ტიტას დაავადებები და მოვლის თავისებურებები

ტიტა (Tulipa) შროშანისებრთა ოჯახის ბოლქვიანი,მრავალწლიანი მცენარეა,ის დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც მოყვარულებს ისე სპეციალისტებს შორის.ეს შესანიშნავი ყვავილი შუა აზიიდანაა,მისი მოშენება სპარსეთში დაიწყეს,თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა მან თურქეთში მოიპოვა.1554 წლიდან ტიტა გამოჩნდა ევროპაში,უფრო ზუსტად კი აუგსბურგში,ამ დროიდან დაიწყო მისი გავრცელება ევროპის ტერიტორიაზე.ის ყოველწლიურად უფრო პოპულარული ხდებოდა,ტიტულოვანმა ადამიანებმა მისი სხვადასხვა ჯიშის კოლექციონერობა დაიწყეს.ისინი ზღაპრულ თანხებს იხდიდნენ ახალ ჯიშებში.მათ რიცხვში შედიოდა: კარდინალი რიშელიე,გრაფი პაპენგეიმი,ვოლტერი,იმპერატორი ფრანც II და ლუი XVIII.ვერსალის სასახლეში ე.წ ‘’ტიტების დღესასწაული’’ ეწყობოდა.

ყველაზე მეტად ტიტას აღმერთებდნენ ჰოლანდიაში,პრაქტიკულად ქვეყნის ყველა მაცხოვრებელი დაკავებული იყო ტიტების მოშენებით,გამოიყვანეს ახალი ჯიშები,რომლებსაც სხვადასვა ქვეყანაში ყიდიდნენ საკმაო თანხის საფასურად.მალე ყველა ჩაერთო ყიდვა-გაყიდვაში,თუმცა ერთ დღეს ყველაფერი დასრულდა როცა შეთავაზებებმა მოთხოვნილებას გადააჭარბა.სულ მალე კი ახალი კანონის თანახმად ტიტებით ვაჭრობა აიკრძალა.

შავი ფერის ტიტა სელექციონერების ყველაზე წარმატებულ ქმნილებად ითვლება.XVII საუკუნეში გამოჩნდა ჰარლემის ჯიშის ტიტები,რომლებსაც მუქი იისფერი შეფერილობა ქონდათ.სრულიად შავი ფერის ტიტა კი გამოიყვანეს 1986 წლის თებერვალში,ნიდერლანდებში.ეს ექსპერიმენტი სამ წელს გრძელდებოდა და მისთვის 400 000 დოლარი დაიხარჯა.

მოვლის თავისებურებები იმისათვის რომ წარმატებით გავზარდოთ ეს საოცრად ლამაზი ყვავილი,აუცილებელია ვისწავლოთ მისი სწორად მოვლა.მოვლის წესები არ არის რთული და მცირე გამოცდილების მქონე მეყვავილესაც შეუძლია მისი გაზრდა.

ძირითადი წესები

1. ყვავილის ინტენსიური ზრდის დროს სასუქი ნიადაგში 3ჯერ უნდა შეიტანოთ.

2. რომელი სასუქი ესაჭიროება მცენარეს მიხვდებით მისი გარეგნული იერით.თუ ფოთლები შედარებით წვრილია და ვერტიკალურ მდგომარეობას ვერ ინარჩუნებს,მაშინ ტიტას ესაჭიროება აზოტიანი სასუქი.ფოთლის კიდეებში გაჩენილი სილურჯე კი მიგვანიშნებს ფოსფორის და კალიუმის ნაკლებობაზე.

3. დაავადებული ტიტები უნდა ამოთხაროთ ბოლქვიანად და ნიადაგი გაასტერილოთ მდუღარე კალიუმპერმანგანატიანი წყლით.

4. ყვავილის გარშემო ნიადაგი ფრთხილად დაამუშავეთ,რადგან შესაძლოა დააზიანოთ ფოთლის ფირფიტები ან ბოლქვები.

5. იმისათვის რომ მომავალ წელს ყვავილები დიდი ზომის იყოს და ბოლქვებმაც შვილეული ბოლქვები მოგცეთ გამრავლებისათვის,დაყვავილებული ყვავილი უნდა მოჭრათ ვიდრე სათესლე კოლოფი ჩამოყალიბდება.

6. ამოღებული ბოლქვები უნდა გააშროთ მოჩრდილულ ადგილზე,რადგან უკიდურესად უარყოფითად რეაგირებენ მზის პირდაპირ სხივებზე.

7. ახალი ნაკელის გრუნტში შეტანამ შესაძლოა გამოიწვიოს ბოლქვების ლპობა და სოკოვანი დაავადებები.

8. თუ ზამთარი ძალიან ცივია და თოვლი მცირე რაოდენობითაა,აუცილებელია ნიადაგის ზედაპირის მულჩირება.გამოიყენეთ ამისათვის ტორფი,ნახერხი,ნეშომპალა ან ჩალა.

9. თუ მცენარიდან ყვავილები მოჭერით,აუცილებელია რამოდენიმე ფოთოლი შეუნარჩუნოთ მას.ასეთ შემთხვევაში ბოლქვი სათანადო კვებას მიიღებს სრულყოფილი განვითარებისათვის.

10. ტიტების დასარგავად შეარჩიეთ ისეთი ადგილი სადაც ტიტა არ ყოფილა დარგული მინიმუმ 3 წლის განმავლობაში.

მავნებლები და დაავადებები ყველაზე სერიოზულ დაავადებად ითვლება ფოთლის სიჭრელის ვირუსი.ამის შემჩნევა ადვილია.არაჭრელფოთოლა ჯიშებს ფოთლებზე უჩნდება ლაქები და ხაზები.ამ დაავადების განკურნება შეუძლებელია,ამიტომ საჭიროა პასუხისმგებლობით მოეკიდოთ დასარგავ მასალას,შეიძინეთ ბოლქვები სანდო მწარმოებლებისა და გამყიდველებისაგან.ტიტების მოჭრის დროს,ყოველი ახალი ბუჩქისთვის ჩაუტარეთ ინსტრუმენტს დეზინფიცირება,რადგან ვირუსი მცენარის წვენით გადაეცემა.დაავადებული ტიტები უნდა ამოთხაროთ თავისივე მიწის გუნდასთან ერთად და გაანადგუროთ(დაწვათ).დარჩენილ ორმოში უნდა ჩაასხათ ძლიერი კონცენტრაციის კალიუმპერმანგანატის ხსნარი(მარგანცოვკა).

ტიტა ასევე ავადდება თამბაქოს ფოთლის ნეკროზით.დაავადება ამოიცნობა დაგრეხილი ღეროებით და ნაწიბურებიანი ყვავილით,ბოლქვებზეც შეინიშნება მუქი ფერის ლაქები.დაავადებული მცენარე უნდა გაანადგუროთ გარშემო არსებულ მიწის გუნდასთან ერთად.დარჩენილ ორმოში უნდა ჩაასხათ ძლიერი კონცენტრაციის ხსნარი.ხსნარის მოსამზადებლად 1 ლიტრ წყალს შეურიეთ 3 გრ ბორის მჟავა და 10 გრ კალიუმპერმანგანატი.ხსნარი ცხელი უნდა იყოს.სხნარის მაგიერ შეგიძლიათ ორმოში ჩაყაროთ ხის ნაცარი.პროფილაქტიკის მიზნით ჯანსაღი ტიტები უნდა დაამუშავოთ ფუნდაზოლით.

ტიტები ავადდებიან სოკოვანი დაავადებითაც.მაგალითად ფესვების,სველი,რბილი,რუხი,თეთრი ან ბოტრიტიოზული ლპობით.გაზაფხულის წვინმიან პერიოდში ტიტები განსაკუთრებით ადვილად ავადდებიან ამ დაავადებებით.დაავადების მიზეზის მიუხედავად პროფილაქტიკური სამუშაოები ერთნაირია: ნიადაგი კარგად დრენირებული უნდა იყოს.ტიტებთან ერთად უნდა დარგათ ისეთი მცენარეები,რომლებიც გამოყოფენ ფიტონიციდებს,მაგალითად: კალენდულა,ნასტურცია,ხავერდა ან მდოგვი.ასევე საჭიროა ნიადაგის დამუშავება ფუნგიციდით (1 ლიტრ წყალზე 2 გრ ნივთიერება).

მცენარეზე შესაძლოა დასახლდნენ მეწამული ხვატარები,ლოკოკინები,მღრღნელები,მახრასებრნი,ლოქორები,ხასვის ფესვების ტკიპა.ტკიპას მოშორება შეიძლება შემდეგი მეთოდით: ბოლქვები 5 წუთით უნდა მოათავსოთ ცხელ წყალში(35-40 გრადუსი).ზრდის პერიოდში დაავადებული მცენარე კი უნდა დაამუშავოთ 2% ‘’როგორ’’-ის ან ‘’კელტან’’-ის ხსნარით.თუ

შედეგს ვერ მიაღწევთ ბოლქვები უნდა გაანადგუროთ.ტიატას ბოლქვების ამოღების შემდეგ მის ადგილზე დათესეთ ბოლოკი ან პომიდორი,მათ ამ მავნებლების მიმართ მდგრადობა ახასიათებთ.

ხვატარებისაგან განთავისუფლება შეიძლება ნაფტალინით,ის ფოთლებს უნდა მოაფრქვიოთ.

ლოქორების და ლოკოკინების მოსაშორებლად ბაღში დაალაგეთ სხვადასხვა ნარჩენი მასალა - ფანერის,შიფერის,ფიცრის ნარჩენები.მათ ქვეშ შეძვრებიან მავნებლები,თქვენ მხოლოთ მიგიწევთ მოგროვება და განადგურება ნარჩენებთან ერთად.

მახრების მოსაცილებლად ჩაფალით მინის ქილები მიწაში სადაც წყალი ნახევრამდე უნდა ჩაასხათ,ისინი შიგ ვარდებიან და ამოსვლას ვეღარ ახერხებენ. მღრღნელების საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ ხაფანგები,ან ჩათესვამდე დაამუშავეთ ბოლქვები რკინის სურინჯით.
ჩვენი ჯგუფი ფეისბუქში: yvavilebi.ge თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

19 April 0 1 214
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно