ლოკოკინები და ლოქორები

ლოკოკინების კლასი საკმაოდ მრავალრიცხოვანია და დაახლოებით 75 000 სახეობას მოიცავს,რომლებიც ცხოვრობენ ხმელეთზეც და წყალშიც,მაგრამ მცენარეების მავნებლებს მათი მცირე ნაწილი წარმოადგენს მხოლოდ.ისინი მცირე ზომის მოლუსკებია, რბილი ლორწოიანი, არასეგმენტირებული სხეულით რომლის სიგრძე მერყეობს რამდენიმე მმ დან რამდენიმე სმ მდე; ფერი კი თეთრიდან შავამდე, ზურგზე ზურგზე აქვთ კანის ნაკეცი,რომელიც ქმნის მანტიას.ლოკოკინისგან განსხვავებით, ლოქორებს არ აქვთ ნიჟარა. ორივენი აქტიურობენ საღამოს ან ღამით, დღისით კი იმალებიან ფოთლებს ქვემოთ ან სუბსტრატში. ენაზე აქვთ ე.წ. რადულა, რომელიც სახეხივით ფხეკს ფოთლებს .და აზიანებს მთ, ლოკოკინების აღმოჩენაში გვეხმარება არა მარტო დაზიანებული ფოთლების,ყვავილის და ფესვის დანახვა, არამედ ვერცხლისფერი ლორწოვანი გამონაყოფიც მათზე მიუთითებს. თუ სუბსტრატის ზედა ფენას ავქექავთ, მათ გამჭირვალე კვერცხებსაც შევამჩნევთ.

ორქიდეებზე ძირითადად შემდეგი სახეობები გვხვდება: deroceras reticulatum -ნაცრისფერიდან მოწითალო -ყავისფრამდე მუქი ზოლებით და ლაქებით, 5-6სმ სიგრძის, მათი კვერცხები კი 2მმ დიამეტრის. სწრაფად მრავლდება ხელსაყრელ პირობებში,-2-3 დღეში ერთხელაც კი დებს კვერცხებს. დაzonitoides arboreus -ყვითელიდან წითელ-ყავისფრამდე, 3-4 მმ სიგრძის. იკვებება მცენარეების როგორც ცოცხალი ქსოვილებით, ისე დამპალი და გამხმარი ნაწილითაც. კვერცხიდან ზრდასრულობამდე ესაჭიროება დაახლოებით 3 თვე.
 

სიმპტომები: რადულას დახმარებით ისინი ფხეკენ ფოთოლს,ფესვს,ფსევდობულბას, ყვავილს, ..დაზიანებული ადგილები თხელდება, მერე კი იხვრიტება. იმის მიუხედავად ,რომ ლოკოკინები დღის განმავლობაში სუბსტრატში იმალებიან. ფესვებს ყველაზე ნაკლებ ზიანს აყენებენ. -ჭამენ მხოლოდ ახალგაზრდა ფესვების წვეროებს, მაგრამ მერე ამ დაზიანებულ ადგილებზე სახლდება სხვადასხვა სახის სოკო,რაც საბოლოოდ შეიძლება მთელი მცენარის სიკვდილის მიზეზი გახდეს.

სქელ ფოთლებს (ფალენოპსისი), ნახვრეტები შიგა მხრიდან უჩნდება, მერე შეიძლება დანაწიბურდეს და დარჩეს თეთრი ან ღია-ყავისფერი ნაწიბურის სახით. ყველაზე სასურველი ადგილი ლოკოკინებისთის ყვავილი, კოკორი ან საყვავილე ღეროა. თუ მასობრივადაა შესეული მავნებელი მცენარეზე, ყვავილები შეიძლება ერთ ღამეშიც გაქრეს.ლოკოკინის და ლოქორას განმასხვავებელი ნიშანია ფოთლებზე დატოვებული ლორწოვანი გამონაყოფი.

პროფილაქტიკა: მუდმივი კონტროლი მცენარის მდგომარეობაზე. რაც ადრე ვიპოვითტ ლოკოკინებს, მით ადრე და სწრაფად ვუშველით მცენარეს. კოექციაში ახალ მცენარეს შეაქვს ხშირად დაავადებაც , მავნებლებიც,, ამიტომ როდესაც ახალ მცენარეს შევიძენთ, იგი გულდასმით უნდა დათვალიერდეს, სუბსტრატიც შემოწმდეს და რამდენიმე დღე ცალკე უნდა დაიდგას.სუბსტრატზე დააწყვეთ კიტრის რამდენიმე ნაჭერი და დაათვალიერეთ, მასზე ხომ არ გამოჩნდება რაიმე საჭმელად, სერიოზულ საფრთხეშია ორქიდეა, თუ იგი ზაფხულობით ბაღშია. ჯობს მისი დადგმა მაღლა,ისე, რომ ვერ შესწვდეს ლოკოკინა და ლოქორა,. ან შეიძლება წყლით სავსე დიდ ჯამში შემაღლებულ ნივთზე დავდგათ ორქიდეა ქოთნით.

ბრძოლის მეთოდები: ყველაზე ადვილი საშუალება ლოკოკინების და ლოქორების მოსაშორებლად ორქიდეის გადარგვაა, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, საღამოს სუბსტრატზე დააწყეთ კიტრის ან ვაშლის ნაჭრები, 3-4 სთ ში უკვე პირველი ნადავლის დაჭერა იქნება შესაძლებელი, ეს პროცედურა ხშირად უნდა ჩატარდეს, ლოკოკინების სრულ გაქრობამდე. ახალი თაობა კვერცხებიდან 3-4 კვირაში ჩნდება. ამ პერიოდში საკონტროლო შემოწმება უნდა ჩატარდეს კიდევ რამდენჯერმე. იმისთვის, რომ სუბსტრატი არ დაობდეს,, დილაობით კიტრის და ვაშლის ნაჭრები უნდა ალაგდეს. სპეც მაღაზიებში ზოგჯერ იყიდება ხაფანგიც მათთვის. მათ შორის ლუდის ხაფანგი დიდი პოპულარობით სარგებლობს.- თეფშზე ასხამენ ლუდს და დგამენ სუბსტრატზე, რაც მუქია ლუდი, მით მეტ ლოკოკინას დაიჭერს. ბოლო -ბოლო ჩვეულებრივწყლიანი თასიც გამოდგება, მასში ჩავარდნილ ლოკოკინებს კი ხელით იჭერენ. 

ხალხური მეთოდებით ბრძოლის საშუალებებთან ერთად ქიმიასაც იყენებენ -methiocarb, metaldehyd, eisen-3- phosphate. წამლების შეძენამდე ინსტრუქციას გულდასმით კითხულობენ, რომელი სახეობის ლოკოკინებზე რომელი უკეთ მოქმედებს და შესაძლოა თუ არა მისი სახლის პირობებში გამოყენება. ორქიდეების მოვლა და მათი მეთოდები
 

11 April 0 492
Загрузка...
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно