როგორ განვსაზღვროთ თესლის ამოსვლის უნარი

ახლოვდება თესვის დრო.მებაღეები და მებოსტნეები ჯერ კიდევ არჩევენ თავის სათესლე მასალას,ამოწმებენ მარაგს,რომ გაარკვიონ რა უნდა შეიძინონ კიდევ.ზოგიერთი კი,პირიქით - აღმოაჩენენ მრავალ შეფუთვას სხვადასვანაირი თესლით,რომლებიც არაერთი წელია შენახული აქვთ.ყველასთვის ცნობილია,რომ რაც უფრო დიდხანს ინახებოდა თესლი,მით უფრო ცუდად ამოდის ის დათესვისას.სწორედ ამიტომ გამოცდილი მებაღეები ამოწმებენ არა მხოლოდ თესლის ასორტიმენტს,არამედ მის ხარისხს.როგორ გავარკვიოთ თესლის ამოსვლის უნარი,მოგითხრობთ ამ სტატიაში.

რატომ უნდა შევამოწმოთ თესლის ამოსვლის უნარი? სათესლე მასალის ხარისხის მთავარი მაჩვენებელია მისი ამოსვლის უნარიანობა.რაზეც დამოკიდებულია ამოსული ნათესის რაოდენობა - მომავალი ბოსტნეულის და ყვავილების ჩითილი,ბოსტანში ნათესის სიხშირე.რაც უფრო ახლოსაა ამოსვლის მაჩვენებელი 100%-თან,მით ნაკლები თესლია საჭირო დასათესად.

სამწუხაროდ ისეც ხდება,რომ თესლს ძალიან დაბალი ამოსვლის უნარი აქვს,ან ის საერთოდ უუნაროა.იმისათვის რომ ჩითილის მისაღებად დახარჯული შრომა არ იყოს ფუჭი,აუცილებელია შეამოწმოთ თესლის ამოსვლისუნარიანობა.ეს საშუალებას მოგცემთ განსაზღვროთ საკმარისი თესლი გაქვთ,თუ კიდევ გჭირდებათ შეძენა.

ამოსვლის უნარში იგულისხმება თესლის უნარი - მოგვცეს ნორმალური ჩითილის ნაზარდი გარკვეულ დროში,გაღივებისათვის ოპტიმალური პირობების დროს(ყველა კულტურისათვის სხვადასხვა).ამოსვლის უნარი განისაზღვრება პროცენტულად,გაღივებული თესლის შეფარდებით დათესილი თესლის საერთო რაოდენობასთან.

არსებობს ლაბორატიული ამოსვლის უნარიანობის ცნება,ეს მაჩვენებელი განისაზღვრება თესლის ინსპექციის თანამშრომლების მიერ ოპტიმალურ პირობებში და ნაჩვენებია შეფუთვაზე.ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ეგრედ წოდებული ორანჟერიული ამოსვლის უნარი.

ეს მაჩვენებელი განისაზღვრება ორანჟერიის ან დახურული გრუნტის პირობებში და ის ყოველთვის დაბალია ლაბორატორიულ მაჩვენებელზე,რადგან სახლის პირობებში რთულია თვითოეული კულტურისათვის იდეალური პირობების შექმნა.სწორედ ამიტომ არსებობს განსხვავება შეფუთვაზე მითითებულ მაჩვენებელსა და ჩვენს მიერ მიღებულს შორის.როდესაც გაზაფხულზე თესავთ რაიმეს ღია გრუნტში,თესლის ამოსვლისთვის კიდევ უფრო მკაცრი პირობები იქნება,ეს იქნება საველე ამოსვლისუნარიანობა.

სხვადასხვა კულტურის თესლს სხვადასხვა სიცოცხლისუნარიანობა აქვს.მაგალითად, ის ყველაზე ხანმოკლე აქვს(ორ წლამდე) ნიახურს,პასტერნაკს.ყვავილებს შორის სწრაფად კარგავს ამოსვლის უნარს ასტრა,დელფინიუმი,პრიმულა,სალვია,ვერბენა,გოდეცია.

2-3 წელი ინახება კამის,ოხრახუშის,თავიანი ხახვის თესლი.ამოსვლის უნარს 3-4 წელი ინარჩუნებს ფოთლოვანი ბოსტნეულის,სტაფილოს,პრასის,ბოლოკის,წიწაკის თესლი.5 წლამდე შეიძლება შეინახოთ ბადრიჯნის,პომიდვრის თესლები.ყაბაყის,კიტრის,გოგრის,კომბოსტოს,ნესვის,საზამთროსი კი 6-8 წელი.

თესლის ამოსვლის უნარიანობაზე მოქმედებს არა მხოლოდ ასაკი,არამედ მათი შენახვის პირობებიც.ამის გამო ‘’ძველი’’ თესლი შეიძლება უკეთ ამოვიდეს ვიდრე უფრო ახალი.სწორედ ამიტომ რეკომენდებულია თესლია ამოსვლის უნარის შემოწმება დათესვის წინ.

საჭიროა თუ არა თესლის მთელი მარაგის შემოწმება? მოყვარულ მებაღეობაში არსებობს თავისებურებები.თუ ფერმერი გარკვეულ ჯიშებს დიდ ფართობებზე თესავს,თესვა არაერთი დღე გრძელდება,ჩართულია ტექნიკა და ბევრი ხალხი,ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია დასათესი მასალის მაჩვენებლების ცოდნა.

მოყვარულები,როგორ წესი მრავალი სახეობის მცენარეს რგავენ,მაგრამ რამდენიმეს თვითოეული ჯიშიდან.თუ შეძენილი პომიდვრის ან კიტრის შეფუთვაში არც ისე დიდი რაოდენობის თესლია,მაშინ ეკონომიურად არამომგებიანია მისი დახარჯვა ამოსვლის უნარზე შესამოწმებლად.ასეთ შემთხვევაში უმჯობესია შედარებით ადრე დააჩითილოთ ასეთი თესლი,რომ ცუდი შედეგის შემთხვევაში დაგრჩეთ დრო ახლის დასათესად.თუ საუბარია ისეთ კულტურაზე რომელიც დიდ რაოდენობით უნდა დაითესოს(სტაფილო,ჭარხალი,მწვანილი,ყვავილის ჩითილი დიდი რაოდენობით და სხვა),ასეთ შემთხვევაში საეჭვო ამოსვლის უნარის მქონე თესლი უმჯობესია შეამოწმოთ.

შემოწმების მეთოდები არსებობს ორი ძირითადი მეთოდი თესლის შესამოწმებლად - თესლის წინასწარი გაღივება და მარილის ხსნარში შემოწმება.ნებისმიერ შემთხვევაში,გამოცდამდე თესლი უნდა დაახარისხოთ: მოაცილეთ სუსტი და აშკარად უუნარო თესლი - სუსტი,წვრილი,დამსხვრეული მარცვლები.თუ ასეთი თესლიდან მცენარე მაინც ამოვა,ის მცირე მოსავალს მოგცემთ.

გაღივების მეთოდით შემოწმება ეს მეთოდი გამოიყენება მხოლოდ იმ თესლისათვის რომელიც ამოდის მესამე - მეოთხე კვირას,ესე იგი არ მიეკუთვნება ძნელად გაღივებად თესლს და არ საჭიროებს სტრატიფიკაციას.

ყველაზე ხშირად თესლის გასაღივებლად იყენებენ სველ ხელსახოცებზე გაღივების მეთოდს.თესლს ათავსებენ ლამბაქზე ორი სველი ნაჭრის ფენის,ან ქაღალდის ხელსახოცის ან კოსმეტიკურ დისკებს შორის.

ლამბაქს მჭიდროდ ახვევენ თავზე პოლიეთილენის პაკეტს და დაგამენ ბნელ,თბილ ადგილზე.20-23 გრადუს ტემპერატურაზე მოთავსებული თესლი რამდენიმე დღე უნდა გააჩეროთ.ხელსახოცი გამუდმებით უნდა აკონტროლოთ,ის ყოველთვის ნოტიო უნდა იყოს,მაგრამ არა სველი,თორემ

თესლი დალპება. თესლის ხარისხისა და მახასიათებლებისაგან გამომდინარე პირველი ღივები შესაძლოა 4-5 დღეს გამოჩნდეს,მაგრამ ძირითადად საჭიროა 7-14 დღე სხვადასხვა კულტურისათვის.

ყველაზე ადრე ამოდის პომიდორი,კომბოსტო,ბოლოკი,გოგრისებრთა ოჯახი(ყაბაყი,კიტრი).გვიან ამოდიან სტაფილო,ოხრახუში,ხახვი,კამა.როგორც წესი გაღივების პროცესი 3-4 კვირა გრძელდება.

რაც უფრო ხანდაზმულია თესლი,მით უფრო გვიან ღივდება ის.ბევრმა მებაღემ იცის,რომ ‘’საკუთარი’’ უფრო მალე ამოდის ვიდრე მაღაზიაში შეძენილი.ეს იმის გამო ხდება, რომ აგროფირმები აშრობენ თესლს გარკვეულ ნიშნულამდე,რომ ისინი უკეთ ინახებოდეს.

თესლის ამოსვლის შემოწმების შემდეგ ხდება ამოსული თესლის რაოდენობის დადგენა.თუ 20 მარცვლიდან 16 ამოვიდა - 80% დადებითი შედეგი გაქვთ (16:20).ასევე,რაც უფრო სწრაფად ამოდის თესლი,მით მეტი ენერგია აქვთ მათ გასაღივებლად.ეს თესლის ხარისხის მეორე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.მსხვილმარცვლოვანი თესლის (ყაბაყი,პატისონი,კიტრი,გოგრა,ბარდა,სიმინდი) ამოსვლის შესამოწმებლად გამოიყენება ხის ნახერხი.ამისათვის ნახერხი 2-3-ჯერ უნდა დამდუღროთ მდუღარე წყლით,ნოტიო ნახერხი ჩაყარეთ ქოთანში ან კონტეინერში და გამოიყენეთ ჩასათესად,თესლს ზემოდანაც ნახერხი დააყარეთ,ოდნავ დატკეპნეთ,დააფარეთ პოლიეთილენი და დადეთ თბილ ადგილზე.

ზედა მეთოდის მსგავსად,საჭიროა აკონტროლოთ სუბსტრატი. ‘’რულონის მეთოდით’’ თესლის ამოსვლიუნარიანობის შესამოწმებლად გამოიყენება ქაღალდი ზომით 25:25,რომელიც რამდენიმე წამით წყალში უნდა დაასველოთ,შემდეგ ამოიღეთ და დადეთ რომ ზედმეტი წყალი გაუვიდეს.

დადეთ ქაღალდი მაგიდაზე,დააწყეთ დასათესი მასალა მწკრივებად,ისინი წინასწარ უნდა დათვალოთ.ქაღალდი დაახვიეთ რულონივით,ჩადეთ რაიმე ჭურჭელში და დადგით ბნელ,თბილ ადგილზე.აუცილებელი პირობაა - რულონში თესლი წყლის დონეზე მაღლა უნდა იყოს.გარკვეული დროის შემდეგ რულონები ამოიღეთ და დაითვალეთ გაღივებული თესლის რაოდენობა.

თესლის შესამოწმებლად გამოიყენება კიდევ ერთი მეთოდი - საკონტროლო თესვა.კოლოფში ან კონტეინერში ჩაყარეთ გრუნტი,დათესეთ თესლი,ზემოდან თხლად გადააყარეთ გრუნტის ფენა.დაატენიანეთ,დააფარეთ მინა ან პოლიეთილენის პარკი და თბილ ადგილზე დადგით.

როგორც სხვა წინა მეთოდებში,რეგულარულად უნდა შეამოწმოთ სუბსტრატის ტენიანობა,ასევე უნდა გაწმინდოთ წარმოქმნილი კონდენსატი.შედეგი გამოითვლება გაღივებული მარცვლების რაოდენობის მიხედვით.

ამ მეთოდის გამოყენებისას,სპეციალისტები ითვლიან არა მხოლოდ გაღივებული თესლის რაოდენობას გაღივების მომენტიდან,არამედ იქამდე,ვიდრე გაღივებული თესლის რაოდენობა შეწყვეტს მატებას ორი დღის განმავლობაში 1-2% ზე ნაკლებად.მიღებული ციფრებით ხდება ორიენტაცია,როგორი ამოსვლის უნარი ექნება თესლს ღია გრუნტის რეალურ პირობებში(ანუ ხდება საველე პირობებში ამოსვლის უნარის განსაზღვრა).



საკონტროლო თესვა. თესლის ამოსვლის უნარის შემოწმება მარილის ხსნარით

თესლის სიცოცხლისუნარიანობის შემოწმების მეორე მეთოდით იყენებენ მარილის ხსნარს.ჩვეულებრივ, ეს მეთოდი გამოიყენება პომიდვრის,წიწაკის,კომბოსტოს,ბოლოკის,კიტრის თესლის შესამოწმებლად.

როგორც წესი შემოწმება ხდება დათესვამდე რამოდენიმე დღით ადრე.თესლი უნდა ჩაყაროთ 3-5%-იან მარილის ხსნარში (1 ლიტრ თბილ წყალში 1 ჩ/კ მარილი) და კარგად მოურიოთ.30 წუთის შემდეგ ყველა თესლი,რომელიც ზედაპირზე ამოტივტივდება,უნდა გადაყაროთ.ფსკერზე დარჩენილი თესლი ვარგისია დასათესად.

ამ პროცედურის შემდეგ თესლი აუცილებლად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით და შეშრეს.გასათვალისწინებელია,რომ ეს მეთოდი მთლად ზუსტი არაა თუ თესლი ძლიერ გამომშრალია,მაგრამ სიცოცხლის უნარიანი.მშრალი თესლი ზედაპირზე ამოდის,თუმცა დათესვის შემთხვევაში ის გაღივდებოდა,მაგრამ გაღივების პროცესი გახანგრძლივდებოდა.

როგორ მოვიქცეთ შემოწმების შემდეგ?

როდესაც გვეცოდინება თესლის ამოსვლის უნარის მაჩვენებელი,შესაძლებელი იქნება თესვისთვის საჭირო მასალის რაოდენობის განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში მარაგის შევსება.გამოსადეგად ითვლება ისეთი სათესლე მასალა,რომლის 90% და მეტი ამოდის.ასეთი თესლი არ საჭიროებს ამოსვლის უნარიანობის გაზრდისათვის სხვადასხვა მეთოდს.თანამედროვე საშუალებები რომლებიც გამოიყენება დათესვის წინ თესლის დასამუშავებლად,ხასიათდება ასევე პროფილაქტიკური ეფექტით - ზრდის თესლის ამტანობას დაავადებებისადმი ზრდის სხვადასხვაგვარ პირობებში.

თუ ამოსვლის უნარის მაჩვენებელი 50%-ის ფარგლებშია,სპეციალისტები გვირჩევენ ორმაგი რაოდენობის სათესი მასალის გამოყენებას.

30%-იანი მაჩვენებლის მქონე თესლის გამოყენება არაგონივრულია.რათქმაუნდა იმ შემთხვევაში თუ ეს ძვირფასი ან იშვიათი მცენარის თესლი არაა,რომლის გამოზრდაც აუცილებლად გჭირდებათ.

შესაძლოა თუ არა ამოსვლისუნარიანობის გაზრდა?

გაღივების უნარის გაზრდა შესაძლებელია შემდეგი საშუალებებით:

- თუ თესლს ჩაალბობთ ზრდის რეგულატორში ‘’ეპინში’’,’’ცირკონში’’,’’HB – 101’’,პრეპარატებში ‘’პროროსტოკ’’,’’კალიუმის გუმატი’’ და სხვა.

- ხალხური მეთდებით შესაძლოა ნადნობ წყალში,ალოეს წვენში,თაფლიან წყალში,ნაცრიან წყალხსნარში დალბობა.

- ამოსვლის უნარი იზრდება თუ თესლს დაალბობთ ჟანგბადით გაჯერებულ წყალში(ბაროტირება),ასევე მათი გამოწრთობით.

თუ თქვენ დაგიგროვდათ დიდი რაოდენობით სხვადასხვა სათესი მასალა,ნუ იჩქარებთ მათ გადაყრას.გაზფხულის დადგომამდე შეამოწმეთ მათი ამოსვლს უნარიანობა,შესაძლოა ისინი ჯერ კიდევ გამოსადეგია და არ მოგიწიოთ დამატებითი ხარჯების გაწევა ახალი მასალის შესაძენად. ჩვენი ჯგუფი ფესბუქში yvavilebi.ge

16 April 0 1 023
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно