ცისთვალა-scilla ღია გრუნტში ის მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარეა


მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარეა.ადრე მიეკუთვნებოდა სუმბულისებრთა ოჯახს, მაგრამ მერე შეასწორეს და დღეს სატაცურისებრთა ოჯახში შედის. გვარში 90 სახეობაა,უმეტესობა ცხოვრობს აზიის, აფრიკის და ევროპის მთის მინდვრებში.მცენარე მაღალდეკორატიული და ყინვაგამძლეა. ასევე კარგად უძლებს დაავადებებს და ნებისმიერ პირობებში სწრაფად ადაპტირდება.

მისი ბოლქვები მრგვალი ან კვერცხისებრია მუქი ნაცრისფერი, იისფერი ან ყავისფერი ქერცლებით. ფოთლები ხაზოვანი,ფესვთან ახლოს მზარდია და ჩნდება უფოთლო საყვავილე ღერზე არსებულ მტევნისებრ ყვავილედებთან ერთად ან ცოტა ადრე. ფოთლების ერთერთი თავისებურებაა ღრუბლიან ან ცივ ამინდში მიწაზე გართხმა, მზიან ამინდში კი ვერტიკალურ მდგომარეობას იღებენ. ყვავილი ცისფერია ძირითადად, მაგრამ არსებობს იისფერი, თეთრი, მეწამული ან ვარდისფერი. ნაყოფი კოლოფია შიგ შავი თესლით.

ცისთვალა ერთერთი პირველი ყვავილობს ზაფრანას, თეთრყვავილას, ერანთუსის, სუმბულის,ყაზახას, ნარცისის, პუშკინიას, ფურისულას, ბაიას, ზამბახის ღვინას გვერდით- ადრე გაზაფხულზე, მაგრამ ზოგი სახეობა შემოდგომითაც ყვავილობს.

დარგვა - მის დარგვამდე მიწა უნდა მომზადდეს. საუკეთესო ადგილი ორგანიკით მდიდარი ნიადაგია, რომელიც შედგება ფოთლოვანი ნეშომპალის და მინერალური კომპონენტებისგან. ბაღის მიწას ურევენ ტყის მიწასაც. ნიადაგი უნდა იყოს ოდნავ ნესტიანი, მაგრამ დაჭაობებულ ადგილს და მჟავე ნიადაგს ვერ იტანს, ოპტიმალური მჟავეობა ცისთვალასთვის 6,5-7,0 უნდა იყოს, ბოლქვებს რგავენ ორმოებში 5-10სმ დაშორებით ერთმანეთისგან.სიღრმე კი 6-8 სმ.

მოვლა ბაღში - მცენარე უპრეტენზიოა. მაგრამ სჭირდება ნიადაგის ხშირი გაფხვიერება 2-2,5 სმ სიღრმეზე და სარეველების მოშორება. ირწყვება დილით, მაგრამ ყვავილს წყალი არ უნდა მოხვდეს - ასე იგი დეკორატიულობას დაჰკარგავს. კარგია მისი მულჩირებაც ნეშომპალით, მერე შედარებით ნაკლებად დასჭირდება მორწყვაც და სარეველების თხრაც.

მცენარე დადებითად რეაგირებს კომპლექსური მინერალური სასუქის შეტანაზე და უხვად ყვავილობს. კარგია, თუ ასეთ სასუქს დაამატებთ კალციუმს, რკინას, სპილენძს და მაგნიუმს.

სახეობების უმეტეობა მრავლდება თვითჩათესვით, ამიტომ თუ არ გსურთ, რომ იგი იხილოთ მთელს ბაღში, დროულად უნდა მოსცილდეს სათესლე კოლოფები.

გადარგვა - 3 წელიწადში ერთხელ იგი უნდა გადაირგას ახალ ადგილზე. დეკორატიულობა რომ არ დაჰკარგოს, იღებენ მიწიდან აშორებენ შვილეულ ბოლქვებს და სწრაფად რგავენ, რომ ბოლქვების ლპობა აიცილონ თავიდან. ამისთვის კარგი დროა სექტემბერ -ოქტომბერი.

გამრავლება - ცისთვალა მრავლდება თესლით ან ბოლქვით. რაც შეეხება თესლით გამრავლებას, ჯერ თესლი უნდა აიღოთ. ეს ხდება, როდესაც კოლოფი უკვე ყავისფერდება და გასკდომას იწყებს - ივნისში, ამ დროს აჭრიან კოლოფებს, აცლიან თესლს და თესავენ. ამოსვლისუნარიანობა არც ისე დიდია, ყვავილობა 4-5 წლის მერე იწყება. მისი გადარგვა კი მხოლოდ 5 წლის მერე შეიძლება - რომ დედა ბოლქვი კარგად გაიზარდოს და შვილეული ბოლქვებიც ბლომად გაეზარდოს.

დაავადებები - ცისთვალა ადვილად ზიანდება ბოლქვის ლპობით, ნაცრისფერი ლპობით, მავნებლებიდან კი ფესვის ტკიპა და თაგვის მსგავსი მღრღნელებით.

-ნაცრისფერი ლპობა აზიანებს ფოთლებს და ბოლქვის ზედა ნაწილს, ფოთოლი ლპება, ბოლქვი კი იფარება მშრალი ნაცრისფერი ობით, უჩნდება მკვრივი ლაქები. საბოლოოდ მცენარე ყვითლდება და კვდება, საჭიროა დაავადებული ყვავილის განადგურება. ამ დაავადებით დაზიანებულ ბოლქვებს აჭრიან ასეთ ნაწილებს, ამუშავებენ ხის ნაცრით.

-ბოლქვის ლპობა გამოწვეულია სოკოვანი ინფექციით. პირველი ნიშნებია გაყვითლებული ფოთლები, მერე კი დაავადება აღწევს ბოლქვში და მასზე მოწითალო ლაქები ჩნდება. შენახვისას ასეთი ბოლქვები მაგრდება და მერე კვდება, ჰაერის მომატებული ტენიანობისას დაავადება პროგრესირებს.

-მღრღნელები - მინდვრის და სახლის თაგვები იკვებებიან ასეთი ბოლქვებით, გაზაფხულზე კი მთელ მცენარესაც ჭამენ, მისგან დასაცავად გარშემო უკეთებენ თხრილს, უდგამენ ხაფანგს.

-ფესვის ტკიპა და მისი მატლები ბოლქვის ძირში ცხოვრობენ, შიგ აღწევენ და შიგა ქერცლების წვენით იკვებებიან. ეს კი ბოლქვის ხმობას იწვევს. მის საწინააღმდეგოდ საჭიროა ბოლქვის დამუშავება აქტელიკით, აკარინით, აგრავერტინით და ასეთი პრეპარატებით დარგვის წინ. 
ყვავილობის შემდეგ - საყვავილე ღეროს აჭრიან, ფოთლებს კი თავისით გახმობის მერე. ზამთარს დაფარების გარეშე უძლებენ. თუმცა განსაკუთრებული სიცივის დროს ზემოდან აყრიან ფოთლებს.

სახეობები - ზანზალაკისებრი ცისთვალა იზრდება პორტუგალია-ესპანეთ- საფრანგეთში და ყველაზე ლამაზი სახეობაა - 20-30სმ სიმაღლის ერთი საყვავილე ღერით და ლურჯი, წითელი ან თეთრი ყვავილით, რაც შეერთებულია 5-10 ცალი ერთ მტევნისებრ ყვავილედად. ყვავილობს მაისში 2 კვირით, ბოლქვებს დაფარება. ზამთარში არ უნდა. მისი ჯიშებია - როუზ ქუინი,სქაი ბლუ, როზაბელა,ლა გრანდეს.

ორფოთოლა - გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, ყირიმში, კავკასიაში. უხვად მოყვავილე დაბალი ჯიშია. ყვავილედში 15 მდე ყვავილია ეთრი ან ვარდისფერი, საკმაოდ სურნელოვანი. ძირში მხოლოდ 2 გრძელი ფოთოლია- 20სმ მდე სიგრძით. ყვავილობს აპრილის მეორე ნახევარში 2 კვირა. კულტურაში 1568 წლი დანაა.

-შემოდგომის ცისთვალა - ველურ ბუნებაში ისიც ხმელთაშუაზღვისპრეთში, ჩრ აფრიკასა და მცირე აზიაში გვხვდება. გამოაქვს 5 მაღალი საყვავილე ღერო -15-20სმ სიმაღლის, ზედ კი მოწითალო იისფერი ან იასამნისფერი ყვავილი იშლება 6-20 ერთად მტევნად შეკრული, ყვავილობს ივლისის ბოლოდან. ფოთოლი წვრილი და გრძელი 25 სმ მდე სიგრძის იზრდება. კულტურაში კი 1597 წ დანაა,

პერუს ცისთვალა - დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდანაა. აქვს 35 სმ მდე 2-3 საყვავილე ღერო წვრილი მკვეთრი ლურჯი ყვავილებით შეკრული კონუსურ ყვავილედად, მასში 80 მდე ყვავილით. ფოთოლი წვრილი და გრძელია, ერთ მცენარეზე 5-8.

ციმბირული - იგი ციმბირში არ იზრდება და ეს სახელი შეცდომით ეწოდა. გავრცელებულია კავკასიაში, ყირიმში, სამხრეთ ევროპაში. ფოთოლი საყვავილე ღერთან ერთად ამოდის, მასზე კი ცისფერი ყვავილებია, რომლებიც შეიცავს ნექტარს, იგი იშლება 10 სთ ზე და იხურება საღამოს 5 ზე, ღრუბლიან ამინდში კი საერთოდ შეიძლება არ გაიშალოს.

მისი 3 ქვესახეობაა ცნობილი - კავკასიური -20-40სმ სიმაღლის საყვავილე ღერზე მუქი ლურჯი ყვავილები იშლება გაზაფხულზე და 2-3 კვირა ყვავილობს.

სომხური - იზრდება ს კავკასიაში და თურქეთის ჩრ ნაწილში- ფოთოლი ნამგლისებურად მოხრილი, საყვავილე ღერო მხოლოდ 10-15 სმ, ზედ კი ლურჯი ყვავილია გაზაფხულის შუიდან გაშლილი.

ციმბირული - იზრდება კავკასიონის მთებში, ყირიმში, მცირე აზიაში, რუსეთის ევროპულ ნაწილში. იგი ყველაზე ცნობილი სახეობაა, კულტურაში მე 17 ს დანაა. თეთრყვავილიანი ცოტა გვიან იწყებს ყვავილობას სხვა ქვესახეობებზე, და თითქმის მთელი თვე ყვავილობს. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში yvavilebi.ge
 

15 April 0 221
Загрузка...
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно