სამეფო ბეგონია კარგავს ფოთლების სიმკვეთრეს და ფერმკრთალდება?

Begonia Rex სამეფო ბეგონია - ერთერთი ყველაზე ლამაზი და საყვარელი მცენარეა.ის გამოირჩევა სხვადასხვა ფერის და ფორმის მქონე დიდებული,დეკორატიული ფოთლებით: მომრგვალო,წაგრძელებული,ოვალური,გულის ფორმის,პრიალა,ქერცლოვანი და სხვა.

სამეფო ფეგონია უფრო დეკორატიული მცენარეა,ვიდრე ყვავილი,რადგან მისი ყვავილები არ არის გამორჩეული სილამაზის.ფოთლების ფორმათა მრავალფეროვნება,ასევე მათი შეფერილობა ანეიტრალებს მის უყვავილობას.ის დიდი აღიარებით სარგებლობს კიდევ იმის გამო, რომ არ არის მომთხოვნი მცენარე და ადვილი მოსავლელიცაა.

სამეფო ბეგონიას მოვლა

მდებარეობა და განათება ბეგონიას ყველა სახეობას ახასიათებს მკვეთრი შეფერილობის ფოთლები,რომელიც უნდა უზრუნველყოთ საკმარისი განათებით.სინათლის ნაკლებობის შემთხვევაში ბეგონიას ფოთლები ფერმკრთალდება და კარგავს სიმკვეთრეს.ამასთანავე,მზის პირდაპირი სხივების გამო ბეგონიას ფოთლებზე წარმოიქმნება დამწვრობები,ფოთლები იჭმუხნება.ზაფხულში,როდესაც მზე მაქსიმალურად აქტიურია,მცენარეს ესაჭიროება მოჩრდილვა,ზამთარში კი მისი ადგილი სამხრეთის ფანჯარაზეა,სადაც კომფორტულად იგრძნობს თავს.

ტემპერატურული რეჟიმი ეს სითბოსმოყვარული მცენარეა,რადგან ის წარმოშობით სუბტროპიკებიდან ან ტროპიკებიდანაა.მისი ოპტიმალური ტემპერატურაა +16 გრადუსიდან +22 გრადუსამდე,ზაფხულის პერიოდში სიცხე არ სჭირდება,ისევე როგორც ორპირი.თავს შესანიშნავად გრძნობს სუფთა ჰაერზე,ამიტომ შეგიძლიათ გამოიტანოთ გარეთ,თუ შესაფერის ადგილს მოუძებნით.

ზამთრის პერიოდში ის უნდა მოათავსოთ შემინულ აივანზე ან ლოჯიაში,არაუმეტეს +16 გრადუს ტემპერატურაზე.რაც მთავარია,ამ პერიოდში არ უნდა მორწყათ ჭარბად,რადგან სახიფათოა როგორც წყლის ნაკლებობა,ასევე სიჭარბეც.ტენის სიჭარბის გამო ბეგონია სწრაფადვე ყრის ფოთლებს.

აივანზე ან ლოჯიაში დადგმის შემთხვევაში,ყურადღება მიაქციეთ, რომ ის ცივ ფანჯარასთან არ იდგას ახლოს.თუ მისი ფესვთა სისტემა სათანადოდ არ გათბება,ფესვები შეწყვეტს მცენარის კვებას,შედარებით სითბოში მყოფი ფოთლები კი ხმობას დაიწყებს.დეკორატიული მცენარე არამიმზიდველ შეხედულებას მიიღებს და საკმაო ხანი დასჭირდება მდგომარეობიდან გამოსასვლელად.

მორწყვა ბეგონია,განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში,უხვად უნდა მოირწყას,სხვაგვარად ვერ გადაიტანს გამომშრალ ნიადაგს.როგორც კი გრუნტის ზედა ფენა შეშრობას დაიწყებს,ბეგონია უნდა მორწყათ.

ეს მცენარე არ არის ტენიანი ჰაერის წინააღმდეგი,მაგრამ შესხურებას არ საჭიროებს,რადგან ფოთლებზე გაუჩნდება ყავისფერი ლაქები,რომლებიც მცენარეს დეკორატიულობას უკარგავს.იმისათვის რომ მცენარის გარშემო ჰაერი ტენიანი იყოს,შეიძლება ქოთანი დადგათ სველ კერამზიტიან სადგამზე,ან მის მახლობლად დადგათ წყლიანი ჭურჭელი,ისინი ჰაერს დაატენიანებენ.

დიდფოთოლა ბეგონიის ჯიშები,როგორც წესი ბევრ მტვერს იგროვებენ.ამიტომ სასურველია 2-3 კვირაში ერთხელ გაუწმინდოთ ფოთლები სველი ღრუბლით ან ჩვრით.

ამ პროცედურების ჩატარებისას გახსოვდეთ,რომ ეს ფაქიზი მცენარეა და გაუფრთხილებელი მოძრაობით ადვილად შეიძლება დააზიანოთ.

კვება სამეფო ბეგონიები კარგად რეაგირებენ რეგულარულად,თვეში ერთხელ,სასუქის მიწოდებაზე.ამისათვის შეიძლება გამოიყენოთ კომპლექსური მინერალური სასუქი.დაიცავით გარკვეული ტექნოლოგია,რაც იმაში მდგომარეობს,რომ სასუქის შეტანამდე მცენარე უნდა მოირწყას.მშრალ ნიადაგში სასუქის მიწოდება დააზიანებს ფესვთა სისტემას.

მინერალურთან ერთად ბეგონიას ორგანული სასუქიც ესაჭიროება.ამისათვის გამოდგება წყალში გაზავებული გადამწვარი ნაკელი პროპორციით 1:5.

გადარგვა ბეგონია საჭიროებს ყოველწლიურ გადარგვას და 3-4 წელიწადში ერთხელ გაახალგაზრდავებას.სხვაგვარად რომ ითქვას,ყოველ 3-4 წელიწადში ახალი ნერგი უნდა დაფესვიანდეს,რომელიც შეცვლის ძველს.მცენარის გადაგვა შესაძლოა შეძენილი მიწის ნაზავში,ან სახლში მომზადებულში,რაც სულაც არ არის რთული.ბეგონიისთვის განკუთვნილი სუბსტრატი შედგება: 2 წილი ფოთლოვანი ტყის ნიადაგის,1 წილი კორდის მიწის,1 წილი ტორფის და 1 წილი მსხვილმარცვლოვანი ქვიშისაგან.მზა სუბსტრატში შეიძლება წიწვოვანი მცენარეების ქარქის დამატება,ასევე შეიძლება ვემიკულიტის და ნეშომპალას დამატებაც.ეს ნიადაგს სუნთქვის საშუალებას მისცემს.ამასთან ყურადღება მიაქციეთ რომ მცენარეს ქონდეს კარგი,ეფექტური დრენაჟი,რომ ქოთნის ძირში წყალი არ გუბდებოდეს.

ჩასარგავად უნდა შეარჩიოთ განიერი,მაგრამ არაღრმა ქოთანი,რაც ბეგონიას ფესვთა სისტემის თავისებურებით აიხნება.

შესაძლებელია დიდ ფართო ჭურჭელში ჩაირგას რამოდენიმე ბეგონიის ჯიში,შედეგად ორიგინალურ კომპოზიციას მიიღებთ.



გამრავლება ბეგონია - ეს არის მცენარე,რომლის გამრავლება შესაძლებელია ნებისმიერი მეთოდით: ფესვთა სისტემის დაყოფით,დაკალმებით და დათესვით.კალმები(შეიძლება მოაჭრათ როგორ ღეროს ,ასევე ფოთლის კალმები) ფესვიანდება წყალში,ნესტიან მაგრამ ფხვიერ ნიადაგში.შეგიძლიათ დაამუშავოთ სტიმულატორებით.კალმები უნდა დაასათბუროთ,იმისათვის რომ არ გამოშრეს და ადვილად დაფესვიანდეს.

ბეგონიის გამრავლების საინტერესო მეთოდია ფოთლის ფრაგმენტებით გამრავლება.ფოთოლი იჭრება პატარა სამკუთხედ ნაჭრებად ისე რომ ერთ ნაჭერზე ერთი-ორი ძრღვი მაინც იყოს.ამის შემდეგ,დაჭრილი ფრაგმენტები ნიადაგზე ისე

უნდა დაალაგოთ რომ მჭიდროდ ეკვროდეს მას,ზემოდან უნდა გადააკრათ ცელოფანი,რომელიც ყოველდღე მცირე ხნით უნდა ასწიოთ გასანიავებლად.დაახლოებით ერთი თვის შემდეგ შეამჩნევთ რომ ახალი პატარა ყლორტები იზრდება.დააცადეთ ვიდრე წამოიზრდებიან და მომაგრდებიან და გადარგეთ ცალკე ქოთნებში.

იმისათვის რომ ფესვების დაყოფით მიიღოთ ახლგაზრდა მცენარე,გადარგვის დროს ფესვების ნაწილი უნდა გადაჭრათ და გადარგათ მსუბუქ სუბსტრატში.გარკვეული დროის შემდეგ ფესვურებიდან ახალი მცენარე გაიზრდება.

სამეფო ბეგონია - ეს იდეალური დეკორატიულფოთლიანი მცენარეა სასტუმრო ოთახისათვის,ის ქმნის იდეალურ ატმოსფეროს ურთიერთობებისათვის,სტუმრები თავს გრძნობენ მსუბუქად,არ განიცდიან ზედმეტ ძალდატანებას.

ყვავილოვანი ასტროლოგია მატკიცებს,რომ ბეგონიის ფოთლებზე მოქმედებს მარსის ძალა.ამ ძალის გავლენით ადამიანი უფრო გაბედული ხდება,მოკლე ხანში იღებს გადაწყვეტილებებს,ავლენს ორატორულ ნიჭს.ეს დეკორატიული მცენარე საპატიო ადგილს იკავებს მასწავლებლების,მწერლების,ჟურნალისტების,პოლიტიკოსების და ლექტორების სამუშაო ინტერიერში.

ბეგონია სასარგებლოა ოჯახში სადაც ცხოვრობენ მწეველები,ან ბრონქიალური ასთმით დაავადებულები.ის კურნავს სასუნთქ გზებს და ხელს უშლის ავადმყოფობის განვითარებას.

ბეგონიას დაავადებები სამეფო ბეგონია,მიუხედავად მისი არაპრეტენზიულობისა,საკმაოდ მტკივნეულად რეაგირებს მოვლის პირობების ცვლილებებზე.როდესაც ბეგონია სუსტდება,მას სტუმრობენ დაუპატიჟებელი სტუმრები,როგორიცაა: აბლაბუდიანი ტკიპი,ფარიანები,ტრიფსები,რაც საკმაო ზიანს აყენებს მცენარეს.თუ პარაზიტებს არ შეებრძოლებით,მოგიწევთ ამ ლამაზ მცენარესთან გამომშვიდობება.როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევებში? პირველ რიგში მცენარე ხელით უნდა გაასუფთავოთ შემოსეული პარაზიტებისაგან,გადადგით სხვა მცენარეებისაგან განცალკევებით.მომაზადეთ საპნიანი ხსნარი და შეასხურეთ მცენარეს ყველგან.თუ პარაზიტები დიდი რაოდენობითაა,მცენარე უნდა დაამუშაოთ ინსექტიციდებით.

ყვავილების მოყვარულები აღმერთებენ ამ მცენარეს თავისი განუმეორებლობის გამო,რომელიც ახალისებს ნებისმიერ ინტერიერს და ამშვენებს მას.ამასთან სამეფო ბეგონიის თვითოეული სახეობა კარდინალურად განსხვავდება თავისი ‘’თანამოძმისაგან’’.ფოთლის მოხატულობა ისეთი საინტერესოა,რომ ხანგრძლივად შეიძლება იდგეთ და ათვალიეროთ თვითოეული ლაქა და მონახაზი.ეს მცენარე პირველივე დანახვისთანავე გვაჯადოებს და სურვილი გვიჩნდება ჩვენც გამოვზარდოთ ეს სასწაული სახლში. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში yvavilebi.ge თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

14 April 0 403
Загрузка...
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно