ცეოლითი

ოთახის მცენარეების გრუნტის შემადგენლობაში ხშირად ნახსენებია ისეთი კომპონენტი როგორიცაა - ცეოლითი.განვიხილოთ თანმიმვდევრობით,რა არის ეს.

ცეოლითები - ეს არის მინერალების ჯგუფი,კალციუმის და ნატრიუმის ალუმოსილიკატი,ტემპერატურის და ტენიანობის მიხედვით ახასიათებს წყლის გაცემა და ისევ შთანთქმა.ფიზიკური თვისებებიდან ისინი ხასიათდებიან მინისმაგვარი ან სადაფისმაგვარი ბზინვარებით.ცეოლითი ბუნებრივი წარმოშობისაა - ის ვულკანური ლავის და მთის ქანების პროდუქტია რომელიც გაზის და ორთქლის გავლენით არის დაქუცმაცებული,ასევე ოკეანის წყლით.ცეოლითს ფართოდ იყენებენ წყლის საყოფაცხოვრებო ფილტრებში,კატის ტუალეტის შემავსებლებად,ასევე მედიცინასა და მშენებლობაში.

ცეოლითის სუბსტრატში დამატების უპირატესობები

- ცეოლითებს აქვს იონური და კათიონური ცვლის უნარი,ამიტომ გრუნტის შემადგენლობაში მათი დამატებისას შეუძლიათ შეინარჩუნონ კათიონები mg2+,ca2+,k+ ორი-სამი წლის განმავლობაში.

- ცეოლითი შეიცავს: კალიუმს,კალციუმს,მაგნიუმს,ბორს,თუთიას,მარგანეცს,მოლიბდენს,სილიციუმს მცენარისათვის ათვისებადი ფორმით.

- ნიადაგში შერეული ცეოლითის გრანულები აუმჯობესებენ მის ფორიანობას,ხელს უშლიან დატკეპვნას და ამით ზრდიან ჟანგბადის მიწოდებას ფესვებთან.ცეოლითი გამოირჩევა მაღალი დრენირების უნარით და აუმჯობესებს ფესვწარმოქმნის პროცესს.

- კაქტუსების და სუკულენტების ნიადაგის ნარევების შემადგენლობაში შემავალი ცეოლითი მაქსიმალურად აახლოვებს ნიადაგის თვისებებს ამ მცენარეების მოთხოვნილებებთან.

- არეგულირებს ნიადაგში ტენიანობას,საშუალებას იძლევა შემცირდეს მორწყვის სიხშირე და იცავს გამოშრობისაგან(გარკვეულ ეტაპამდე).

- ცეოლითის მჟავიანობა ოპტიმალურია მცენარეებისათვის PH 5,5 – 5,6.

რატომ ვერმიკულიტი და არა ქვიშა? რათქმაუნდა,ჩვენ ადრე ვიყენებდით სხვა გამაფხვიერებლებს,როგორიცაა მსხვილმარცვლოვანი ქვიშა,წვრილი ხრეში,კერამზიტი,დანაყილი წითელი აგური,აგროპერლიტი და ვერმიკულიტი.მაგრამ ცეოლითს აქვს მეტი უპირატესობა:

- მდინარის ქვიშა ძალიან წმინდაა,2 მმ-ზე მცირე ზომის ქვიშის ნაწილაკები ნიადაგში ცემენტდება,აუარესებს ფესვების აერაციას,რის გამოც გვიწევს გადარგვა,უფრო მსხვილი მარცვლის შერჩევა - ფაქტიურად წვრილი კენჭების,ზომით - 3-5 მმ.

- ვერმიკულიტი უფრო მეტად სითხეტევადია,რადგან ძალიან არაერთგვაროვანია - ერთ შეფუთვაში ბევრი მტვერი,საშუალო და მსხვილი ნაწილაკებია.ვერმიკულიტის შემცველი სუბსტრატი უფრო დიდხანს შრება,მისი გამოყენება უფრო მიზანშეწონილია დასათესად,ჩითილის

პიკირებისათვის.პერლიტი უფრო უარესია - დროთაგანმავლობაში ნიადაგის ზედაპირზე ამოდის.

- დანაყილი აგური კარგია,მაგრამ მომზადება სჭირდება: დამტვრევა,გაცრა.შედეგად ბევრი ნარჩენია მტვრის სახით.

- წვრილი ხრეში რთული და ხანგრძლივი მოსაგროვებელია,თანაც მას სიმძიმე ახასიათებს.

- ცეოლითი თქვენთვის საჭირო ფორმით გამოდის,მხოლოდ წყლის გადავლება სჭირდება,ნაკლებ შრომას მოითხოვს.

ქოქოსი,ტორფი და ქერქი - ეს კომპონენტები სულ სხვა დანიშნულებისაა და ცეოლითს ვერ შეედარება,მაგრამ თუ თქვენ შეიძინეთ კარგი,მსხვილმარცვლოვანი კალიბრის ვერმიკულიტი (მტვრის გარეშე) ის არანაკლები იქნება ცეოლითზე,შესაძლოა უფრო ძვირი დაგიჯდეთ.


 


სად ვიშოვოთ ცეოლითი მცენარეებისათვის ცეოლითი მენარეებისათვის შემდეგი სახითაა:

- მზა კომპონენტის სახით სუბსტრატის შემადგენლობაში,მაგალითად ‘’ცეოფლორა’’ აწარმოებს ტენისშემნახავ გრუნტს ZeoFlora,როგორც ბუნებრივი გამაჯანსაღებელი ნიადაგისთვის,მცენარეების ზრდის სტიმულატორი.მისი უპირატესობა იმაშია,რომ ბუნებრივი ცეოლითების საფუძველზეა დამზადებული და უკვე მზადაა მცენარის დასარგავად - მისი ნაწილაკები კალიბრირებულია,არ შეიცავს ნაგავს,ნარჩენს,მტვერს.

- კატის ტუალეტის შემავსებლების სახით,მაგალითად ყველაზე ხელმისაწვდომი და პოპულარულია ‘’ბარსიკ სტანდარტი’’ და ‘’ბარსიკ ეფექტი’’.მათი უპირატესობა ისაა რომ არ ღირს ძვირი.მაგრამ ტუალეტის შემავსებელი უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში,წვრილი ნაწილაკების მოსაცილებლად

კიდევ რომელი შემავსებელის გამოყენება შეიძლება? შეიძინეთ ნებისმიერი შეფუთვა რომელსაც აწერია ‘’ცეოლითი - ბუნებრივი მინერალი ვულკანოგენური წარმოშობის’’ და ისეთი რომელიც არ წარმოქმნის გუნდებს.სხვა დანამატები არ უნდა შედიოდეს შემადგენლობაში.გამოყენებამდე უნდა დარწმუნდეთ,რომ სწორედ ის შეიძინეთ რაც გჭირდებოდათ.გაიხსენეთ - ვულკანურ ცეოლითს ახასიათებს სიპრიალე,მშრალ მდგომარეობაში ის დაფარულია მტვრით და არ პრიალებს,მაგრამ საკმარისია გარეცხოთ ის მდინარის კენჭებს დაემსგავსება,მაგრამ უფრო ბასრი და დაწახნაგებულია.

-თქვენ გჭირდებათ ვულკანური ცეოლითი არაოკეანური (ზღვის არა) - ის წყალში არ იხსნება.რამდენიც არ უნდა რეცხოთ წყლის ქვეშ,ის არ სველდება და არ დადნება.არის ისეთი ტუალეტის შემავსებლები რომლებსაც აწერია - ზღვის შემავსებელი,მაგრამ სიტყვა ცეოლითი ან აკლია ან აწერია ოკეანის ცეოლითი.ასეთი შემავსებლები დასველების შემდეგ ფაფისებურ მასად გადაიქცევა.ოკეანის ცეოლითი მცენარეებისათვის არ გამოდგება - ის ხსნადია.ამიტომ ასეთი წარწერის მქონე შეფუთვა არ უნდა შეიძინოთ.ასევე არ გამოგადგებათ ‘’ცეოლითის შემცველი თიხა - მსხვილი გრანულები’’.

ამიტომ ნებიმიერი შემავსებელი,რომელიც თქვენში ეჭვს იწვევს შეამოწმეთ იხსნება თუ არა წყალში:დაასხით წყალი,დაელოდეთ 5-10 წუთი,გასრისეთ

ხელში.თუ გრანულები თითებს ჩხვლეტს - ეს კარგია,თუ გაისრისება - მათი გამოყენება მცენარეებისათვის არ შეიძლება.

ცეოლითის ანალოგები

ცეოლითის პარალელურად შესაძლოა შეგხვდეთ შემავსებლები სხვა შემადგენლობით.მაგ: ოპოკა - ეს არის დანალექი ქანი,რომელიც წარმოიქმნება სხვადასხვა ორქანიზმების ჩონჩხის ნაწილებისაგან.შემავსებელი ‘’ციმბირული კატა’’,’’ეფექტი’’,’’კუზია’’ დ სხვა.ეს ქანი პრაქტიკულად არ იხნება წყალში,ცეოლითისგან განხვავდება ფერით - უფრო ღია ფერისაა და მსხვილი ფრაქციის.ეს შემავსებელიც უნდა გარეცხოთ გამდინარე წყლით.

ლეჩუზას სუბსტრატი საწარმოო ხაზი - ლეჩუზა,სპეციალიზირებულია ავტომატური მორწყვის მქონე ქოთნების და მათი სუბსტრატის წარმოებაზე,რომელიც არ შეიცავს მიწას.ფირმა აწარმოებს ორი სახის გრუნტს: ლეჩუზა პონ(LECHUZA-PON) - შემადგენლობა: ცეოლითი,გასუფთავებული პემზა,ვულკანური ქანი + ნელი მოქმედების სასუქი და ლეჩუზა თერაპონი (LECHUZA-TERRAPON)- შემადგენლობა: ორგანული ჰუმუსი და მინერალური კომპონენტები(პემზა,კერამზიტი).ეს სუბსტრატები მაღალი ხარისხისაა,მათი საყვავილე ქოთნები კი შესანიშნავი,მაგრამ ძალიან ძვირადღირებულია.

როგორ მოვამზადოთ ცეოლითი მცენარეებისათვის

კატის ტუალეტის შემავსელის ცეოლითი გამოიყურება როგორც ჩვეულებრივი დამსხვრეული ქვა,მაგრამ ძალიან მტვრიანი.მასში საკმაოდ ბევრია ქვიშა,წვრილი ნაწილაკები - ისინი ჩვენ არ გვჭირდება.ამიტომ შემავსებელი უნდა გავრეცხოთ.აქ საჭიროა სიფრთხილე - ასეთი ცეოლითი ძლიერად მტვერდება გადმოყრის დროს.საჭირო არ არის ეს მტვერი შეისუნთქოთ.იმისათვის რომ ცეოლითი ნაკლებად ამტვერდეს აიღეთ მოზრდილი ტაშტი ან ჯამი,ჩაასხით წყალი და ჩაყარეთ პაკეტიდან ცეოლითი რაც შეიძლება ახლო მანძილიდან.მტვერი მაინც დადგება,მაგრამ შედარებით ნაკლები ვიდრე მშრალად გადმოყრის დროს.

მაშ ასე,წყალში ჩაყრილი ცეოლითი გადაიტანეთ თუშფალანგზე.საწურის ნასვრეტებიდან გამოსული ყველა ნაწილაკი უნდა გადაყაროთ,ეს ფაქტიურად ცემენტის მტვერია.მთელი შეფუთვა შემავსებლიდან,რომლის მოცულობა 2,5 ლიტრია,დაახლოებით ერთი ჭიქა მტვრის ნაწილაკები გამოირეცხება,საკმაოდ ცოტა.

ცეოლითი გამდინარე წყლის ქვეშ უნდა რეცხოთ იქამდე ვიდრე მტვერი არ გამოვა მთლიანად და პრიალა ბასრკიდეებიანი კენჭები არ დარჩება.ნუ შეგეშინდებათ მცენარის ფესვებს ეს კენჭები არ დააზიანებს.

ცეოლითის გამოყენება მცენარეებისათვის. ცეოლითი აუცილებლად უნდა დაემატოს ოთახის და ბაღის მცენარეებისათვის განკუთვნილ გრუნტს,მათ შორის ჩითილის გამოყვანისთვის განკუთვნილ ნიადაგსაც.უნდა დაემატოს ჩასათესად განკუთვნილ კონტეინერში ან მცენარის ჩასარგავ ორმოებში.მხოლოდ ეპიფიტებს არ ესაჭიროებათ ცეოლითი.ეპიფიტებია: ორქიდეები და ბრომელიასებრნი,რომლებიც იზრდება არა ნიადაგში,არამედ ხის ქერქში,ან საერთოდ სუბსტრატის გარეშე - ღია ფესვთა სისტემით.თუმცა ნიადაგის ორქიდეებსა და ბრომელიასებრებს ცეოლითი უნდა დაემატოს(ვრიეზია,ეხმეა და სხვა).

ცეოლითის რაოდენობა დამოკიდებულია მცენარის სახეობაზე,მის მოთხოვნილებებზე ტენიანობის მიმართ,რამდენად ჰაერგამტარი ნიადაგი სჭირდება.სუკულენტებისათვის (კალანჰოე,ალოე,ადენიუმი,კლდისდუმა და სხვა),ასევე ტყის კაქტუსებისთვის(დეკემბერა) გრუნტს უნდა დაუმატოთ მისი მოცულობის ¼ ნაწილი ცეოლითი.ყველა დანარჩენ კაქტუსებს 1/3 ნაწილი.ოთახის მცენარეებს და ყვავილებს,ასევე საჩითილე ნიადაგს ემატება 1/5 ნაწილი.

ასე მაგალითად,თუ თქვენ რგავთ მონსტერას,დიფენბახიას,დრეცენას,ფიკუსებს,პალმას,გვიმრებს,გარდენიას,ბროწეულს,ლიმონს,კროტონს და სხვა პოპულარულ ოთახის მცენარეს,მაშინ ნიადაგის შემადგენლობის 20 % უნდა იყოს ცეოლითი,დანარჩენი 80 % - ეს სხვადასხვა კომპონენტის ნაზავია სხვადასხვა პროპორციით.

ცეოლითი მთლიანად ცვილს ისეთ გამაფხვიერებელ კომპონენტს,როგორიცაა მდინარის ქვიშა(ან წვრილი კენჭები).მაგრამ მხოლოდ ცეოლითი და მიწა არ არის სუბსტრატის შემადგენელი კომპონენტები: ნიადაგს შეიძლება დაემატოს ქოქოსის სუბსტრატი,ფიჭვის ქერქი,გადამწვარი ნაკელი. მაგალითად,თუ თქვენ რგავთ ანთურიუმს,მისი სუბსტრატი შეიძლება შედგებოდეს: 1 წილი ცეოლითის,1 წილი ფოთლოვანი ნეშომპალის,1 წილი ფიჭვის ქერქისაგან.

მიწის ნარევის შემადგენლობა ასევე დამოკიდებულია როგორი ნიადაგი შედის გრუნტის შემადგენლობაში..მაღაზიაში შეძენილი ნიადაგის ნარევი თითქმის ყოველთვის ერთნაირია: ზედა და ქვედა ფენების ტორფის ნარევი,ზოგჯერ მხოლოდ ზედა ფენის ტორფი.ბაღის მიწა კი შეიძლება იყოს ქვიშიანი,თიხნარი,ტორფიანი ან შავმიწა.

- თუ ნიადაგი ქვიშიანია,ვიღებთ მის 2 წილს,1 წილ ცეოლითს,1 წილ ფოთლოვანი ტყის მიწას(ან ტორფს) და 1 წილ გადამწვარ ნაკელს.

- თუ ნიადაგი თიხნარია,ვიღებთ 2 წილს,1-2 წილ ცეოლითს(რაც მეტია თიხა მით მეტი ცეოლითია საჭირო) და 1 წილ ფოთლოვანი მიწას ან ქოქოსის სუბსტრატს.

- თუ ნიადაგი ტორფიანია,ვიღებთ 2 წილს,1 წილ ცეოლითს და 1 წილ გადამწვარ ნაკელს.ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში yvavilebi.ge

თარგმანი: ლ-ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

07 April 0 740
Загрузка...
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно