შეიძლება თუ არა ორქიდეას მორწყვა ჩვეულებრივი წყლით

შეიძლება თუ არა ორქიდეას მორწყვა ჩვეულებრივი წყლით

ორქიდეა - ყველაზე პოპულარული ოთახის მცენარეა.ეს პოპულარობა მან თავისი სილამაზით და ამტანობით მოიპოვა.

ამ სტატიაში გაეცნობით ინფორმაციას ოქრიდეას მორწყვის შესახებ.სწორი და კარგი მორწყვა უზრუნველყოფს თქვენი მცენარის ყვავილობას.

ორქიდეამ დიდი ხანია მოიპოვა პოპულარობა:

· 3000 წელზე მეტი ხნის წინ ის უკვე ცნობილი იყო.

· მისგან ამზადებდნენ წამლებს და სხვადასხვა ელექსირს.

· ზოგიერთი სახეობის ორქიდეა გამოიყენება საკვებში,მაგალითად ვანილი.

· საუკუნეების განმავლობაში ორქიდეა ერთერთი საუკეთესო ძვირადღირებული საჩუქარია.

· ბუნებრივ პირობებში ის ყველა მატერიკზე გვხვდება,გარდა ანტარქტიდისა.ის იზრდება სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ტროპიკულ ზონებში,სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში,ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილში.

· მან ჩვენს დროშიც დამსახურებული პოპულარობა მოიპოვა.ეს მისი პოპულარობის მხოლოდ დასაწყისია.

მოდი,განვიხილოთ შეიძლება თუ არა ორქიდეას მორწყვა ჩვეულებრივი წყლით და როგორი სახის მორწყვა არსებობს.

მცენარის დატენიანების ზოგადი დებულებები

შეიძლება თუ არა ორქიდეას ზემოდან მორწყვა? ბევრ მეყვავილეს კითხვასთან - როგორ მოვრწყათ სწორად,აქვს მეორე კითხვა - რამდენჯერ მოვრწყათ? ყოველდღე,დღეგამოშვებით,კვირაში ორჯერ? ბუნებრივ პირობებში მორწყვის რეგულაცია არ არის მცენარეზე დამოკიდებული.წვიმს ხშირად და უხვად.

რა შეგიძლიათ შესთავაზოთ ტროპიკების ბინადარს ოთახის პირობებში? მხოლოდ მას შემდეგ შეძლებთ დაგეგმოთ მორწყვის რეჟიმი,როდესაც გაეცნობით თქვენი მცენარეების ღირსებებს და თავისებურებებს.

გაითვალისწინეთ შემდეგი ნიუანსები:

· ორქიდეები მილტონია,ფალენოპსისი,ციმბიდიუმი - უპირატესობას ანიჭებენ ნოტიო სუბსტრატს მორწყვამდე.დაუშვებელია გრუნტის გამოშრობა.

· ორქიდეების მთელი ჯგუფი კომფორტულად გრძნობს თავს თუ მისი სუბსტრატი ბოლომდე შრება.ისინი თუნდაც მცირე ხნით,მაგრამ ტენის გარეშე უნდა დატოვოთ.ესენია:

· ოდონტოგლოსუმი,

· დენდრობიუმი,

· კატლეა,

· ონციდიუმი (და მისი ჰიბრიდები).

· ძირითადი,რაც არეგულირებს მცენარის მორწყვის აუცილებლობას - ეს არის მისი მოთხოვნილება.ზოგიერთს - ყოველდღიურად,ზოგს კი უფრო იშვიათი მორწყვა ესაჭიროება.მორწყვის რეჟიმზე გავლენას ახდენს:

· ტემპერატურა,

· ტენიანობა;

· შენობის განათება.

· გაითვალისწინეთ თქვენი ორქიდეების თავისებურება და ხასიათი:

· მიდგომა ინდივიდუალური უნდა იყოს.მაგრამ მთავარი კრიტერიუმია - გრუნტის მდგომარეობა.ამიტომ სპეციალისთები ყველა ორქიდეასთვის მსგავს რეკომენდაციებს გვაძლევენ.ზაფხულში საჭიროა კვირაში 1-3 ჯერ მორწყვა.მოსვენების პერიოდში - 2-3ჯერ თვეში.
 

ორქიდეას მორწყვისას გაითვალისწინეთ მისი თავისებურებები.

· მათ სამშობლოში ძალიან ხშირია ტროპიკული წვიმები.ორქიდეების უმრავლესობა - ეპიფიტია.ისინი ხეებზე ბინადრობენ.მათი ფესვები არამარტო პოულობენ საკვებ ნივთიერებებს და ტენს ხის ქერქში,არამედ მაგრდებიან კიდეც მასზე.არსებობს ლიტოფიტი ორქიდეებიც - ქვებზე მცხოვრები.

· ძლიერი წვიმების და ნისლების შემდეგ ფესვთა სისტემა ასწრებს გაშრობას შემდეგ წვიმების სეზონამდე.მცენარე იმარაგებს ტენს შემდეგ მორწყვამდე.ამისათვის აქვს ღეროები,ფსევდობულბები,ფესვები და ფოთლები.

· მზის და სინათლის სიუხვე ორქიდეებს საშუალებას აძლევს დაარეგულირონ ფოტოსინთეზის პროცესი.

· ორქიდეებისათვის დამახასიათებელია ციკლური პერიოდები.ფესვების და მწვანე მასის ზრდა იწვევს ყვავილობის ფაზას(ეს არის ტროპიკებში წვიმის პერიოდი) და გადადის მოსვენების სტადიაში მათი შემცირებისას.ასეთ დროს მას ნაკლები ტენი ესაჭიროება.

· ამიტომ საჭიროა შეირჩეს მორწყვის მისაღები ფორმები და რეჟიმი.მათგან ძირითადია:

· ფესვებზე შესხურება

· მორწყვა და წყალში ჩაძირვა

· სარწყავით მორწყვა

· თბილი შხაპი

ოქრიდეების მორწყვა შეიძლება საღამოს.

ყურადღება! სპეციალისტები უპირატესობას ანიჭებენ დილით მორწყვას.საღამოსთვის მცენარე ასწრებს შეშრობას.მაგრამ ყველას არ აქვს დრო დილით.საღამოსაც შეიძლება მორწყვა,თუ ოთახში არ არის დღის და ღამის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება.

წყალი

ვინც დაკავებულია ბოსტნეულის მოყვანით დიდი ხანია იცის,რომ სწორი მორწყვის გარეშე მოსავალი არ ექნება.ყველა ელოდება წვიმას,რადგან მას ვერ შეედრება ხელოვნური მორწყვა.მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ წვიმის რეგულირება.მორწყვა კი აუცილებლად საჭიროა.

როგორ რწყავენ მებაღეები:

· დგამენ კასრებს წვიმის წყლის შესაგროვებლად,

· იყენებენ მდინარის ან წყალსატევების წყალს,

· თხრიან და ბურღავენ ჭებს,

· გამოიყენება წყალსადენის წყალიც.

სპეციალისტები გვირჩევენ გამოვიკვლიოთ ჭის და ჭაბურღილის წყლის შემადგენლობა,სხვადასხვა მარილის შემცველობაზე.

ორქიდეას მოსარწყავად წყალი წინასწარ უნდა მოამზადოთ.

წყაროს,წვიმის და თოვლის ნადნობი წყალი

· წვიმის და თოვლის წყალი მრავალი მცენარის მოსარწყავად არის რეკომენდებული.ასევე ჩითილის და ორქიდეებისათვისაც.თოვლი ახლადმოსული უნდა გამოიყენოთ.დააკვირდით ჭურჭლის ძირში სადაც თოვლი დადნა,ნალექი ხომ არაა.წყალი ორიოდე დღე უნდა დადგათ.

· წვიმის წყალი რომელიც დიდიხანს ინახებოდა სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ,განსაკუთრებით თუ გამჭვირვალე ჭურჭელშია და მზეზე დგას.ამიტომ წყალი დახურულ ჭურჭელში,ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ.

· წყაროს წყალი - ძალიან კარგი ვარიანტია თუ თქვენს მახლობლად არის წყარო.

მნიშვნელოვანია! მეყვავილეები გვირჩევენ არ გამოიყენოთ თოვლის და წვიმის წყალი თუ ცხოვრობთ სამრეწველო ობიექტებთან ახლოს,საავტომობილო გზასთან,რკინიგზასთან.ასევე თავი შეიკავეთ ხანმოკლე წვიმის დროს წყლის შეგროვებისაგან.მასში ბევრი მინარევი და მტვერია.

ანადუღარი

მოდი,გავიგოთ,შეიძლება თუ არა ანადუღარი წყლის გამოყენება ორქიდეასთვის:

· ანადუღარი წყლის გამოყენება თამამად შეიძლება ორქიდეასთვის ზიანის მიუყენებლად.დუღილის დროს იშლება კალციუმი და მაგნიუმი.წყალი უფრო რბილი ხდება.ორთქლდება ქლორი.იღუპება არასაჭირო და საშიში ბაქტერიები.

· ის ყოველთვის ხელმისაწვდომია.მხოლოდ აკონტროლეთ მისი ტემპერატურა მორწყვის დროს.შეგიძლიათ გააზავოთ ნადგომი ონკანის წყლით.

ანადუღარი წყალი კარგია ორქიდეების მოსარწყავად გაფილტრული წყალი:

· ორქიდეების მფლობელები ხშირად იყენებენ გაწმენდილ წყალს.ის მიიღება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ფილტრების საშუალებით.

· ასეთი წყალი გამოსადეგია დასალევადაც და ორქიდეების მოსარწყავადაც.

რჩევა! უბრალო ფილტრის დამზადება თქვენ თვითონაც შეგიძლიათ,თუ გაქვთ მჭიდრო ნაჭერი,ბამბა,აქტივირებული ნახშირი(ან ნაცარი).

დისტილირებული წყალი

· ის გაწმენდილი ყველა მინარევისა და სასარგებლო მიკროელემენტებისაგან.მთავარი ისაა,რომ მასში არაა ჟანგბადი.

· იგი მიიღება გაციებული ორთქლისაგან.მას ასევე მკვდარ წყალს ეძახიან.დისტილირებული წყალი არაა გამოსადეგი დასალევადაც.მცენარეებს ასეთი წყალი სარგებლობას არ მოუტანს.

· მისი გაზავება შესაძლებელია უბრალო წყლით.პროპორციით 2:1

ონკანის წყალი

რას წარმოადგენს ონკანის წყალი.ის სხვადასხვანაირია.ყველაფერი დამოკიდებულია გამფილტრავ სადგურებზე და წყალსადენზე.

· ონკანის წყალი შეიცავს ქლორს.ის მავნეა მცენარეებისათვის.

· შეიცავს სხვადასხვა კარბონატებს (მაგნიუმი,კალციუმი).მათგან წარმოიქმნება ჩაიდნის ნადუღი.

· ქალაქის მაცხოვრებლები ონკანიდან სვამენ წყალს,გაწმენდის გარეშე.ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში კომუნალური აგენტები აფრთხილებენ მოსახლეობას,რომ ადუღების გარეშე ონკანის წყლის გამოყენება არ შეიძლება.მედიკოსები კი ამას უფრო დაჟინებით გვირჩევენ.

· ამიტომ ამონტაჟებენ წყლის გასაწმენდ ფილტრებს.ისინი შეიძლება იყოს მრავალსაფეხურიანი.წყალი იწმინდება მინარევებისაგან,ასევე მარილების და ქლორისაგან.ასეთი წყლის გამოყენება შეიძლება მცენარეებისათვისაც.

· არ გირჩევთ გამოსცადოთ თქვენი ორქიდეას გამძლეობა ონკანის წყლის მეშვეობით.

შემჟავებული წყალი

· ლიმონმჟავის გამოყენება ამცირებს წყლის სიხისტეს თუ თქვენს წყალში ის მომატებული რაოდენობითაა. შეგიძლიათ გამოიყენოთ მჟაუნმჟავაც.

· შესამოწმებლად იყენებენ ლაკმუსის ქაღალდს.

· 10 ლიტრ წყალზე საკმარისია 3-4 გრ ლიმონმჟავა.

· 10 ლიტრ წყალზე ამატებენ ¼ ჩ/კ მჟაუნმჟავას.გადაწურეთ ისე რომ ნალექი არ გადაყვეს და გამოიყენეთ მოსარწყავად.

ნადგომი წყალი

· ონკანის წყალი,თუ ის ნადგომია,შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მოსარწყავად.საკმარისია ერთი დღე-ღამე დადგმაც,შემდეგ შეგიძლიათ მცენარეების მორწყვა.

· ჭურჭლის ძირში ილექება მძიმე მინარევები და ჭუჭყი.ქლორი ორთქლდება.

· ნალექს ნუ გამოიყენებთ,ფრთხილად გადაწურეთ წყალი.

ცხელი წყალი

ნუ დაივიწყებთ,მცენარე ცოცხალია.50 გრადუსამდე წყალი სასარგებლოა შხაპისათვის.მოსარწყავად იყენებენ ოთახის ტემპერატურის და 30-40 გრადუსიან წყალს.ცნება ‘’ცხელი წყალი’’ ყველასთვის ერთნაირი არაა.

მინერალური წყალი

· მინერალური წყალი სასარგებლოა მრავალი ადამიანისათვის.

· წაიკითხეთ წყლის შემადგენლობა ‘’ნაბეღლავი’’,’’ბორჯომი’’,’’საირმე’’.ისინიც კი არაა ყველასთვის ერთნაირად სასარგებლო.

· ნუ დაიწყებთ გარკვევას ორქიდეებისათვის გამოსადეგია თუ არა მინერალური წყლები.მეყვავილეები არ გირჩევენ მათ გამოყენებას.

აკვარიუმის წყალი

· აკვარიუმის წყლით შეიძლება ორქიდეას მორწყვა.

· დიდ ეფექტს იძლევა აქვარიუმის ქვედა ნაწილიდან აღებული წყალი.ის უფრო გაჯერებულია საკვები ნივთიერებებით.გამოიყენება როგორც კვება.უარყოფითი შედეგები არ არის დაფიქსისრებული.

· უნდა დაიცვათ ზომიერება.აკვარიუმის წყალი კარგად ზრდის ფოთლოვან მასას,მაგრამ არა საყვავილე ღეროებს.

ცივი წყალი

· არცერთი ყვავილის მორწყვა არ შეიძლება ცივი წყლით.ტროპიკული მცენარეებისათვის კი ის საერთოდ დამღუპველიცაა.

· ყვავილებს ის ნამდვილად არ მოეწონებათ.

მორწყვის მეთოდები

საკმაოდ რთულია ტროპიკული წვიმის მოწყობა ოთახში ან თუნდაც ორანჟერეაში.თქვენი ორქიდეას სახეობის ცოდნა დაგეხმარებათ შეარჩიოთ მისთვის უფრო მისაღები მორწყვის რეჟიმი და მოვლის თავისებურება.

რჩევა! შეგიძლიათ მონაცვლეობით გამოიყენოთ სხვადასხვა მორწყვის რეჟიმი (ჩაძირვა,სარწყავით მორწყვა).

ჩაძირვა

ეს მეთოდი საშუალებას იძლევა მცენარის ფესვთა სისტემის ყველა ნაწილი გაჯერდეს წყლით.

ამ მეთოდის არსი შემდეგშია:

· ტაშტში ასხამენ წინასწარ მომზადებულ წყალს.მასში შეიძლება დაემატოს სასუქი.

· ფრთხილად დგამენ ყვავილის ქოთანს წყალში.

· ქოთნის ნახევარზე მეტი წყალში უნდა იდგას.

· მცენარე წყალში უნდა გააჩეროთ 15-30 წუთი.

· ამოიღეთ ქოთანი და ჩადგით ცარიელ ტაშტში წყლის დასაწრეტად.

ამ მეთოდით ჯერ მორწყეთ მცირე ზომის ქოთნის მცენარეები,რომ დიდი ქოთნებისათვის შემდეგ თანდათან ჩაამატოთ წყალი.

ზემოდან მორწყვა

ზოგიერთი მეყვავილე იყენებს ცხელ წყალს მოსარწყავად.

· ცხელი შხაპი საჭირო არ არის.თბილი კი საჭიროა(40-50 გრადუსი).ის ქმნის ტროპიკული წვიმის შეგრძნებას.ასტიმულირებს ფოთლოვანი მასის ზრდას,რასაც მოყვება ყვავილობა.

· ჩადგით ორქიდეას ქოთნები აბაზანაში.

· შხაპის ონკანიდან,სუსტი ნაკადით მორწყეთ ორქიდეები.

· მორწყვის ხანგრძლივობა განისაზღვრება სუბსტრატის მდგომარეობით.დიდი ორქიდეებისათვისაც კი საკმარისია ნახევარი წუთი.

· 15 წუთის განმავლობაში ქოთნები დატოვეთ დასაწრეტად.

· თუ ერთი მორწყვით გრუნტი არ დატენიანდა,გაიმეორეთ ეს მცენარეებისათვის სასიამოვნო პროცედურა.

· არ მორწყათ ყვავილები და კოკრები! მორწყვის შემდეგ ქოთნები 7-8 საათით დატოვეთ აბაზანაში.ამის შემდეგ დააბრუნეთ ჩვეულ ადგილებზე.

 

შხაპისათვის შესაძლებელია ნასვრეტებიანი სარწყავის გამოყენებაც,თუ ონკანის წყალი თქვენთვის არ არის სანდო.ზამთარში შხაპისაგან თავი უნდა შეიკავოთ,რადგან საკმაოდ დიდია ტემპერატურული სხვაობა.

ფესვებზე შესხურება

· ფესვებზე შესხურება ხდება ცხელ დღეებში.დილით შესხურება უფრო კომფორტულია მცენარისათვის.გარკვეული სახეობა საჭიროებს დღეში 2-3 ჯერ შესხურებას.

· ეს პროცედურა უბრალოდ აუცილებელია მცენარეებისათვის რომლებიც მოთავსებულია გრუნტის გარეშე,ქოთნებსა და კალათებში.ასეთ კონსტრუქციებში უფრო სწრაფად შრება მათი ფესვები,ვიდრე ჩვეულებრივ ქოთანში.

· ვანდებისათვის ის ძალიან შესაფერისია.მათი გრძელი,ხშირი ფესვები თითქოს სპეციალურად არის შექმნილი ასეთი მეთოდით მორწყვისათვის.ასევე არც ისე მოსახერხებელია სხვა მეთოდით მოსარწყავად ყოველ ჯერზე ჩამოხსნათ ეს დიდი მცენარე.

· ზამთრის პერიოდში დაბალ ტემპერატურაზე ამ მეთოდს დიდი სიფრთხილით იყენებენ.

· შესასხურებლად გამოიყენეთ კარგი პულვერიზატორი,იმისათვის რომ წყალი თანაბრად იფრქვეოდეს,ნისლის სახით.არ შეასხუროთ ახლო მანძილიდან.

მნიშვნელოვანია! არ ჩაატაროთ შესხურების პროცედურა სასუქის მიწოდების შემდეგ.

მორწყვა სადგამიდან

· ეს მეთოდი მრავალი მცენარის მოსარწყავად გამოიყენება.მცენარე ტენს იღებს ქვემოთ მდებარე ფესვების საშუალებით.

· ძირითადი საკითხი.როგორი სადგამი აქვს თქვენს ორქიდეას? ბევრი მეყვავილე დგამს ორქიდეას კაშპოში,რომლის ძირიც შუაში ამაღლებულია.ზედმეტ წყალს აქვს ადგილი დასაწრეტად.დარჩენილი წყლის ორთქლი მომავალ მორწყვამდე ინარჩუნებს ნოტიო კლიმატს.თუმცა ზედმეტი წყალი შეგიძლიათ გადაღვაროთ.

· გაითვალისწინეთ რომ ზედა მხარეს მდებარე ფესვები ყოველთვის ვერ იღებენ ასეთი წესით მიწოდებულ ტენს.

· გამოიყენეთ ამ მეთოდის უფრო ინტენსიური სახესხვაობა.სარწყავით ან ონკანიდან მორწყვა.ასეთი მორწყვის მიზანია - ჩარეცხოს მკვდარი ნარჩენები,დალექილი მარილები.

· ნუ მორწყავთ ყვავილებს,ისინი ჩამოცვივდება.

· მორწყვის შემდეგ მცენარეები დადეთ დასაწრეტად 30 წუთით.

· ხელსახოცით გაუწმინდეთ ფოთლები და ღეროები,გასაკუთრებით ფოთლის უბეებში მიაქციეთ ყურადღება.

სასუქის შეტანა

გაითვალისწინეთ:

· ფოსფორის და კალიუმის შემცველი სასუქები ასტიმულირებს ყვავილობას.

· აზოტიანი სასუქი აფერხებს კვირტების გამოსკვნას.

· მიძინებული საყვავილე კვირტების დამუშავება ფოსფორიანი სასუქით ხელს უწყობს მათ გამოღვიძებას.

რატომ იყენებენ ასეთ ნივთიერებებს.ცნობილი ფირმების მრავალი პრეპარატი არც ისე იაფია.მათი ფალსიფიცირებული ასლებიც მრავლად შეგხვდებათ.ეს ეფექტური და ცნობილი საშუალებებია მცენარის მოსავლელად.

კალიუმპერმანგანატის ხსნარი

· ოთახის პირობებში მიკროელემენტები მცენარეს თქვენ უნდა მიაწოდოთ.

· ორქიდეებს რწყავენ ‘’მარგანცოვკის’’ სუსტი ხსნარით.ასეთი კონცენტრაციის ხსნარს ვარდისფერ წყალს უწოდებენ.

· ‘’მარგანცოვკის’’ გამოყენება კვირაში ერთზე მეტად არ შეიძლება.

წყალბადის ზეჟანგი

წყალბადის ზეჟანგიანი წყლით მორწყვა ძალიან სასარგებლოა ორქიდეებისათვის:

· იყენებენ საკმაოდ ხშირად,როგორც მადეზინფიცირებელ საშუალებას - კლავს მავნე ბაქტერიებს,ხელს უშლის ლპობას,აჩქარებს ყვავილობას.

· გამოიყენეთ სუსტი კონცენტრაცია.ერთ ლიტრ წყალზე რამოდენიმე წვეთი საკმარისია.

აქტივირებული ნახშირი

· აქტივირებულ ნახშირს იყენებენ ჭრილობების დასამუშავებლად.საყვავილე ღეროს,ფოთლის,ფესვის მოჭრის შემდეგ.

· შესაშრობად,ადვილად შესახორცებლად და იმიტომ რომ დაიცვან ჭრილობა მასში სხვადასხვა ინფექციის შეჭრისაგან.

ნიშადურის სპირტი

· დაფიქრებულხართ ნიშადურის სპირტის შემცველობაზე? ეს არის ამიაკის ხსნარი,აზოტის წყარო.

· მას იყენებენ სასუქად,იმისათვის რომ ფოთლები და ფესვები უკეთ იზრდებოდეს.

· კარგი საშუალებაა ბუგრების წინააღმდეგ

· 3 ს/კ გახსენით 5 ლიტრ წყალში ფესვებისათვის საკვებად.

· 50 მლ გახსენით 4 ლიტრ წყალში - ფოთლების დასამუშავებლად

ნივრიანი წყალი

· ნიორი - ცნობილი ანტისეპტიკია.ნივრის ნაყენით პერიოდული მორწყვა,უზრუნველყოფს მცენარეს მინერალებით და ვიტამინებით.

· ყვავილობის შემდეგ ასეთი ნაყენით მორწყვა მცენარეს აძლევს ძალას ახალი საყვავილეები გამოიტანოს.

აბუსალათინის ზეთი

რისთვის იყენებენ აბუსალათინის ზეთს:

· თუ დიდი ხანია ყვავილობას ელით,გაიხსენეთ აბუსალათინის ზეთი.

· ერთი ჩ/კ ზეთი გახსენით 1 ლიტრ წყალში.ეხმარება ყვავილობის დაჩქარებაში.

საფუარი

· ეფექტურია მცენარის ზრდისა და ყვავილობისათვის.

· თვეში ერთხელ 10 გრამი საფუარი 10 ლიტრ წყალში + ს/სკ შაქარი.

· დადგით რამოდენიმე საათით და მორწყეთ.

ნაკელი

· ოთახის პირობებში ნაკელის გამოყენება არ არის მოსახერხებელი მისი არომატების გამო.

· რწყავენ გადამწვერი ნაკელის ნაყენით,იგი აზოტის წყაროა.

· იყენებენ ტორფს.მას დებენ ტომარაში და რეცხავენ წყალში,ამ წყალს იყენებენ სარწყავად.

· ორქიდეებისათვის სასარგებლოა.

ჩაის ნაყენი

· მისი გამოყენების შემდეგ შესაძლოა გრუნტზე გაჩნდეს ობი და ქინქლა.

· უმჯობესია გააშროთ ჩაის გამოყენებული მასა და შეურიოთ სუბსტრატს.

· შესაძლებელია მასზე უარის თქმაც,უფრო ეფექტური საშუალებებიც არსებობს.

დამტკბარი წყალი

· ½ ლიტრ წყალში 1 ჩ/კ შაქრის დამატება მრავალი მცენარისათვის სასარგებლოა.ასევე ორქიდეებისათვისაც.

· ზოგიერთი მეყვავილე უბრალოდ აყრის გრუნტზე შაქარს და შემდეგ რწყავს.

სხვა პრეპარატები

გამოცდილი მეყვავილეები სიფრთხილით ეკიდებიან სხვადასხვა დამატებით კვებას.მაგრამ მრავალგვარი სიტუაცია არსებობს.დამატებითი კვება ორქიდეას აწვდის აუცილებელ ელემენტებს.მიაწოდეთ სარწყავ წყალთან ერთად.

ქარვის მჟავა

ქარვის მჟავა - ეფექტური საშუალებაა მცენარის ტონუსის შესანარჩუნებლად.ფოთლები მკვრივი და მოქნილია.მცენარე ისე მტკივნეულად აღარ რეაგირებს ტემპერატურის და ტენიანობის ცვლილებებზე.ემატება სარწყავ წყალს.

ფიტოსპორინი

· აუცილებლად შეიტანთ თქვენს აფთიაქში როგორც კი გაეცნობით რისთვის იყენებენ მას.

· უნივერსალური საშუალებაა ორქიდეების მრავალი დაავადებების წინააღმდეგ.

· ეს არის ორგანული საშუალება სტიმულატორების დამატებით.იხსნება სარწყავ წყალში.

· დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში გამოიყენეთ ორ კვირაში ერთხელ.პროფილაქტიკისათვის 2-3 თვეში ერთხელ.

გაითვალისწინეთ! ის მაღალი კონცენტრაციისაა.უმჯობესია მისი თხევადი სახით შეძენა,უფრო მოსახერხებელია გამოსაყენებლად.

კორნევინი

· ჰორმონალური ბიოლოგიური პრეპარატი ფესვების უკეთ განსავითარებლად.

· განსაკუთრებით იმ შემთხვევბში როდესაც გიწევთ ბლომად ფესვების მოჭრა.

· იყენებენ როგორც ხნარის ისე მშრალი სახით.რაოდენობას ამოიკითხავთ ინსტრუქციაზე.(1)

ბიოჰუმუსი

· აძლიერებს ფოთლების და ფესვების ზრდას.

· ზრდის დაავადების მიმართ გამძლეობას.

· ხელს უწყობს კვირტების ჩამოყალიბებას.

მოზადებული ხსნარი დადგით ცოტა ხნით და ისე გამოიყენეთ.

ფუნგიციდები

მათ გარეშე ძნელია ორქიდეების მოვლა.მცენარემ შესაძლოა რაიმე დაავადება აითვისოს,ისინი მრავლადაა.არასწორი მორწყვა შესაძლოა ამისი მიზეზიც გახდეს.

ეს პრეპარატები ანადგურებს დაავადების ნებისმიერ გამომწვევს.ფუნგიციდები საკმაო რაოდენობითაა:

· კვადრისი

· მიკოსანი

· ალიპირინი

· ტრიქოდერმინი

· ფიტოლავინი

გახსოვდეთ სისტემური საშუალებებიც.ისინი მცენარეს იმუნიტეტს უმუშავებენ.

ფუნდაზოლი

· ერთერთი ფუნგიციდია.მას ზრდის სხვადასხვა სტადიაში იყენებენ.

· სწრაფადმოქმედია.უკვე ერთი დღეღამის შემდეგ დაავადება ბლოკირებულია.

· რეკომენდირებული კურსია 3-4ჯერ 4-5 დღის ინტერვალით.

ცირკონი

კარგი პრეპარატია:

· ფესვების განვითარებისათვის.

· ზრდისთვის

· ყვავილობისათვის

· ასევე ანტისტრესულია.იყენებენ დაავადების,გადარგვის,გვალვების შემდეგ.

· მომზადებული ხსნარი გამოიყენეთ იმავე დღეს ბოლომდე.მეორე დღსაც კი მას არანაირი სარგებლობა არ ექნება.

დასკვნა

· სწორი და კარგი მორწყვა თქვენი ორქიდეების ყვავილობის საწინდარია და არა ერთხელ.

· გამოიყენეთ სხვადასხვა საშუალება,მაგრამ არ დაივიწყოთ ზომიერების გრძნობა.

· უმჯობესია დააკლოთ მორწყვა,ან უფრო სუსტი ხსნარი მოამზადოთ.

· სიჭარბე ყოველთვის სახიფათოა.

თუ თქვენ აღმოაჩენთ შეცდომებს ან უზუსტობებს,გთხოვთ მოგვწეროთ ამის შესახებ კომენტარებში.ჩვენი სურვილია საიტი უფრო უკეთესი გახდეს.პატივისცემით ადმინი. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში ორქიდეების მოვლა და მათი მეთოდები მოცემულია ლინკის სახით https://www.facebook.com/groups/OrqideisMovladamatiMetodebi/ თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის


 



11 April 0 1 654
Загрузка...
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно