი და დატოტვილი გაიზარდოს.

მავნებლები და დაავადებები ბეგონია ელატიორი ხშირად ავადდება ნაცროვანი სოკოთი.ის ხშირად ჩნდება მაშინ,როდესაც ოთახში ზედმეტად მაღალი ტენიანობაა.

პირველივე ნიშნების გაჩენისთანავე დაამუშავეთ მცენარე ფუნგიციდით და შესაბამისი მოქმედების მქონე სხვა პრეპარატებით.

თუ ქოთანში გუბდება წყალი ეს იწვევს ფესვთა სისტემის ლპობას.ხოლო იმ შემთხვევაში თუ დაყვავილებულ ყვავილებს რეგულარულად არ მოაცილებთ ,შესაძლოა წარმოიშვას რუხი სიდამპლე.ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ პროფილაქტიკური მიზნით მოსარწყავ წყალს ემატება ფიტოსპორინი.

მოვლის წესები მოსვენების პერიოდში

ოთახის პირობებში ბეგონია ელატიორის მოვლისას მნიშვნელოვანია მისი მოვლის წესების ცოდნა მოსვენების პერიოდში,რომელიც წელიწადის ცივ პერიოდს ემთხვევა.

პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოთ ტემპერატურულ რეჟიმს.მცენარე უნდა იდგას ისეთ ადგილზე სადაც ტემპერატურა სტაბილურად +18-20 გრადუსის ფარგლებში იქნება.ოთახში ტემპერატურა +18 გრადუსზე დაბლა არ უნდა ჩამოდიოდეს,ეს მცენარის დაღუპვას გამოიწვევს.

ასევე მნიშვნელოვანია მცენარის სწორად მორწყვა.მორწყვის სიხშირე სამჯერ უნდა შემცირდეს ზაფხულის რეჟმთან შედარებით.ზამთარში არ არის რეკომენდებული ფოთლების დანამვა და შესხურება.

ხშირად,ზამთრის მიწურულს,მცენარე კარგავს თავის ეფექტურ გარეგნობას.ამიტომ საჭიროა კარგად გაისხლას ბეგონია,ისე რომ 7-8 სანტიმეტრის სიგრძის ტოტები დარჩეს.

ადრე გაზაფხულზე რეკომენდებულია ზრდის სტიმულატორების,მაგალითად ცირკონის ან ეპინის გამოყენება.სასურველია მონაცვლეობით.ამით თავიდან აიცილებთ მრავალ პრობლემას,რომელიც თან ახლავს ამ ბეგონიის ზრდის პროცესს.

სწორად მოვლის და აუცილებელი პირობების შექმნის შემთხვევაში ბეგონია ელატიორი ნებისმიერი ინტერიერის მშვენება გახდება.როდესაც მისი მომხიბლავი ყვავილები გაიშლება,მიხვდებით რომ მისთვის გაწეული შრომა ფუჭი არ იყო. ჩვენი ჯგუფი ფეისბუქში: yvavilebi.ge ასევე ყვავილების მოვლა და მათი მეთოდები
 

19 April 0 1 067
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно