ინსექტიციდები და აკარიციდები, სქემაა

დავუბრუნდეთ ციმბიდიუმს - იმისთვის, რომ ქერქი ადვილად მოშორდეს ფესვს, ორქიდეა უნდა ჩავდოთ თბილწყლიან ჯამში, ვტოვებთ 15-20 წთ, როცა სუბსტრატი კარგად დასველდება, ვაგრძელებთ პროცედურებს, ფესვების გათავისუფლება წყალში ჯობს. ერთი ხელით გვიჭირავს ორქიდეა, მეორით კი ვცდილობთ გადახლართული ფესვების გახსნას.პერიოდულად ბინძურ წყალს ვცვლით ახლით. ზოგჯერ შეიძლება თბილი შხაპიც დავიხმაროთ, რომ სუბსტრატისგან გავათავისუფლოთ ფესვები, ყველა ქერქის მოშორება არაა საჭირო, თუ ისინი მჭიდროდაა მიკრული ფესვზე, ასეთებს ვტოვებთ.

ნაბიჯი მეორე: დამპალი და მშრალი ფესვების მოშორება ფესვები გულდასმით უნდა დთვალიერდეს დაავადების ან მავნებლის არსებობაზე. აუცილებელია დამპლი და გამხმრი ფესვების მოცილება, თუ ნაწილია დაზიანებული, უნდა მოიჭრას ეს ნაწილი, ჯანმრთელ ქსოვილამდე.  ზოგჯერ არ ჩანს სადაა საღი და სად - დაზიანებული ნაწილი, საღი ფესვები მკვრივი და მაგარია, დამპალი - ცარიელი, მასზე ხელის დაჭერისას წყალი გამოედინება, ფესვს ქერქი ძვრება და შუაში ძაფისებრი გული ჩანს. თუ რამე საეჭვოდ გეჩვენებათ, გადაჭერით ფესვის წვერი და გადანაჭერს დახედეთ.ფოტოზე საღ ფესვებს თეთრი ან ღია-ყავისფერი აქვთ, დამპალ ს- მუქი.გადანაჭერი უნდა დეზინფიცირდეს დარიჩინით, გააქტივებული ნახშირით, გოგირდით, ნივრის ნაყენით, ან ანტისეპტიკით, რომელიც არ შეიცავს სპირტს. იოდი, არაყი ან ბრილიანტის მწვანე არ გამოიყენება, რადგან მათში არსებული სპირტი ფესვებში კაპილარებს ზევით მიჰყვება,აშრობს საღ ქსოვილებს და რამდენიმე საათში შეიძლება მთელი ფესვი გახმეს.

ნაბიჯი მესამე: მცენარის ჩარგვა

სუბსტრატის მავნებლებით ან მიწის სოკოებით დაინფიცირების პროფილაქტიკისთვის გამოყენებამდე საჭიროა მისი გამოხარშვა, ან უნდა ჩაიყაროს ჭურჭელსში ,დაესხას მდუღარე და ასე დარჩეს 10 წთ, მერე წყალს ღვრიან, სუბსტრატს რამდენჯერმე კიდევ ავლებენ ცხელ წყალს. ფსევდობულბები ციმბიდიუმს საკმაოდ ახლო-ახლო ეზრდება ერთმანეთთან, ამიტომ მას ქოთნის შუაგულში ათავსებენ, გარშემო თავისუფალ ადგილს კი სუბსტრატით ავსებენ, იგი მხოლოდ ფესვებს უნდა ფარავდეს,

ფსევდობულბები და ახალი წანაზარდები კი მის ზემოთ რჩება. თუ მცენარეს ღრმად ჩავრგავთ, მათი ხშირი ურთიერთობა სველ სუბსტრატთან მცენარის ქვედა ნაწილს მალე დაალპობს.

11 April 0 603
Загрузка...
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно