მიხაკი - ზევსის ყვავილი

ამ ლამაზ ყვავილს უძველესი დროიდან იცნობს ადამიანი და მას სხვადასხვა დანიშნულებით იყენებს კიდეც - ადრე მას სამკურნალოდ იყენებდნენ. როგორც მაგიური თვისებების მქონეს, გზაში დამცავად ატანდნენ. სხვადასხვა ქვეყანაში იგი სამართლიანობის, სიკეთის,ერთგულების სიმბოლოდ ითვლება. გვარი აერთიანებს 400 მდე სახეობას, მისი ლათინური დასახელება კი ღმერთების ყვავილს ნიშნავს. ბუნებაში გვხვდება ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ჩრ ამერიკაში.

მცენარე ერთ, ორ ან მრავალწლიანია, ლამაზად მოყვავილე, ბალახოვანი ან ნახევრადგახევებული ღერით, გრძელი ხაზოვანი ფოთლებით, რომლებიც მოპირდაპირედაა განლაგებული ტოტზე და მწვანე, მტრედისფერი ან მოცისფრო ფერისაა. სხვადასხვა სახეობას ყვავილი სხვადასხვაგვარი აქვს - ზოგის ერთეულია ღერზე, ზოგი ყვავილედადაა შეკრული, ზოგის წვრილია, ზოგიც ხუჭუჭა, ზოგს სურნელიც აქვს. ყველაზე მეტად მიმზიდველია ხუჭუჭა ყვავილები გოფრირებული ან დაჭრილი გვირგვინის ფურცლებით. ბუნებაში ამ ყვავილებს 5 თავისუფალი გვირგვინის ფურცელი აქვს - თეთრი ან ვარდისფერი. 

კულტურულ ფორმებს კი მრავალფეროვანი ყვავილები აქვთ - თეთრი, კრემისფერი, ყვითელი, წითელი, იისფერი, ჭრელიც კი. ნაყოფი -მრავალთესლიანი კოლოფია.

სახეობის მიხედვით იგი ითესება გაზაფხულზე, ზაფხულში ან შემოდგომაზე. საბაღე კულტურებიდან ყველაზე გავრცელებულია თურქული, წვერებიანი, ჩინური, ბუმბულისებრი, ჰოლანდიური. ეს უკანასკნელი ბევრ ჯგუფს მოიცავს - შაბო, გრენადინი, ჯუჯა, სუვენირი, ამერიკული და მალმეზონი.

მოვლა - მცენარეს მოსწონს მზიანი ადგილი. იგი მგრძნობიარეა დღე-ღამური ტემპერატურის ცვლილებისადმი ზამთარში, შედარებით იშვიათი სახეობების დარგვა სჯობს შემაღლებულ ადგილზე.

ნიადაგი - სჭირდება ნოყიერი, სუგლინური, ვერ იტანს ჭარბ წყალს ფესვებში. განსაკუთრებით საფრთხილოა ეს მცენარე ადრე გაზაფხულზე, როდესაც დღის განმავლობაში ხშირად იცვლება ამინდი. ამიტომ სახეობებს, რომლებიც ვერ უძლებენ ყინვას, სჭირდება დაფარება.

ჯიშები შედარებით კარგად რეაგირებენ სასუქზე - უმეტესად ნეშომპალაზე, მათ არ აძლევენ ახალ ნაკელს. მოყვავილებულ ღერებს აჭრიან მიწიდან 10სმ ზე, მერე შეაქვთ კომპლექსური მინერალური სასუქი, რწყავენ და აფხვიერებენ მიწას, ერთ თვეში ახალი ტოტები ამოსდის და შეიძლება შემოდგომაზე განმეორებითაც იყვავილონ., მრავალწლიანი სახეობების სიცოცხლის ხანგრძლივობა 4-6 წელია, ცუდ პირობებში კი მხოლოდ 2-3 წელი ძლებენ.

გამრავლება - მცენარე მრავლდება თესლით ან ვეგეტატიურად. ეს ერთადერთი გზაა სუფთა სახეობის მისაღებად, მცენარე ადვილად იძლევა ჰიბრიდებს. მათი გამრავლება ხშირად უნდა მოხდეს, ვინაიდან უმეტესობა მცირეწლიანია - 2-3 წელი ცხოვრობს. მრავალწლიანი კი ასაკთან ერთად დეკორატიულობას ჰკარგავს, რადგან ბუჩქი უშნოდ მრავლდება სიგანეში და ძირიც უშიშვლდება. ბევრ სახეობას აქვს სქელი ფესვი, რომელსაც განშტოებები აქვს, ისინი დამოუკიდებლადაც ფესვიანდება და ახალ მცენარეს იძლევა, თუმცა უმეტსობას მაინც ვეგეტატური გამრავლება სჭირდება.

კალმით ერთწლიანები არ მრავლდება. დაკალმება სჯობს მაის- ივნისში, როდესაც ტოტები უკვე გამოირჩევა საყვავილე ღერებისგან. ამისთვის გამოდგება პერლიტი ან ქვიშა. აჭრიან ტოტებს 3-9 სმ სიგრძეზე, 3-4 წყვილი ფოთლით მუხლის ქვეშ. ქვედა

ფოთლებს აშორებენ., მერე სიგრძეზე მჭრელი დანით ცაჭრიან ღეროს 1/3 სისქეზე, დებენ სუბსტრატში და ასთბურებენ. ფესვიანდება 2-3 კვირაში.

-შესაძლებელია გამრავლება გადაწვენითაც. ამისთვის გრძელ ტოტებზე კეთდება სიგრძივი ჭრილი ღეროს 1.3 სისქეზე, იდება მიწაზე და ეს ნაწილი ემაგრება, ზემოდან ეყრება ქვიშა და რეგულარულად ირწყვება. დაფესვიანების მერე კი შესაძლებელია დედა მცენარეს მოშორდეს და ცალკე ჩაირგას.

-შედარებით ცოტა სახეობა მრავლდება ბუჩქის დაყოფით. ეს ხდება ადრე გაზაფხულზე და მაშინ გადარგული ნაწილი იმავე წელს ასწრებბს ყვავილობას. 

-მრავლდება თესლითაც, მაგრამ ასე ამოსული მცენარე შეიძლება განსხვავდებოდეს დედა მცენარისგან. ითესება მაისში ქოთანში, ქვიშანარევ მიწაში. სჭირდება 16 -20 გრ. ნათესი საკმაოდ სუსტია, 3-4 ფოთლის მერე უნდა გადაიტანოთ ახალ ქოთნებში, მუდ,ივ ადგილზე კი მომდევნო წელს გადააქვთ გაზაფხულზე. პირდაპირ ღია გრუნტში იგი არ ითესება, რადგან ნელი ზრდის გამო იკარგება სარეველებში, ან კვდება უხვ ნათესში. აუცილებლობის შემთხვევაში კი ითესება ღია გრუნტში ადრე გაზაფხულზე - ამოდის 2 კვირაში. პირველ წელს ქმნის ფოთლების როზეტებს, ასე იზამთრებს და მეორე წელს იყვავილებს.

-ზოგ სახეობას, რომლებიც ერთწლიანია - შაბო, ჩინური, ზამთარში თესავენ ყუთებში - იანვარ -თებერვალში და დებენ 12-15 გრ ზე. მიწა ფოთლოვან-თიხნარ -კორდის ნარევია. პირველი ნადვილი ფოთლების მერე ხდება პიკირება. მცენარე დევს ნათელ ადგილზე 12 გრ ზე. ღია გრუნტში გადააქვთ მაისში.

დაავადებები - ხშირად ავადდება ვირუსებით. ნიშნები - ცუდი ზრდა, დეფორმაცია, ფოთლებზე მოზაიკური შეფერილობა, ვირუსი გადაედება დაკალმებით ან მწუწნავი მწერებით. ბრძოლა ძირითადად ხდება დათესვით, საღი მცენარეებიდან დაკალმებით და დაავადებულების განადგურებით.

საყურადღებოა, რომ მცენარეს ჯვარედინი დამტვერვა ახასიათებს, ამიტომ სხვადასხვა ჯიშები ერთმანეთისგან მოშორებით უნდა დაირგას. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში yvavilebi.ge
 

12 April 0 424
Загрузка...
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно