უნიკალური პრეპარატი ფიზან 20 (fhysan 20)

ფიზან 20 მადეზინფიცირებელი პრეპარატია,ანტიბაქტერიული მოქმედებით.ეფექტურია სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ.

ფიზან 20 უნივერსალური პრეპარატია რომელსაც გააჩნიაანტიბაქტერიციდული,ფუნგიციდური და ანტივირუსული მოქმედება.ეფექტურია პათოგენური მიკროორგანიზმების წინააღმდეგ დეკორატიულ მცენარეებში და მყარ ზედაპირებზე.

გამოიყენება ფესვთა სისტემის,ნაცრისფერი(რუხი ლპობის,ნაცროვანი სოკოს,ფიმოზის,ცრუ ნაცრის და მრავალი სხვა სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების დროს.წარმატებით გამოიყენება ფესვის,ნერგების,თესლის,ჩითილების და ზრდასრული დეკორატიული მცენარეების დასამუშავებლად,მათი განვითარების ნებისმიერ ფაზაში.

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ბოლქვების და ძირხვენების დასამუშავებლად,ქოთნების სადეზინფექციოდ,ნიადაგის და სამუშაო ინსტრუმენტების დასამუშავებლად,ასევე გასხლული ან გადაჭრილი მცენარის ჭრილობების სადეზინფექციოდ.ეფექტურია ჰიდროპონიკაში,ხელს უშლის საკვები ხსნარის მიკროორგანიზმებით დასნებოვნებას.ებრძვის სოკოვან დაავადებებს დეკორატიულ მცენარეებში,ასევე  ანადგურებს ბაქტერიულ და ვირუსულ პათოგენებს.

კარგად შეეთვისება სხვა ფუნგიციდებს და სადეზინფექციო პრეპარატებს,არ იწვევს ფიტოტოქსიურობას.

გამოყენების წესი:

1 ჩ/კ = 5 მლ.

1 ს/კ ერევა 4 ლიტრ წყალში - თაროების,იატაკის,ქოთნების სადეზინფექციოდ.

ქოთნები უნდა ჩავალბოთ ხსნარში 10 წუთი.ხელს უშლის ფესვის ლპობას,ანადგურებს ნაცროვან სოკოებს,ჟანგს.ქოთნების დეზინფიცირება შესაძლებელია დარგვამდე,ხნარი არ საჭიროებს ჩამორეცხვას,ჩალბობის შემდეგ მაშინვე შაესაძლებელია მცენარის დარგვა.

1 ჩ/კ ერთ ლიტრ წყალში - გამოიყენება ინსტრუმენტების დასამუშავენლად.ანადგურებს თამბაქოს მოზაიკურ ვირუსს.

1,5 ჩ/კ 4 ლიტრ წყალში - ამ ხსნარში შესაძლებელია ჩითილის ჩალბობა 3-5 წუთით.ასევე გამოიყენება მცენარეზე შესასხურებლად დაავადებების თავიდან აცილების მიზნით.

2 ჩ/კ 4 ლიტრ წყალში - გამოიყენება ზრდასრული ორქიდეებისათვის შესასხურებლად.დაავადების პროფილაქტიკისათვის შესხურება ხდება თვეში ერთხელ.დაავადების გამოვლენის შემთხვევაში კი შესხურება უფრო ხშირად უნდა მოხდეს.ამ დოზირების ხსნარში ხდება ორქიდეას სუბსტრატის დეზინფიცირება სოკოვანი და ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ.

ბაღის ყველა მცენარეს შესაძლებელია შევასხუროთ 2 ჩ/კ პრეპარატის და 4 ლიტრი წყლისაგან მომზადებული ხსნარი.

ოთახის მცენარეებისათვის - 1 ჩ/კ პრეპარატი 4 ლიტრ წყალში.

ბოლქვების ჩასალბობად - 1 ს/კ 4 ლიტრ წაყალში (10 წუთი).

თუ სათბურების მინები მწვანე ფერს იღებს,მაშინ გაწმინდეთ ან შეასხურეთ შემდეგი დოზირების ხსნარით - 1 ჩ/კ 4 ლიტრ წყალზე და გააჩერეთ  1 საათი.როდესაც მინა ფერის შეცვლას დაიწყებს მაჩინ გაწმინდეთ.

უსაფრთხოების ზომები: ფიზან 20 მიეკუთვნება IV კლასის საშიშროების მქონე პრეპარატების ჯგუფს (მცირედსაშიში).მუშაობის შემდეგ რეკომენდებულია სახის და ხელების დაბანათბილი წყლით და საპნით.უსაფრთხოა შინაური ცხოველებისა და მიკროორგანიზმებისათვის.საშიშია თევზებისათვის.

07 April 0 461
Загрузка...
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно