როგორი უნდა იყოს საუკეთესო გრუნტი ჩითილებისათვის
აი დადგა გაზაფხულიც - თესვის დრო.ბევრს უკვე მზად აქვს ჩითილიც.რა არის საჭირო კარგი შედეგის მისაღებად? ხარისხიანი სათესლე მასალა,მოხერხებული კონტეინერები,სწორი განათება და რა თქმა უნდა შესაფერისი გრუნტი.
ხარისხიანი გრუნტი წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილია ზოგიერთები თვითონ ამზადებენ მიწის ნარევს - ამ პროცესის ნიუანსებზე არაერთხელ დაწერილა მოყვარულებისა და ექსპერტების მიერ.მაგრამ ყველას არ აქვს შესაძლებლობა,ძალა და სურვილი ამ საქმიანობით დაკავდეს. ამიტომ ამისათვის მაღაზიებს მიაშურებენ ხოლმე.იქ კი. მრავალგვარი პაკეტი,ბრიკეტი,ტომარა და ფუთა დახვდებათ,სხვადასხვა ფერის და ზომის,ყველა მათგანს აქვს წარწერა,რომელიც არნახულ მოსავალს გპირდებათ.რომელი უნდა შევარჩიოთ? მოდით გავერკვეთ.
როგორი გრუნტი სჭირდება მცენარეებს? ჩითილის ჩასარგავი ქოთნები და კოლოფები - ეს ერთგვარი საბავშვო ბაღია მცენარეებისათვის.როგორც ყველა პატარას,ჯანსაღი ზრდისა და განვითარებისათვის ახალგაზრდა მცენარეებსაც ესაჭიროებათ ხელსაყრელი პირობები.
იმისათვის რომ სათესლე მარცვალი გაღივდეს,ოპტიმალური ტემპერატურის გარდა მას გარკვეული ტენიანობა ესაჭიროება.ეს იმას ნიშნავს,რომ გრუნტი კარგად უნდა იწოვდეს და დიდხანს ინახავდეს ტენს,მაგრამ ამასთანავე უნდა იყოს ფხვიერი და ჰაეროვანი,რომ თესლი არ ‘’გაიგუდოს’’ და არ დალპეს.ამასთან, დატკეპნილ გრუნტში გაღივებულ თესლს გაუჭირდება ამოსვლა.
რადგან ჩითილი იზრდება და ვითარდება შეზღუდულ სივრცეში,გრუნტი საკმარისად უნდა შეიცავდეს საკვებ ნივთიერებებს წარმატებული სტარტისათვის.არ დაივიწყოთ PH ბალანსიც: არასწორი მჟავიანობის ნიადაგში მცენარე ვერ შეძლებს სრულფასოვნად შეითვისოს ზოგიერთი ელემენტი და და ზრდაში ჩამორჩება.ნიადაგის მჟავიანობა ნეიტრალურთან მიახლოებუ;ლი უნდა იყოს - PH 6-7.
მზა გრუნტების საბაზო შემადგენლობა. გრუნტების უმრავლესობის ძირითადი შემადგენელია ზედა და ქვედა ფენების ტორფი.რა განსხვავებაა ამ კომპონენტებში?
ზედა ფენის ტორფს აქვს მაღალი სითხის შეწოვის უნარი,არის ფოროვანი და ფხვიერი,კარგად ამარაგებს ფესვებს ჰაერით და წყლით.ამასთანავე მასში არ არის მცენარისათვის ასათვისებელი ორგანიკა.ასეთი თვისებები აქვს ქოქოსის სუბსტრატსაც,თუმცა ის შედარებით ძვირია ტორფის ანალოგზე.
ქვედა ფენის ტორფი გრუნტს ამდიდრებს ნოყიერი ორგანიკით,მაგრამ დაბალი ჰაერგამტარობის უნარი აქვს.აქედან გამომდინარე,ადვილი მისახვედრია,რომ ორივე სახის ტორფი ერთმანეთს ავსებს.
ნუ დაგავიწყდებათ რომ ზედა ფენის ტორფს მაღალი მჟავიანობა აქვს.მცენარეებს შორის არის მჟავე ნიადაგის მოყვარულებიც,მაგრამ ბოსტნეულისა და მცენარეების
უმრავლესობა მათ რიცხვს არ მიეკუთვნება.ამიტომ გრუნტის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა იყოს მჟავიანობის დამაქვეითებელი - დოლომიტის ფქვილი,კირი ან ნაცარი.სამრეწველო წარმოების ნაზავებში,როგორც წესი იყენებენ დოლომიტს,რომ მჟავიანობა ნეიტრალურთან იყოს მიახლოებული.
ნიადაგისათვის მეტი სიფხვიერის მისაცემად,მორწყვების გამო ტორფი რომ არ დაიტკეპნოს,გრუნტს ემატება მდინარის ქვიშა,აგროპერლიტი ან ვერმიკულიტი.
სტანდარტული ტორფის ნაზავი,რათქმაუნდა მდიდარია ორგანიკით,მაგრამ ახალგაზრდა ნერგებს არ შეუძლიათ სრულფასოვნად აითვისონ ნიადაგიდან აუცილებელი ნივთიერებები.ამიტომ საჭიროა ან გამუდმებით მივაწოდოთ კვება,ან შევიძინოთ ისეთი გრუნტი რომელშიც უკვე არის მინერალური სასუქების სასტარტო ნარევი.
ვათვალიერებთ შეფუთვას დაკვირვებით შეისწავლეთ წარწერები შეფუთვაზე,შეამჩნევთ რომ ყველა გრუნტის შემადგენლობა თითქმის ერთნაირი ელემენტებისაგან შედგება,რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.მაშ,რით განსხვავდებიან ისინი და რომელი ავირჩიოთ? მათ განასხვავებს შემადგენლობა,მათში შემავალი სასუქების ხარისხი და რაოდენობა.
მწარმოებლები სასუქის რაოდენობას გრუნტში ასე უბრალოდ არ განსაზღვრავენ,ის გათვლილია ჩითილის განვითარების 1-2 კვირაზე,თესლის ჩათესვის შემდეგ.შეფუთვაზე ნახავთ წარწერას N,P,K,რომელიც აღნიშნავს მთავარ საკვებ ელემენტებს - აზოტს,ფოსფორს და კალიუმს.
მთავარი,რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ - ეს აზოტის რაოდენობაა.ეს ის შემთხვევაა როცა ბევრი არ ნიშნავს უკეთესს.თესლს თავდაპირველად არ ესაჭიროება ბევრი აზოტი.დიდი დოზით სასუქი პროვოცირებას მისცემს სწრაფ ზრდას,მაგრამ დაასუსტებს მცენარის იმუნიტეტს და მომავალში ცუდ მოსავლიანობას გამოიწვევს.მცირე დოზა - ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვან კვებას,მოითხოვს ადრეულ და გაჯერებულ კვების დამატებას.
‘’ფასკოს’’ გრუნტებში - ‘’კრეპიში’’ და ‘’მალიშოკი’’,მაკროელემენტების შეფარდება გათვლილია ახალგაზრდა მცენარეებზე.საკვები ნივთიერებების შემადგენლობა აკმაყოფილებს ყველაზე მომთხოვნ კულურებს - კომბოსტოს,პომიდორს,ბადრიჯანს,გოგრას.
მნიშვნელოვანია იცოდეთ! ჩითილისათვის არასასურველია უნივერსალური და ყვავილოვანი მცენარეებისათვის განკუთვნილი გრუნტის გამოყენება,აზოტის შემცველობა 300-400 მგ/ლ და მეტი.ისინი კარგია ზრდასრული მცენარეებისათვის.
მაკროელემენტებთან ერთად (აზოტი,ფოსფორი,კალიუმი),მცენარეს ესაჭიროება მიკროელემენტები - მაგნიუმი,ბორი,სპილენძი,რკინა,თუთია და სხვა.მიკროელემენტების კომპლექსი ჰელატის ფორმით უნდა იყოს,ასე უკეთ შეითვისებენ მცენარეები.
კიდევ ერთი ნიუანსი.ზოგჯერ მწარმოებლები კომპლექსურ სასუქს კი არა,ცალკეული ინგრედიენტების ნარევს უმატებენ გრუნტს.როდესაც მიწას ქოთნებში ანაწილებთ,შესაძლოა ზოგგან მეტი,ზოგგან კი ნაკლები სასუქი
მოხვდეს.ხარისხიანი სასუქი შეიცავს სასარგებლო ნივთიერებების მთელ კომპლექსს და გრუნტის ნებიმიერ ნაწილში თანაბრადაა განაწილებული.
მაგალითად ‘’ფასკო’’ იყენებს კომპლექსურ სასუქს ‘’სუბსტრატდიუნგერს’’,მაკრო და მიკრო ელემენტების დაბალანსებული შემცველობით.ის შემუშავებულია სპეციალურად ტორფიანი გრუნტებისა და სუბსტრატებისათვის და მთლიანად იხსნება წყალში,რაც უზრუნველყოფს ნიადაგის თანაბარ სინოყიერეს.
’’მალიშოკის’’ გრუნტის შემადგენლობა ითვალისწინებს მცენარის მაკრო და მიკრო ელემენტების მოთხოვნილებას,იდეალურია პომიდვრის პიკირებისათვის.შეფუთვაზე ასევე მითითებულია დარგვის და მოვლის ინსტრუქცია ახალბედებისათვის.
ბუნებასთან ახლოს,ანუ ცოტა რამ ბიოგრუნტების შესახებ
ზემოთაღწერილი გრუნტები შეიცავს ყველაფერს რაც აუცილებელი და საკმარისია ჩითილის ზრდისა და განვითარებისათვის.მაგრამ თუ თქვენ გირჩევნიათ ‘’ქიმიის გარეშე’’ გაზარდოთ თქვენი მცენარეები და ბოსტნეული,ყურადღება მიაქციეთ ბიოგრუნტებს.სტანდარტულ შემადგენლობასთან ერთად ის შეიცავს ბიოჰუმუსს - წვიმის ჭიაყელების და ნიადაგის ბაქტერიების მიერ გადამუშავებულ ორგანულ პროდუქტს.მასში შემავალი მიკროფლორა ბუნებრივი და სასარგებლოა ნიადაგისთვის,ამაღლებს მის პროდუქტიულობას და აუმჯობესებს სტრუქტურას,აღადგენს გამოფიტულ ნიადაგს.ბიოჰუმუსი ენერგიას მატებს თესლს გასაღივებლად,ამაგრებს მცენარის იმუნიტეტს და ასტიმულირებს მის ზრდას და განვითარებას.
ბიოგრუნტი სასარგებლოა არა მხოლოდ ჩითილისთვის,არამედ ნიადაგის გასანოყიერებლად მისი გადარგვის დროს მუდმივ ადგილზე.გამოსადეგია მრავალწლიანი მცენარეების გადარგვის დროსაც და საერთოდ ყველგან - ბაღშიც და ბოსტანშიც,სადაც საჭიროა ნოყიერი მიწის დამატება.
გახსოვდეთ, არ არის საჭირო ასეთი ნიადაგის დამდუღვრა,გამოწრთობა,კალიუმის პერმანგანატით მორწყვა ან მსგავსი პროცედურების ჩატარება.ეს გაანადგურებს სასარგებლო მიკროფლორას და მისი უპირატესობაც დაიკარგება. ჩვენი ოფიციალური ჯგუფი ფეიზბუში yvavilebi.ge