გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ნანდინა - ფერთა გამა სახლსა და ეზოში

მარადმწვანე ხე კოწახურისებრთა ოჯახიდან. გვარში მხოლოდ ერთი სახეობაა - სახლის ნანდინა. ბუნებაში იგი ჩინეთის და იაპონიის კლდეებზე იზრდება. ღია გრუნტში კარგად ხარობს სუბტროპიკულ კლიმატურ პირობებში, ზომიერ სარტყელში მას რგავენ კონტეინერებში, რითაც ზაფხულობით გააქვთ გარეთ.

მცენარე მთელი წლის განმავლობაში ფოთლების ფერთა სიუხვით გამოირჩევა, მაგრამ იგი საკმაოდ პრეტენზიული მცენარეა და გარკვეული პირობების შექმნას მოითხოვს.

მას ბევრი ამონაყარი აქვს, ამიტომ ბუჩქის სახე აქვს. პატარა მცენარეს ტოტები იისფერ- ყავისფერი აქვს, მოზრდილს კი ნაცრისფერ-ყავისფერი. გრძელი ფოთლები ტოტის წვეროში აქვს უმეტესად, ფოთლებს ფერი ეცვლება სეზონურად - ზაფხულში მწვანეა, შემოდგომაზე წითელ-მწვანე, გაზაფხულზე -მურა, ზაფხულში კი ისევ მწვანე ხდება.

ყვავილი წვრილი და თეთრ-ვარდისფერია, შეკრული დიდ მტევნისებრ ყვავილედად. ყვავილობს ივნისში, მერე კი მკვეთრად წითელი ნაყოფი მწიფდება. იგი არ იჭმევა!

მცენარე შხამიანია და მასთან მუშაობისას ხელთათმანები აუცილებელია.

დღეს გამოყვანილია ვარდისფერ და წითელფოთლიანი ჯიშებიც, გვხვდება ჭრელფოთოლა, ჯუჯა და წვრილფოთოლა ჯიშებიც.

მოვლა - მას ზრდიან დიდ კონტეინერებში და ზაფხულობით გააქვთ გარეთ, ზამთარს კი გრილ ოთახში ატარებს, სახლში მისი მოვლა რთულია, სჭირდება ჰაერის მაღალი ტენიანობა. უჭირს სიცხის გადატანაც.

განათება - მოსწონს გაბნეული სინათლე. მაისიდან ყინვებამდე აქვთ ბაღის ან აივნის ნახევრადჩრდილიან ადგილზე სახლში მას დებენ აღმოსავლეთ ან სამხრეთ მხარეს,მისი ფოთოლი წითლდება მხოლოდ კარგი განათების პირობებში.

ტემპერატურა - ოპტიმალური ზაფხულში 20გრ, ზამთარში კი 10-12

მორწყვა - მას უხვად რწყავენ, მაგრამ ზამთარში ამცირებენ აციებასთან ერთად, თუმცა არც ნიადაგის სრული გამოშრობა ვარგა.

სარწყავი წყალი რბილი და ნადგამი სჭირდება, ზოგჯერ მასში ლიმონმჟავას კრისტალებს აგდებენ..

ჰაერის ტენიანობა აუცილებლად მაღალი უნდა იყოს, ქოთანს დებენ სველ კერამზიტიან სადგამზე ან მის გვერდით წყლიან ჭურჭელს ათავსებენ. ასევე სასურველია დღეში 2ჯერ დანამვა წყლით, რომელშიც არაა ქლორი და კირი. ზამთარში არ ინამება,

ნიადაგი - ფხვიერი წყალგამტარი და 3,7-6,4 მჟავეობით, შემადგენლობა კი ასეთია:

1 წილი ტორფი ან ნეშომპალა, 1 წილი კორდის მიწა, 1 წილი ფოთლოვნი მიწა და 0,5 წილი პერლიტი ან ქვიშა. ახალგაზრდა მცენარე ყოველ წელს უნდა გადაირგას ცოტა დიდ ქოთანში, ფესვის ყელი მიწის ზედაპირზე უნდა იყოს. 3 და მეტი წლის კი 3 წელიწადში ერთხელ ირგვება. ქოთნის ძირში კარგი დრენაჟიც სჭირდება.

კვება - გაზაფხულიდან შემოდგომამდე თვეში 2 ჯერ შეაქვთ ორგანული და მინერალური სასუქი მორიგეობით.

გასხვლა - მცენარე არ იტოტება და ტოტების თავის წაწყვეტა ამ მხრივ უშედეგოა, მაგრამ გაზაფხულზე მოზრდილ მცენარეს, რომლის სიმაღლე 180სმ ზე მეტია, სხლავენ, რომ ახალი ამონაყარი ჰქონდეს.

ასევე საჭიროა გამხმარი ტოტების და იმ ფოთლების მოცილებაც, რომლებსაც ზრდასთან ერთად იცვენს.

გამრავლება - შესაძლებელია თესლით ან ტოტით.

ნანდინას თესავენ ცალკე ჭურჭლებში 1 სმ სიღრმეზე, 20გრ ზე . ამოსვლის მერე გადააქვთ უფრო ნათელ ადგილზე. ერთ თვეში უკვე აძლევენ კომპლექსურ სასუქს, მოზრდილ მცენარეს კი შესაფერის ქოთნებში რგავენ.

ტოტებს აჭრიან წვეროდან 8 სმ სიგრძეზე, ქვედა ფოთლებს აცლიან, ავლებენ კორნევინში და რგავენ ტორფნარევ ქვიშაში, 15-20გრ ზე ასათბურებენ. ფესვიანდება 1,5-3თვეში.

დაავადებები - მას ემტერება ბუგრი, ფარიანა, აბლაბუდა ტკიპა. მწერებს აშორებენ საპნიანი ღრუბლით, მერე კი ამუშავებენ ინსექტიციდით.

თუ ჭარბადაა მორწყული, შეიძლება დაემართოს ფესვის ლპობა. ასე მომპალ ფესვებს აშორებენ, დანარჩენს ამუშავებენ ფუნგიციდით და ახალ ქოთანში ახალ მიწაში რგავენ. პრობლემები - თუ გახმა და დასცვივდა ფოთოლი - აკლია ტენიანობა ცხელ დღეებში.

თუ ფოთლის ფერი მკრთალი მწვანეა - არასაკმარისია განათება.

თუ ხმება ფოთლის კიდე და გული- მზის დამწვრობის ბრალია.

თუ ყვითლდება ფოთოლი - აკლია რკინა და მაგნიუმი მიწაში

თუ ახალი ტოტები სუსტი იზრდება - ცუდია განათება ან არასაკმარისია საკვები.

თუ ყვითლდება და ცვივა ქვედა ფოთლები - ეს ნორმალურია

თუ ყველა პირობას დაიცავთ, მცენარე ყველას სეზონზე სხვადასხვა ფერის ფოთლებით დიდხანს გაგახარებთ.
ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში დააჭირეთ წითლად მოცემულ ტექსტს თქვენ გადმოცვალთ ფეიზბუქში yvavilebi.ge




12 April 0 7 362

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно