კატლეა პურპურატა Cattleya Purpurata

საერთო ცნობები: კატლეა პურპურატა წარმოშობით ბრაზილიდანაა, სადაც უმეტესად ეპიფიტურად ხეზე იზრდება, ხოლო შედარებით ნაკლებად გვხვდება ლიტოფიტად კლდეზე ზღვის დონიდან 200 მეტრზე, და ნაციონალურ ყვავილად ითვლება. პურპურატას ტიპური საცხოვრებელი ადგილი ეს არის ქვეყნის აღმოსავლეთი სანაპიროს მთიანი მხარე, ხოლო Cattleya purpurata var. carnea წარმოშობით არის რიუ-გრანდი-დუ-სულიდან (ქვეყნის სამხრეთი ნაწილი). ფსევდობულბები ოფიციალურად მიჩნეულია, როგორც ერთ ფოთლიანი, თუმცა ბუნებაში ორ ფოთლიანი და სამ ფოთლიანი ფსევდობულბებიც გვხვდება, სიმაღლით 60-80 სმ-ია, ხოლო სიგანით 3 სმ. ფოთლები მაგარი, ლანცეტისებური, ბოლოები არ არის წვეტიანი, ზომით 15-38 სმ, ხოლო სიგანე 4-5 სმ. საფარი საკმაოდ გრძელია, სიგრძით 12-30 სმ, ყვავილობის დროს შეიძლება იყოს მწვანე ან ოდნავ გამხმარი (ეს პირდაპირ კავშირშია ჯიშზე). ერთ საყვავილე ღეროზე იშლება 3-დან 5 ყვავილი. ყვავილები არომატულია, თეთრი-მოკრემისფრო, ზომით დაახლოებით 13-25 სმ. სეპალიები წაგრძელებულია, წვეტიანი ბოლოებით. ტეპალიები უფრო მომრგვალებული, ხოლო ნაპირები მსუბუქად ამოხვეულია. ტუჩი თავისი ფორმით მოგვაგონებს ქაღალდისგან დახვეულ ჩასადებს, ზემოდან იგი თეთრია, შიგნით - ყვითელი, ხოლო ტუჩის ძირითადი შეფერილობა იასამნისფერი, ნაპირები ოდნავ ბარხატის მსგავსი და დატალღული.

შეფერილობის მიხედვით გამოარჩევენ:

· Cattleya purpurata var. Alba - თეთრი შეფერილობისაა, ტუჩის არც ისე დიდი ნაწილი ხანდახან ყვითელი და ფორთოხლისფერია. ძალიან გავს კლონები: 'Campea' და 'Elias'.

· Cattleya purpurata var. atropurpurea (fastuosa) - ტუჩი ბორდოსფერ-წითელია (ხანდახან თითქოს შავი) ფორთოხლისფერი-ყვითელი ზოლებით.

· Cattleya purpurata var. aurorea (aurea) -განსხვავდება ოქროსფერი ზოლებით ტუჩზე.

· Cattleya purpurata var. brysiana - ყვავილები მოწითალო-მოიასამნისფეროა.

· Cattleya purpurata var. Carnea - ყვავილები თეთრი ან ნაზი ვარდისფერია ინტენსიური წითელი ხაზებით, ტუჩის წინა მხარე ღია ვარდისფერი უფრო მუქი ხაზებით. ამ ორქიდეას თავის სამშობლოში აქვს მკაცრი მოსვენების პერიოდი, ღამით ტემპერატურა 0 oC.

მსგავსი კლონები და ვარიეტეტები : 'Antonia I','Dona Norma', 'Maria da Gloria', 'Frau Kluwe', 'Interstritz', 'Doernte', 'Lady Godiva' და'var. schroederae'.

· Cattleya purpurata var. canhanduba - ყვავილები თეთრი, ხანდახან ოდნავ შეფერადებული, ტუჩი შუაში ყვითელია, ხოლო ნაპირებში ღია ვარდისფერი ხაზებით.

· Cattleya purpurata var. delicata - ძალიან დიდი ყვავილები აქვს, თეთრი, მოთეთრო-მოკრემისფერო ან ძალიან ღია ყვითელი, ვარსკვლავის ფორმის, ტუჩის წინა მხარე ინტენსიურიდან ღია იასამნისფერი, ხოლო შიგნით მკვეთრი ყვითელი უფრო მუქი ხაზებით. გარეგნულად ძალიან წააგავს ბევრი ვარიეტეტი: 'var. carnea', 'var. delicatissima' და კლონი 'Rainha'.

· Cattleya purpurata var. flammea - ყვავილები მოწითალო-ვარდისფერია უფრო მუქი ტუჩით.

· Cattleya purpurata var. Russeliana - ყვავილები უფრო დიდი ზომისაა, თეთრია ან ღია-ვარდისფერი, ხოლო ტუჩი გრძელი და ფართო, შეფერილობით ასევე თეთრი, ვარდისფერი ან იასამნისფერია პასტელის ტონალობის ხაზებით. მასთან მსგავსი კლონები და ვარიეტეტები: 'var. concolor', 'var. delicatissima', 'Graciana', 'var. schroederii', 'var. mandayana'. ამ ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარიეტეტი შეფერილობით Cattleya purpurata var.

russeliana-concolor 'Rosea' - ყვავილები ნაზი-ვარდისფერია, ტუჩზე ხაზების გარეშე, იგი რამდენადმე მუქია, ვიდრე ძირითადი შეფერილობა.

· Cattleya purpurata var. Rubra - ყვავილის მთლიანი შეფერილობა ვარდისფერია, უფრო მუქი ტუჩით.

· Cattleya purpurata var. Semialba - ყვავილები ნაზი-თეთრი ფერის მცირედად წითელი ან იასამნისფერი ტუჩის წინა მხრით. მასთან მსგავსი კლონები და ვარიეტეტები: 'Adam's I', 'Adam's II', 'Alvin', 'var. anelata', 'Argolao' (ტუჩის წინა მხარეს თეთრი ლაქა), var. multiforme' (ტუჩი შიგნიდან ყვითელია, ხოლო ნაპირებზე ვარდისფერი, უფრო მუქი ხაზებით), 'var. oculata' (ტუჩის წინა მხარე გაყოფილია ორ ნაწილად, უფრო ხშირად იასამნისფერი შეფერილობისაა), 'Pedreira', 'Pedroca', 'Perfeita', 'Regina', 'var. roxo-bisbo' (ძალიან მუქი ბორდოსფერ-წითელი ტუჩი), 'var. roxo-violeta' (ტუჩი მუქი-იასამნისფერი, ხშირად ლურჯი ელფერით), 'var. vinicolor' (ტუჩის წინა მხარე ღვინის ფერი), 'Santa Lydia','Seideliana', 'Sternlein von Blumenau'.

· Cattleya purpurata var. sanguinea - ძირითადი შეფერილობა ვარდისფერი, ხოლო პეტალიები არაბუნებრივად ვიწროა. გარეგნულად ეს ვარიეტეტი ძალიან წააგავს კლონს 'Mentzii'.

· Cattleya purpurata var. Striata - აქვს მუქი ხაზები პეტალიებზე.

· Cattleya purpurata var. Suave - ყვავილები თეთრი ან ოდნავ შეფერადებული, ხოლო ტუჩზე მსუბუქი ხაზები.

· Cattleya purpurata var. Vagnota- თეთრი ყვავილები, ტუჩი მუქი ბორდოსფერ-წითელი.

· Cattleya purpurata var. Venosa- ყვავილის ძირითადი შეფერილობა ვარდისფერ-წითელი, ნაპირებზე უფრო რმკრთალი ფერით.

· Cattleya purpurata var. werkhauseri - ყვავილები თეთრი ცისფერი ელფერით, ხოლო ტუჩის წინა მხარე ამოვსებულია ღია-იასამნისფერი (ზოგჯერ ნაცრისფერი) ხაზებით. მასთან მსგავსი ვარიეტეტები 'var. ardosia', 'var. coerulea', კლონები 'Elpidio', 'Do Gerente', 'Sublima' x 'Superba' და 'var. schusteriana'.

ამ ორქიდეას სინონიმებად ითვლება: Amalia purpurata, Bletia casperiana, Bletia purpurata, Cattleya brysiana, Cattleya casperiana, Cattleya crispa, Cattleya purpurata, Hadrolaelia purpurata, Laelia casperiana, Laelia purpurata, Laelia russeliana, Laelia wyattiana და Sophronitis purpurata.
ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში https://www.facebook.com/groups/OrqideisMovladamatiMetodebi/ სტატია:ლ.ჩიტაშვილი
 

11 April 0 248
Загрузка...
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно