ლიხნისი

მცენარე ეკუთვნის მიხაკისებრთა ოჯახს. გვარში 25-50 მდე სახეობაა. მისი სამშობლო სამხრეთ ევროპაა. სახელი ბერძნულია და ქართულად “ლამფას” ნიშნავს. მართლაც ნათურასავით ანათებს მისი მკვეთრად წითელი ან თეთრი ყვავილები მტრედისფერი ფოთლების ფონზე კლუმბებსა თუ ყვავილნარში.

მცენარე ერთდროულად მიმზიდველიცაა და უბრალოც. იგი კარგად გამოიყურება დარგული მარტოც და სხვა მცენარეების გვერდითაც. ჩვენთან შედარებით პოპულარულია მისი 2 სახეობა - ქალცედონური და გვირგვინოსანი.

გვირგვინოსანი ლიხნისი - საკმაოდ მაღალი იზრდება - 50-80სმ, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა კარგად დატოტვილი ღერით, რომლებზეც მოვერცხლისფრო ნაცრისფერი ფოთლები როზეტებადაა განლაგებული ძირში, ამიტომ მცენარეს ჰაეროვანი შესახედაობა აქვს. მას ერთეული ყვავილები ტოტების ბოლოებზე აქვს განლაგებული და ერთიანობაში დიდ მოყვავილე ბუჩქს ქმნის. იგი ყვავილობას იწყებს ზაფხულის დასაწყისში და გრძელდება გვიან შემოდგომამდე. ნაყოფი 5კბილიანი კოლოფია შიგ თირკმლის ფორმის მუქი ყავისფერი თესლით.

ცნობილი ჯიშებია - ეჰჯელს ბლაშ - 2 წლიანი მცენარე, რომლის ყვავილის ფერიც ყვავილობის პროცესში იცვლება - თავიდან თეთრია, მერე გული უვარდისფერდება. “საიდუმლო კუნძული” ესეც მრავალწლიანი მცენარეა მცირედ ხავერდოვანი ღერით და ფოთლებით.

ქალცედონური ლიხნისი - ხალხი მას საპონას ეძახის, რადგან მისი ფოთლები დ ფესვები წყალს აქაფებს.

მცენარეს განსხვავებული ყვავილი აქვს -ყვავილს მკვეთრად მართკუთხა როზეტის ფორმა აქვს. წვრილი ყვავილები შეკრულია ბურთა ყვავილედად ღეროს ბოლოებზე. ფერი - თეთრი, ვარდისფერი ან წითელი. ღერზე ბევრი მწვანე მოგრძო მცირედ ხაოიანი ფოთლებია.

პოპულარული ჯიშია -მალტის ჯვარი - უხვად მოყვავილე ჯვრისებრი ფორმის მკვეთრად წითელყვავილიანი მცენარე.

მოვლა - ორივე სახეობა უპრეტენზიოა, მაგრამ ცუდად რეაგირებესჭარბ მორწყვაზე. უკეთ ყვავილობს კარგად განათებულ ადგილზე. კარგად იზრდება შედარებით ღარიბ ნეიტრლურ ნიადაგზე - ვერ იტანს ბევრ ორგანულ სასუქს და მას ყვავილობის პერიოდის შემცირებით პასუხობს. ამიტომ გაზაფხულზე კვებავენ მინერალური სასუქით, რომელიც მცირე რაოდენობით შეიცავს აზოტს. პერიოდულად სჭირდება სარეველების მოშორებაც, რადგან ახალგაზრდა მცენარე ნაზია და სარეველებს ვერ გაუმკლავდება.

ყინვაგამძლე მცენარეა და დამატებით დაცვა ზამთარში არ სჭირდება, ზოგჯერ გვიან შემოდგომაზე მიწისზედა ნაწილს გადაჭრიან ხოლმე. ადვილად მრავლდება თვითჩათესვით. კარგად იტანს გადარგვას ყვავილობის პერიოდშიც კი.

გამრავლება - ადვილია თესლით. კონტეინერში ყრიან ნამიან სუბსტრატს და ზემოდან აწყობენ თესლს, მერე კი ცოტა მიწას მოაყრიან, აფარებენ პოლიეთილენის პაკეტს. 2-3 კვირაში ნათესი ამოვა, მერე პაკეტს ხსნიან. პიკირება შეიძლება პირდაპირ ღია გრუნტში. ასე გაზრდილი მცენარე მეორე წელს იყვავილებს.

მისი დათესვა შეიძლება ზაფხულშიც. მაშინ კონტეინერი გარეთ აქვთ ჩრდილიან ადგილზე, მასაც ასათბურებენ. როდესაც ნათესი ამოვა და მომაგრდება, გადააქვთ გრუნტში. ეს ხდება აგვისტოში, იყვავილებს მეორე წელს.

4 წლის მცენარე შეიძლება ბუჩქის დაყოფითაც გამრავლდეს. ბუჩქს ყოფენ 3-5 ნაწილად შემოდგომაზე და რგავენ 20სმ დაშორებით ერთმანეთისგან.

დაავადებები - ჭარბი მორწყვისას ემართება ფესვის ლპობა, ფოთლის ლაქოვნება ან ჟანგა. სოკოს ებრძვიან ფუნგიციდებით. ზოგჯერ ესევა ბუგრი ან ფოთლიხვევია. ასეთ მცენარეს ამუშავებენ თამბაქოს ან პომიდვრის მწვანე მასის ნახარშით. თუ არ უშველა- მერე ინსექტიციდით. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში: yvavilebi.ge თარგმანი თ სუპატაშვილის
 

07 April 0 418
Загрузка...
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно