ტემპერატურული რეჟიმი მცენარეებისათვის

სითბო,ისევე როგორც სინათლე,ტენი,ჰაერი,საკვები ნივთიერებები,მცენარეების არსებობის ძირითადი პირობაა.მცენარის ყველა ცოცხალი უჯრედი,გარემოსაგან გამოყოფილია უჯრედული მემბრანით.

მემბრანები შედგება ლიპიდური და ცილოვანი მოლეკულებისაგან და სწორედ მემბრანების ლიპიდური შემადგენლობა არსებითად იცვლება განათების,ტემპერატურის და მჟავიანობის მიხედვით.კერძოდ,მაღალი ტემპერატურის გავლენით მემბრანებში იზრდება უჯერი ფოსფოლიპიდები,რაც ზრდის მემბრანების გამტარობას,მატულობს ციტოპლაზმის სიბლანტე,გამომუშავებას იწყებს ორგანული მჟავები და ამინომჟავა(პროლინი),რომლებსაც შეუძლიათ დეჰიდრატაციის შეჩერება,წყლის შეკავება და ინარჩუნებენ ელექტროლიტურ ბალანსს.

მეტაბოლიზმის ამ ადაპტირებულ ცვლილებებს განაპირობებს გენეტიკა და ის სხვადასხვა გვარის მცენარეებს სხვადასხვაგვარად აქვთ განვითარებული.უფრო ზუსტად,მცენარის თვისებიდან გამომდინარე,შეეგუოს მაღალ ტემპერატურას,მათ ანიჭებენ შემდეგ კლასიფიკაციას: ü მცენარეები რომლებიც ვერ უძლებენ სიცხეს - ზიანდებიან უკვე +30-40 გრადუს ცელსიუსზე(წყლის ყვავილოვანი მცენარეები,მეზოფიტების და ჰიგროფიტების უმრავლესობა). ü სიცხის ამტანი მცენარეები - რომლებიც იტანენ ხანმოკლე ( ½ საათი) გახურებას +50-60 გრადუსამდე (მშრალ ადგილებში,სტეპებში,უდაბნოებში,სავანებში,მშრალ სუბტოპიკებში მობინადრე მცენარეები).

მეზოფიტებს (პირველი ჯგუფი) მიეკუთვნება ოთახის მცენარეთა უმრავლესობა,რომლებიც ბუნებაში საკმარისი,მაგრამ არა ჭარბი,ტენიანობის პირობებში ცხოვრობენ.მაგალითად: დრაცენები,ციტრუსები,ფიკუსები,პალმები,ვარდები,პეტუნიები და სხვა.

ჰიგროფიტი მცენარეები - ეს ტენისმოყვარული მცენარეებია.ოთახის კულტურაში: ფიტონიები,ბეგონიები,ფილოდენდრონები და სხვა.ეს მცენარეები ვერ იტანენ სიცხეს და პირველი ჭქნებიან მაღალი ტემპერატურის დროს.

მაშ ასე,გარემოს ტემპერატურის მატების დროს,იმისათვის რომ არ გადახურდეს,მცენარე დაბლა სწევს თავის ტემპერატურას ტრანსპირაციის ხარჯზე(ფოთლებიდან წყლის აორთქლება).თუ ტემპერატურა განაგრძობს ზრდას,სუნთქვის ინტენსივობა ჭარბობს ფოთოსინთეზის პროცესებს.მცენარეში ჩერდება ორგანული ნივთიერებების წარმოქმნა და დაგროვება,იწყება წყლის დეფიციტი.შედეგად,ზიანდება უჯრედული მემბრანა და ხდება ცილების დენატურაცია.მცენარე ჯერ მოეშვება,წყვეტს ზრდას,შემდეგ კი იღუპება.მართალია ზოგიერთი მცენარე იტანს ხანმოკლე გადახურებას +50-60 გრადუსამდე,მაგრამ სიცხის ამტან მცენარეებშიც კი +40 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე აქტიური ფოტოსინთეზი წყდება.

ტემპერატურული საზღვრები,რომელშიც შესაძლებელია ფოტოსინთეზის პროცესები,სხვადასხვაა ყველა მცენარისათვის.გარდა ამისა, ტრმპერატურა ფოტოსინთეზზე მოქმედებს განათების მიხედვით.დაბალი განათების პირობებში

ფოტოსინთეზი არ არის დამოკიდებული ტემპერატურაზე.ეს იმას ნიშნავს,რომ ცუდ განათებაზე ფოტოსინთეზი ერთნაირად მიმდინარეობს სითბოშიც (+18-20 გრადუსი) და სიგრილეშიც (+8-12 გრადუსი).კარგი განათების პირობებში ტემპერატურის დაწევა აფერხებს ფოტოსინთეზს,მცირდება ფერმენტების აქტივობა,რომლებიც მონაწილეობენ რეაქციებში.ოთახის მცენარეების უმრავლესობაში ფოთოსინთეზი მაქსიმალურ დონეს აღწევს +20-25 გრადუსზე,ტემპერატურის მატებასთან ერთად - ქვეითდება,+40 გრადუსზე კი ფოტოსინთეზი პრაქტიკულად წყდება.ამიტომ,მცენარის ზრდისათვის მაქსიმალური ზღვარია + 28 გრადუსი.

რისთვის გვჭირდება ამ ყველაფრის ცოდნა? ეს მნიშვნელოვანია,პირველ რიგში მათთვის ვისაც თავისი მცენარეების ზაფხულში გააქვს აივანზე ან ლოჯიაში.საქმე იმაშია,რომ ზაფხულში ტემპერატურა ჩრდილშიც კი საკმაოდ მაღალია.თუ აივანი ჩრდილიან მხარესაა,დახურულ ფანჯრებშიც კი შესაძლოა ტემპერატურამ + 35 გრადუსს მმიაღწიოს.თუ მზიან მხარეს - მაშინ ტემპერატურა უკვე + 50 გრადუსს აღწევს.ეს იმას ნიშნავს,რომ თუ შემთხვევით ფანჯრების გაღება დაგავიწყდათ,თქვენი მცენარეები როგორც მინიმუმ ზრდას შეაჩერებენ და ძლიერ გაუწყლოვდებიან,უფრო ცუდ ვარიანტში კი უბრალოდ დაიწვებიან.

დაბალი ტემპერატურის მიმართ ადაპტაციის მიხედვით მცენარეებს ანიჭებენ შემდეგ კლასიფიკაციას: ü სიცივის ცუდად ამტანი მცენარეები - ესაა მცენარეების უმრავლესობა ტროპიკული ტყეებიდან,მათ არ შეუძლიათ აიტანონ ტემპერატურის დაწევა +5-8 გრადუსამდეც.მცენარის უჯრედები ზიანდება მანამდე,ვიდრე ტემპერატურის მაჩვენებელი წყლის გაყინვის დონეს მიუახლოვდება.ასეთი მცენარეებისათვის ენციკლოპედიაში მითითებულია მინიმალური ტემპერატურა +12 გრადუსი.

ü მცენარეები რომლებიც ყინვას ვერ უძლებს - ასეთი მცენარეები იტანენ ტემპერატურის დაწევას,მაგრამ მათი მინიმალური ზღვარი 0-ს ოდნავ ზემოთ მდებარეობს.ასეთ მცენარეებს მიეკუთვნება ეგრედ წოდებული ორანჟერიის მცენარეები,მაგალითად: აკაცია,კვიპაროსი,დაფნა,ციტრუსები და სხვა,ასევე ზოგიერთი კაქტუსი და ფოთლოვანი სუკულენტები.

ü ყინვის ამტანი მცენარეები - რჩებიან სიცოცხლისუნარიანები მინუს ტემპერატურებზეც კი,რადგან მათ ფოთლებში არ წარმოიქმნება ყინულის კრისტალები(ზომიერი სარტყლის მრავალი მცენარე).უნდა ითქვას, რომ ქოთნის კულტურაში,თუნდაც ყინვაგამძლე მცენარე,მაგალითად არყის ხე,რომელშიც ქოთანშია ჩარგული როგორც ბონსაი,რისკის ქვეშ იმყოფება ზამთარში გაყინვის გამო.ამიტომ,თუნდაც ყინვაგამძლე მცენარეები,რომლებიც ოთახის ან ორანჟერიის პირობებში იზრდება,ზამთარში უნდა იმყოფებოდეს + 1-5 გრადუსზე,დაშვებულია მხოლოდ ტემპერატურის ხანმოკლე დაწევა - 3-4 გრადუსამდე.

სითბო მცენარეებისათვის ვამარტივებთ ყველა კლასიფიკაციას მეყვავილეებისათვის(პირობითად) და მცენარეებს ტემპერატურული რეჟიმის მიხედვით ვყოფთ: სითბოს და სიგრილის მოყვარულ ოთახის მცენარეებად.თბილ შენობაში ტემპერატურა ზამთარში მერყეობს +16-20 გრადუსის ფარგლებში(ზაფხულში ჩვეულებრივი ოთახის

ტემპ),გრილ შენობაში საშუალოდ+12-14 გრადუსის ფარგლებში(ქვედა ზღვარი დამოკიდებულია კონკრეტულ სახეობაზე,მაგალითად,მირტისებურებისა და ზოგიერთი პალმისათვის შესაძლოა +6-8 გრადუსი იყოს).უფრო თბილ შენობებში ზრდიან ტროპიკულ მცენარეებს.სუბტროპიკული და ტროპიკული ამტანი მცენარეები კარგად იზრდებიან და ვითარდებიან უფრო გრილ შენობაშიც. არის მცენარეები,რომელსაც არ აქვს ოთახის ტემპერატურისადმი მოთხოვნილება(ალოე,ასპიდისტრა,დრაცენა,მონსტერა,ფიკუსები და სხვა),მათ შეუძლიათ კარგად იგრძნონ თავი როგორც თბილ,ასევე გრილ ოთახშიც,თუ ამ დროს დაცულია განათების და მორწყვის რეჟიმი.განათება ყოველთვის კარგი უნდა იყოს,მორწყვა კი უნდა შემცირდეს დაბალი ტემპერატურის დროს,ამასთან რაც უფრო დაბალია ტემპერატურა,მით ნაკლები მორწყვაა საჭირო,ქოთანში ნიადაგის სრულ გამოშრობამდეც კი.ეს იმიტომ,რომ დაბალ ტემპერატურაზე გაძნელებულია ფესვების მიერ ტენის ათვისება(ასევეა ნიადაგის შემჟავების,მარილების დალექვის და ძლიერი სიმშრალის დროსაც).თუ ჩვენ მცენარეს იმაზე მეტ წყალს მივაწვდით,რისი ათვისებაც მას შეუძლია,მას ფესვები უბრალოდ დაულპება.

ზოგიერთი მცენარე ძალიან მტკივნეულად იტანს დღეღამური ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას,როდესაც განსხვავება 10-15 გრადუსია.მაგრამ ეს იმ შემთხვევაში,როდესაც მცენარე ნოტიო ნიადაგშია.გახსოვდეთ,რომ ზამთარში ფანჯრის მახლობლად ტემპერატურა უფრო დაბალია ვიდრე ოთახში,ფანჯრის რაფაზე კი უფრო მეტად დაბალი(განსხვავება შესაძლოა 5-8 გრადუსს აღწევდეს.გარდა ამისა ქოთანში ნიადაგის ტემპერატურა უფრო დაბალია ვიდრე ოთახის ჰაერის.თუ მცენარე ფანჯრის რაფაზე დგას,სადაც ტემპერატურა +16 გრადუსია,მაშინ მორწყვის შემდეგ ფესვების გარშემო ნიადაგის ტემპერატურა იქნება + 13 გრადუსამდე,ეს კი უკვე ქვედა ზღვარია ზოგიერთი მცენარისათვის.ამიტომ,ორიენტაცია იქონიეთ თერმომეტრზე,რომელიც ფანჯარაში იქნება მოთავსებული.ამასთან,თუ მცენარის ფესვები ოდნავ ნოტიო ნიადაგშია მოთავსებული,ანუ ხელში აღებისას სისველე თითქმის არ იგრძნობა,ან ნიადაგი პრაქტიკულად მშრალი აქვს,მაშინ ტემპერატურის მნიშვნელოვანი ცვლილებებიც კი მისთვის საშიში არ იქნება.

ტემპერატურის გავლენა მცენარეზე არის მცენარეები,რომლებიც საჭიროებენ დღეღამური ტემპერატურის ცვლილებას,როდესაც დღის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მაღალია ღამისაზე.მათ მიეკუთვნება მრავალი ორქიდეა,სუკულენტები,კაქტუსები.მათ ისტორიულ სამშობლოში დღე-ღამის ტემპერატურული სხვაობა 20-40 გრადუსია!თუ მათ ასეთ პირობებს არ შეუქმნით,მცენარე არ იყვავილებს.მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.ბევრ მცენარეს,დღეღამური ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად,კვირტების გამოსკვნისათვის ესაჭიროება განსაკუთრებული სინათლის პირობები.მაგალითად ყველასთვის ცნობილი აზალია და დეკემბერა(შლუმბერგერა) აყვავებისათვის საჭიროებენ ტემპერატურის დაწევას +10-15 გრადუსამდე ხანმოკლე დღის სინათლის პირობებში.

თუ მცენარისათვის არ არის მითითებული კონკრეტული ტემპერატურა,მაშინ ითქმება ასე: ზომიერი ტემპერატურა,არანაკლებ +6-12 გრადუსი.ეს იმას არ ნიშნავს რომ მცენარე გამუდმებით +13 გრადუსზე უნდა იზრდებოდეს.საქმე იმაშია,რომ

მითითებულია ტემპერატურის ქვედა ზღვარი,რომელიც შესაძლოა აიტანოს მცენარემ ხანმოკლე დროით,ერთი-ორი დღის განმავლობაში.მაგრამ თუ მცენარე გამუდმებით ასეთ ტემპერატურულ ზღვარზე გეყოლებათ - ის დაავადდება (იმ შემთხვევაში თუ მცენარე არ არის მოსვენების პერიოდში).კარგი ზრდისა და განვითარებისათვის ტემპერატურა ოპტიმალური უნდა იყოს.ზომიერი ტემპერატურის მოყვარული მცენარეებისათვის +15-18 გრადუსი,სითბოსმოყვარულთათვის +18-24 გრადუსი ცელსიუსით.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მაღალი ტემპერატურის დამღუპველი გავლენა მშრალ ჰაერთან და სინათლის ნაკლებობასთან ერთად.მაღალი ტემპერატურა ააქტიურებს მცენარის ზრდას,სინათლის ნაკლებობა კი ფოტოსინთეზის პროცესზე აისახება.შედეგად ყლორტები იწელება,მუხლთაშორისი მანძილი იზრდება,ფოთლები კი წვრილი და ფერმკრთალი ხდება.ასეთი დამღუპველი ზემოქმედების მაგალითი შეგიძლიათ ნახოთ ოთახის ვარდებზე,მათ ზამთარში დაახლოებით +10 გრადუსი ტემპერატურა ესაჭიროებათ.

მნიშვნელოვანია ფანჯრის რაფაზე მოთავსებული მცენარეები უნდა დაიცვათ ცივი ჰარისაგან,რომელიც მინებიდან და ჩარჩოებიდან უბერავს,ასევე გათბობის რადიატორების ცხელი ჰაერისაგან.ცხელი და ცივი ჰაერის ასეთი შეფარდება,რომელიც სხვადასხვა მხრიდან უბერავს,მცენარისათვის განსაკუთრებით არახელსაყრელია.

თუ თქვენ ძველი,ხის ფანჯრები გაქვთ და ცივი ფანჯრის რაფა,დადგით ქოთნები პენოპლასტის სქელ ნაჭრებზე,ასე მცენარეს აარიდებთ ჩარჩოდან მონაბერ ჰაერს და ძირის გადაციებას,თუ თქვენი ფანჯრის რაფა ბეტონისაა.

რადიატორების ცხელი ჰაერისაგან მცენარის იზოლირებისათვის,ფანჯრის რაფის ნაპირებზე დამცავი ბარიერი.ეს შეიძლება იყოს სათბურის ცელოფანი,რომელიც გაჭიმული იქნება ფანჯრის ნაპირებს შორის 25-30 სანტიმეტრზე,ან უფრო მაღალიც.ასევე მინის ბარიერი,რომლის სიგრძე ფანჯრის სიგრძის ტოლი იქნება,სიმაღლე 25-30 სმ.

სითბოს მოთხოვნილება მცენარეებს განვითარების სხვადასხვა სტადიაში სხვადასხვაგვარი აქვთ.მაგალითად,თესლის გაღივებისას ზოგიერთ მცენარეს მაღალი ტემპერატურა ესაჭიროება - 26-32 გრადუსი,უკვე აღმოცენებულ ნათესს კი შედარებით ნაკლები ტემპერატურა - 20 გრადუსი.ამიტომ ყურადღებით გაეცანით ინსტუქციებს სათესი მასალის შეძენის დროს.

არსებობს ისეთი მცენარეები,რომლებსაც აუცილებლად სჭირდებათ მოსვენების პერიოდი(ის ხშირად უკავშირდება დღის ხანგრძლივობის შემცირებას).ასეთ დროს ტემპერატურა ისეთი უნდა იყოს,რომ მცენარე არ იზრდებოდეს,ესეიგი ის უნდა უახლოვდებოდეს მინიმალურ ზღვარს.

ყველა მცენარე არ საჭიროებს მოსვენების პერიოდს,მაგრამ ბევრს შეუძლია მისი იძულებით გადატანა,თუ მათ მოვათავსებთ გრილ ადგილას შემოდგომა-ზამთრის პერიოდში(როდესაც დღე იკლებს).ამ დროს უნდა შეწყდეს ყველანაირი სასუქის და კვების მიწოდება,შემცირდეს მორწყვის რეჟიმი.

ასე გამოიყურება სინათლის ნაკლებობის გამო კაქტუსი,რომელიც ოთახის ჩვეულებრივ ტემპერატურაზე იმყოფებოდა.

როგორც უკვე აღინიშნა,ქოთანში ნიადაგის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაბალია.ამიტომ ზოგიერთი მცენარისათვის,რომლებიც ვერ იტანენ ფესვების გადაციებას,საჭირო გახდება ქოთნების დათბობა(ეუჰარისი,გარდენია,ფიკუსები და სხვა).

შეფუთეთ ქოთნები შალის ნაჭრებით,ან ჩადგით მეორე ცარიელ ქოთანში და შუალედში ჩაყარეთ ხის მშრალი ბურბუშელა,ან შემოახვიეთ ქოთანს პარალონი.

ზამთარში ტემპერატურის დაწევასთან ერთად შეამცირეთ მორწყვა,სიცივეში ნიადაგი ბევრად ნელა შრება,მორწყვის საჭიროება შესამჩნევად იშვიათი ხდება.

+24-26 გრადუს ტემპერატურაზე ნიადაგი ქოთანში ორ დღეში სრულიად შრება,+20-24 გრადუსზე კი ამავე ქოთანს გასაშრობად 4-5 დღე დასჭირდება.+16-18 გრადუსი ტემპარეტურისას - კვირაზე მეტი.+12-14 გრადუსზე კი დაახლოებით ერთი თვე.

ეს ყველაფერი პირობითია,რადგან ნიადაგის გაშრობის სიჩქარეზე ტემპერატურასთან ერთად მასზე გავლენას ახდენს მისი ფორიანობა,რაც უფრო ფხვიერი და ფოროვანია დიანაგი,მით მალე შრება ის.ასევე ჰაერის ტენიანობა,ქოთნის სისავსის დონე,ფესვების ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში yvavilebi.ge

15 April 0 211
Загрузка...
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно