ორქიდეის ჩარგვის ფოტოგაკვეთილი

ნაბიჯი პირველი: ვიღებთ ორქიდეას ქოთნიდან და ვათავისუფლებთ ძველი სუბსტრატისგან როგორც წესი, რაც მეტად განვითარებული ფესვები აქვს მცენარეს, მით ძნელია ველი სუბსტრატის მოშორება, რადგან მჭიდრო ქოთანში ფესვები ერთმანეთს ეხლართება და მჭიდროდ ეკვრის ქერქს. საწინააღმდეგო სურათია ავადმყოფ და სუსტ ფესვებთან, როცა ცოცხალი ფესვები თითქმის არც არის, მათი ამოღება სუბსტრატიდან ძალიან ადვილია-საკმარისია მხოლოდ მოქაჩოთ და იგი სწრაფად და ადვილად ამოდის ქოთნიდან.

იმისთვის, რომ ქერქი ადვილად მოცილდეს ფესვს, ჯობს მცენარე ჩავდოთ თბილწყლიან ჯამში, და გავაჩეროთ 15-20 წთ. როდესაც სუბსტრატი კარგად დასველდება, შემდეგ შეიძლება მომდევნო პროცედურებს მივუბრუნდეთ. ყველაზე ადვილია თითებით ფესვების გახსნა თბილ წყალში - ერთი ხელით მცენარე გვიჭირავს, მეორით კი ფესვებს ვარხევთ წყალში და ერთმანეთისგან ვათავისუფლებთ. პერიოდულდ ბინძური წყალი უნდა შეიცვალოს, ასევე კარგია თბილი შხაპის გამოყენება, ნაკადს ვუშვერთ ფესვებს, ნაკადის სიძლიერეს ისე არეგულირებენ, რომ მისმა ძალამ არ დააზიანოს ფესვები, მაგრამ უნდა იყოს იმ სიძლიერის, რომ ფესვებს სუბსტრატი მოაცილოს. მთელი სუბსტრატი შეიძლება არ მოშორდეს, თუ მჭიდროდაა მიკრული ფესვს, უნდა დატოვოთ.


 


ნაბიჯი მეორე: დამპალი და გამხმარი ფესვების მოცილება ფესვები გულდასმით უნდა დთვალიერდეს დაავადების ან მავნებლის არსებობაზე. აუცილებელია დამპლი და გამხმრი ფესვების მოცილება, თუ ნაწილია დაზიანებული, უნდა მოიჭრას ეს ნაწილი, ჯანმრთელ ქსოვილამდე. ზოგჯერ არ ჩანს სადაა საღი და სად - დაზიანებული ნაწილი, საღი ფესვები მკვრივი და მაგარია, დამპალი - ცარიელი, მასზე ხელის დაჭერისას წყალი გამოედინება, ფესვს ქერქი ძვრება და შუაში ძაფისებრი გული ჩანს. თუ რამე საეჭვოდ გეჩვენებათ, გადაჭერით ფესვის წვერი და გადანაჭერს დახედეთ. ფოტოზე საღ ფესვებს თეთრი ან ღია-ყავისფერი აქვთ, დამპალ ს-მუქი. გადანაჭერი უნდა დეზინფიცირდეს დარიჩინით, გააქტივებული ნახშირით, გოგირდით, ნივრის ნაყენით, ან ანტისეპტიკით, რომელიც არ შეიცავს სპირტს. იოდი, არაყი ან ბრილიანტის მწვანე არ გამოიყენება, რადგან მათში არსებული სპირტი ფესვებში

კაპილარებს ზევით მიჰყვება,აშრობს საღ ქსოვილებს და რამდენიმე საათში შეიძლება მთელი ფესვი გახმეს.

ნაბიჯი მესამე: მცენარის ჩარგვა სუბსტრატის მავნებლებით ან მიწის სოკოებით დაინფიცირების პროფილაქტიკისთვის გამოყენებამდე საჭიროა მისი გამოხარშვა, ან უნდა ჩაიყაროს ჭურჭელსში,დაესხას მდუღარე და ასე დარჩეს 10 წთ, მერე წყალს ღვრიან, სუბსტრატს რამდენჯერმე კიდევ ავლებენ ცხელ წყალს.ძირითადი მომენტია მცენარის სწორი განთავსება ქოთანში, ფოტოზე მყოფ მცენარეს ფსევდობულბები ერთი მიმართულებით ეზრდება, ამიტომ იგი ისე უნდა ჩაირგოს, რომ მათ წინ დარჩეს მეტი თავისუფალი ადგილი. ანუ, ორქიდეას ვრგავთ არა ცენტრში, არამედ ოდნავ ნაპირისკენ ისე, რომ ყველაზე ძველი ფსევდობულბა ყველაზე ახლოს იყვნენ ნაპირთან. მეორესც, მცენარე არ იზრდება სწორხაზოვნად, არამედ საფეხურებრივად. არ შეიძლება ფსევდობულბების ღრმად ჩარგვა. სუბსტრატი უნდა ფარავდეს მხოლოდ ორქიდეის ფესვებს, რიზომა და ფსევდობულბები კი მის ზემოთ უნდა დარჩეს. იმისთვის, რომ მცენარე მყარად იყოს სუბსტრატში, ფსევდობულბების გვერდით არჭობენ ჯოხებს და მათზე აბამენ ორქიდეას. დროთა განმავლობაში იგი დამოუკიდებლად გაიმაგრებს თავს ფესვებით/ მას მერე საყრდენს აცლიან. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში ორქიდეების მოვლა და მათი მეთოდები
 

11 April 0 2 669
Загрузка...
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно